| From : | Irma Gelashvili <igelashvili@moh.gov.ge> |
| To : | Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge> |
| Subject : | FW: Human Rights Watch Invitation to Roundtable |
| Cc : | Paata Jorjoliani <pjorjoliani@moh.gov.ge>; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge> |
| Received On : | 15.08.2019 06:21 |
| Attachments : |
მოგესალმებით,
გიგზავნით Human Rights Watch -ის მოსაწვევს ახალი ანგარიშის პრეზენტაციაზე:
„არც ერთი წელი სიკვდილის შემთხვევათა გარეშე“: საქართველოში წლების განმავლობაში შრომის ბაზრის დერეგულირება საფრთხეს უქმნის მაღაროელებს“ .
არ ვიცი სხვებმაც მიიღეს თუ არა ეს მეილი და ვინ მიიღებს ღონისძიებაში მონაწილეობას.
From: Catherine Pilishvili [mailto:pilishc@hrw.org]
Sent: 14 August, 2019 18:22
Cc: Giorgi Gogia; Corina Ajder
Subject: Human Rights Watch Invitation to Roundtable
(For English Scroll Down)
მოსაწვევი მრგვალ მაგიდაზე
Human Rights Watch გიწვევთ თავისი ახალი ანგარიშის პრეზენტაციაზე:
„არც ერთი წელი სიკვდილის შემთხვევათა გარეშე“: საქართველოში წლების განმავლობაში შრომის ბაზრის დერეგულირება საფრთხეს უქმნის მაღაროელებს“
თარიღი: 2019 წლის 22 აგვისტო
დრო: 15:00-17:00
ადგილი: „სასტუმრო რუმსი“, საქართველო, თბილისი 0108, კოსტავას ქ. 14
ანგარიში იკვლევს შრომის ბაზრის დერეგულაციას წლების განმავლობაში და მის ხანგრძლივ ზემოქმედებას მეშახტეთა და მაღაროელთა უსაფრთხოებაზე. იგი იკვლევს ტყუბულისა და ჭიათურის ქვანახშირისა და მანგანუმის მოპოვებისას მომხდარი უბედური შემთხვევების გარემოებებს და მიდის იმ დასკვნამდე, რომ მშრომელთა უსაფრთხოება სერიოზული რისკის ქვეშაა საქართველოში, ხელისუფლების მხრიდან არასაკმარისი რეგულირების გამო. არასაკმარისი რეგულირების შედეგია წიაღისეული რესურსების მოპოვების არსებული პრაქტიკა, რომელიც პრიორიტეტს წარმოების მასშტაბებს ანიჭებს და მშრომელთა უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებს. ანგარიში საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, განახორციელოს შრომის კანონმდებლობის რეფორმა, რათა დაცული იყოს მშრომელთა უფლებები და მოხდეს ამ უფლებების რეალიზებაზე სახელმწიფოს მხრიდან ადეკვატური ზედამხედველობა. შრომის ინსპექციას უნდა ჰქონდეს მანდატი, რომ შეამოწმოს ყველანაირი სამუშაო პირობები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ანგარიშის დასკვნებსა და რეკომენდაციებს წარმოადგენენ თომ პორთიასი, პროგრამების დირექტორის მოადგილე, გიორგი გოგია, ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების ასოცირებული დირექტორი, და კორინა აჟდერი, მკვლევარი და ანგარიშის ავტორი.
მრგვალი მაგიდის მონაწილეებს შორის იქნებიან საქართველოს ხელისუფლების, პროფკავშირების, სამოქალაქო საზოგადოებისა და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები. პრეზენტაციას მოჰყვება კითხვები და პასუხები და დისკუსია საქართველოში შრომითი უფლებებისა და უსაფრთხოების მდგომარეობის გაუმჯობესების პერსპექტივების შესახებ.
გთხოვთ, ამ წერილზე პასუხით დაადასტუროთ თქვენი მონაწილეობა.
საქართველოსთან დაკავშირებით Human Rights Watch-ის სხვა ანგარიშები იხილეთ: http://www.hrw.org/en/europecentral-asia/georgia
Invitation to Roundtable
Human Rights Watch invites you to present its new report:
“No Year without Deaths”: A Decade of Deregulation Puts Georgian Miners at Risk
Date: August 22, 2019
Time: 15:00-17:00
Venue: Rooms Hotel Tbilisi, 14 Kostava Street, Tbilisi 0108, Georgia
The report examines years of labor market deregulations and its lasting impact on the safety of miners. It analyzes the circumstances in which accidents in two Georgian mines have been happening, and finds that workers’ safety is at serious risk due to insufficient regulation by the government, which enables mining practices that prioritize production quotas and put workers’ safety at risk. The report calls on Georgian authorities to reform its labor law to ensure workers’ rights and oversight by a labor inspectorate with a mandate to inspect all working conditions in line with international standards. Tom Porteous, Deputy Program Director, Giorgi Gogia, Associate Director for Europe and Central Asia, and Corina Ajder, researcher and author of the report, will present the report findings and recommendations.
Participants of the roundtable will include representatives of Georgian authorities, labor unions, civil society and diplomatic missions. The presentation will be followed by a Q&A and discussion on the prospects for strengthening labor rights and safety at work in Georgia.
Please confirm your participation by replying to this email.
For more Human Rights Watch’s reporting on Georgia, please visit: http://www.hrw.org/en/europecentral-asia/georgia
Catherine Pilishvili
Senior Associate
Europe and Central Asia Division
Human Rights Watch