| From : | Nino Odisharia <nodisharia@moh.gov.ge> |
| To : | Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge> |
| Subject : | FW: ტრეფიკინგის ანგარიში 2019 - კონფიდენციალური!!! |
| Received On : | 19.06.2019 12:43 |
| Attachments : |
FYI, კონფიდენციალურია ხვალამდე!
From: Ketevan Sarajishvili [mailto:ksarajishvili@justice.gov.ge]
Sent: Wednesday, June 19, 2019 1:46 PM
To: Maka Peradze
Cc: Nino Rukhadze
Subject: ტრეფიკინგის ანგარიში 2019 - კონფიდენციალური!!!
Importance: High
მეგობრებო,
აშშ-ს წლევანდელ ტრეფიკინგის ანგარიშის მიხდვით კვლავ პირველ კალათაში ვნარჩუნებთ ადგილს.
ანგარიში ოფიციალურად გამოქვეყნდება ხვალ ვაშინგტონის დროით 9:00 საათზე, რაც ჩვენი დროით იქნება 17:00. მანამდე ანგარიში არის კონფიდენციალური (!)
გასუქების ნაწილზე ჩვენი პიარები შეხმიანდებიან.
აქვე გაცნობებთ, რომ პოზიტიური შეფასების გარდა კრიტიკულად უყურებენ შემდეგ საკითხებს:
- სს დევნის დაბალი მაჩვენებელი;
- ქუჩაში ბავშვების მათხოვრობაზე გამოძიებების არ დაწყება (ამდენი მათხოვარი ბავშვი გყავთო და ორი კინკილა საქმე რა არისო);
- ე.წ. „ბუნაგების“ და აზიური მასაჟების სალონების უყურადღებოდ ყოფნა - ტრეფიკინგის კერებია და შსს არასათანადო ყურადღებას აქცევსო;
- კიბერ სივრცეში ტრეფიკინგის შემთხვევების არ/ვერ გამოვლენა/ნაკლები ყურადღება შსს-ს მხრიდან;
- ბათუმში გამოძიებების დაბალი მაჩვენებელი და შსს-ს ინერტულობა;
- TIP თავშესაფრებში მეტი ყურადღება და ზრუნვა ეთმობა DV მსხვერპლებს, ვიდრე ტრეფიკინგისასცო და მეტი რესურსი იხარჯება მათზეო. მოკლედ არ მოსწონთ მსხვერპლები რო არ გვყავს;
- შრომის ინსპექცია გასაძლიერებელიაო.
ეს ის საკითხებია, რაზეც ზეპირად გაამახვილა ყურადღება საელჩომ დღევანდელ შეხვედრაზე. პირდაპირ გვითხეს, რომ მომავალ წელს განსაკუთრებით დაგვაკვირდებიან, რომ ეს ჩარადნები გამოსწორდეს.
შიდა წყაროებით გავიგე ასევე რომ დაწყებულია საუბარი მომავალ წელს მეორე კალათაში გადმოყვანაზე, თუ ეს საკითხები არ მოგვარდება, განსაკუთრებით შსს/პროკურატურის თემა (მეორე კალათა მეტად გამოაცოცხლებს სიტუაციას და მთავრობის ძალისხმევასო)
ამ პრობლემურ საკითხებზე ძალიან საჩქაროდ გვაქვს დასაწყები მუშაობა, თორე გაისად მეორე კალათას ვერ ავცდებით.
თქვენი მონა-მორჩილი,
ქეთი