From : Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>
To : Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>
Subject : FW: ToRs
Received On : 23.07.2019 05:40

 

თამუნა,

 

ქვემოთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით როგორ მოვიქცე?

 

 

საუკეთესო სურვილებით,

 

სოფო ბელქანია

ანალიტიკის, ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

აკ. წერეთლის გამზირი 144, თბილისი, საქართველო, 0159

მობ:  +995 599 223232

 

From: Salome Odisharia [mailto:salome.odisharia@undp.org]
Sent: Tuesday, July 23, 2019 9:39 AM
To: Sopo Belkania
Cc: Maya Giorbelidze ; Nino Chanturia
Subject: RE: ToRs

 

სოფო დილა მშვიდობის,

 

როგორ ხართ? რამე სიახლე ხომ არაა ჩვენკენ?

 

მადლობა,

სალომე

 

From: Salome Odisharia
Sent: Wednesday, July 17, 2019 6:46 PM
To: Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>
Cc: Maya Giorbelidze <maya.giorbelidze@undp.org>; Nino Chanturia <nino.chanturia@undp.org>
Subject: ToRs

 

სოფო მოგესალმებით,

 

როგორც ვისაურებთ, გიზიარებ საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების სამუშაო აღწერილობას.

 

როგორც ადრე ვისაუბრეთ,  ამ ეტაპზე, მხოლოდ ადგილობრივი ექსპერტების ვაკანსიაზე არის რამდენიმე რელევანტური კანდიდატის აპლიკაცია, თუმცა საერთაშორისო ექსპერტის ვაკანსიაზე ვადების გასვლის შემდგომ დაგვიკავშირდნენ ექსპერტები და გამოხატეს სურვილი მიეღოთ კონკურსში მონაწილეობა, თუ კი ვადებს გადავწევდით.

 

შესაბამისად, გვაინტერესებს თქვენი პოზიცია, თუ ისევ ვგეგმავთ ამ ფორმატით თანამშრომლობის გაგრძელებას და მადლობელი ვიქნებით, თუ შემდეგი კვირის დასაწყისამდე შეგვატყობინებთ ამის თაობაზე.

 

თუ ეს მოდალობა ამ ეტაპზე რელევანტური არაა, ჩვენ ასევე ვფიქრობდით ალტერნატიული ვერსიის შემოთავაზებას. კერძოდ, პირადად დავუკავშირდით ტონი ბლეერის ყოფილ უფროსს მრჩევლებს „delivery”-ზე, მიხეილ ბარბესა და რეი შოსტაკის კომპანიებს და შესაბამისი რჩევები და კონსულტაციები მივიღეთ ამ პროცესებთან დაკავშირებით.

 

შედეგად, შესაძლებელია ამ ეტაპზე არსებული სიტუაციის ანალიზი ჩატარდეს, რომელიც გამოავლენს ნაპრალებს(Gap) და რიგ მიმართულებებს, თუ რა მხრივ შეიძლება რეფორმების განხორციელების პროცესის გამართვა და ხარისხის მონიტორინგის უზრუნველყოფა, ასევე რიგი საკოორდინაციო და საკომუნიკაციო პროცესების ეფექტური ფუნქციონირება.

 

დამატებით, კონსულტაციები გავაირეთ  ადგილობრივ (ქართველ) ექსპერტთან, რომელიც წლები ტონი ბლეერის გუნდში მუშაობდა  სხვადასხვა ქვეყანაში( ალბანეთი, რუმინეთი და მონღოლეთი) პრემიერის აპარატთან არსებული „“Delivery Unit”-ების დასაფუძნებლად და ასამოქმედებლად.  დაინტერესების შემთხვევაში, ეს უკანასკნელი კვლევა შეგვიძლია ამ ექსპერტის ჩართულობითაც განვახორციელოთ.

 

ველით თქვენს შემოთავაზებებს.

 

დიდი მადლობა,

სალომე