| From : | Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge> |
| To : | Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge> |
| Subject : | FW: უწყებათაშორისი შეხვედრა (Action Plan on Visa) |
| Received On : | 14.05.2019 07:21 |
გიგზავნი საგარეოდან მოწოდებულ ინფორმაციას 16 მაისს დაგეგმილ უწყებათაშორის შეხვედრასთან დაკავშირებით - DG-HOME-ის მიერ მოწოდებული „არალეგალური მიგრაციისა და საქართველოს მოქალაქეების ევროკავშირში მოგზაურობასთან დაკავშირებული უსაფრთხოების გამოწვევების შემცირების სამოქმედო გეგმის“ განხილვა.
საუკეთესო სურვილებით,
სოფო ბელქანია
ანალიტიკის, ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
აკ. წერეთლის გამზირი 144, თბილისი, საქართველო, 0159
მობ: +995 599 223232
From: Victoria Baikova [mailto:v.baikova@mfa.gov.ge]
Sent: Tuesday, May 14, 2019 10:55 AM
To: Merab Nutsubidze
Cc: Salome Shapakidze
Subject: RE: უწყებათაშორისი შეხვედრა (Action Plan on Visa)
მეგობრებო, მოგესალმებით,
გაცნობებთ, რომ ბრიუსელში ჩვენმა მისიამ გამართა შეხვედრა DG-HOME-ში.
კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ პრობლემური წევრი ქვეყნებისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია დროულად იქნას შეთანხმებული სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის გამოწვევებზე საპასუხო სამოქმედო გეგმა (როგორც იცით, ევროკომისიის მოლოდინია, რომ სამოქმედო გეგმა შეთანხმდება მ.წ. 22 მაისს მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების ქვეკომიტეტის შეხვედრაზე და თან დაერთვება ქვე-კომიტეტის სამოქმედო დასკვნებს).
ამასთან DG-HOME-ის წარმომადგენელმა დამატებით აღნიშნა ორი ინიციატივა, რომელიც გაჟღერდა ვიზიტისას, მაგრამ ამ ეტაპზე არ არის ასახული სამოქმედო გეგმაში.
1. საზღვრის კვეთის კონტროლის კანონმდებლობის შემუშავებასთან დაკავშირებით TAIEX-ის მისიასთან ერთად შესაძლოა სემინარის ორგანიზება, რომელზეც განხილულ იქნება სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილება საზღვრის კვეთის კონტროლის კუთხით, ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან შესაბამისი ინფორმაციის გაზიარების შესაძლებლობა;
2. შესაძლებელია საქართველოსა და შესაბამისი წევრი ქვეყნების მონაწილეობით ერთობლივი ოპერაციის განხორციელება არალეგალური მიგრაციის ხელშემწყობი ჯგუფების გამოვლენის მიზნით. ეს ასევე დაეხმარებოდა საქართველოს არალეგალური მიგრაციის კრიმინალიზაციის კანონმდებლობის პრაქტიკულ იმპლემენტაციაში. აღნიშნული ოპერაცია შესაძლოა დაფინანსდეს DG HOME-ის ბიუჯეტიდან თუმცა აუცილებელია წამყვანი როლი ჰქონდეს რომელიმე წევრ ქვეყანას.
DG-HOME-ის წარმომადგენელი ასევე დაინტერესდა წევრი-ქვეყნების მოთხოვნის შესაბამისად, ბიომეტრიულ პასპორტებთან დაკავშირებით დაგეგმილი ცვლილებებისთვის ევროკავშირის შესაძლო დახმარებით (აღნიშნული თხოვნა საქართველოს მხრიდან გაჟღერდა საქართველოს იუსტიციის მინისტრთან, თეა წულუკიანთან საიმონ მორდიუს შეხვედრაზე).
გთხოვთ, აღნიშნული საკითხები დაგეგმილი თათბირისთვის გაითვალისწინოთ.
საუკეთესო სურვილებით,
ვიკა