From : Natia Arbolishvili <NArbolishvili@moh.gov.ge>
To : Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>
Subject : FW: 29-30 ივლისი, თანამონაწილეობითი სემინარი
Cc : Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>
Received On : 15.07.2019 13:50
Attachments :

ქალბატონო თამუნა,

 

ქ-ნ ეკატერინესთან შესათანხმებლად გიგზავნით წერილს, რომელიც შეეხება გენდერული შეფასების (აუდიტის) ფარგლებში, სამინისტროს თანამშრომელთათვის  თანამონაწილეობითი გასვლითი სემინარის ჩატარებას 2019 წლის 29-30 ივლისს.

 

დიდი მადლობა თანამშრომლობისთვის.

 

პატივისცემით,

 

ნათია არბოლიშვილი

 

ადამიანური რესურსების მართვისა და შრომის ეფექტურობის

მონიტორინგის სამმართველოს უფროსი

 

ანალიტიკის, ადამიანური რესურსების მართვისა და

საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

აკ. წერეთლის გამზირი 144თბილისი, საქართველო,  0159

მობ:  + 995 599 984649

 

 

 

From: Nato Alhazishvili [mailto:nalhazishvili@yahoo.com]
Sent: Monday, July 15, 2019 12:43 PM
To: Natia Arbolishvili
Cc: Salome Tkebuchava; Nino Liluashvili; Dako Bakhturidze; Nani Bendeliani; Mariana Unapkoshvili
Subject: 29-30
ივლისი, თანამონაწილეობითი სემინარი

 

ნათია, მოგესალმებით

 

როგორც მოგეხსენებათ, თანამონაწილეობითი გენდერული შეფასების (აუდიტის) მეთოდოლოგია გულისხმობს თანამონაწილეობითი სემინარის ჩატარებას. სემინარს ორი ძირითადი მიზანი აქვს: 1. მონაწილეებს გააცნოს ის მიგნებები, დასკვნები და რეკომენდაციები, რომლებიც შემუშავდა დოკუმენტაციის გაცნობისა და ინტერვიუების ჩატარების შემდეგ; 2. სავარჯიშოების საშუალებით მიაწოდოს მონაწილეებს ინფორმაცია გენდერული საკითხების შესახებ და მიიღოს დამატებითი ინფორმაცია.

 

სემინარი დაგეგმილია 29-30 ივლისისათვის. სავარაუდოდ, ეს იქნება გასვლითი სემინარი, თუმცა მის კონკრეტულ ადგილმდებარეობას გაეროს ქალთა ფონდი შეგვატყობინებს

 

სასურველია, სემინარს დაესწორს ის 15 ადამიანი, რომელთანაც ჩატარდა ინტერვიუები. იმ შემთხვევაში, თუ ეს ადამიანები ვერ შეძლებენ დასწრებას, სასურველია ისინი ჩანაცვლდნენ მსგავსი თანამდებობის მქონე თანამშრომლებით. სასურველია ასევე, არ დაირღვეს გენდერული ბალანსი

 

ამ წერილს თან ვურთავთ სემინარის დღის წესრიგს.

 

 

საუკეთესო სურვილებით,

ნატო ალხაზიშვილი