From : Mariana Mkurnali <mmkurnali@moh.gov.ge>
To : Paata Jorjoliani <pjorjoliani@moh.gov.ge>; Giorgi Bunturi <gbunturi@moh.gov.ge>
Subject : FW: სასწრაფო! მობილური ჯგუფი - ვიზიტი საფრანგეთში
Cc : Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>
Received On : 12.03.2019 10:16

ბატონო პაატა,

 

გთხოვთ იხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროს წინამდებარე მეილი, რომელიც ეხება უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში მობილური სამუშაო ჯგუფის საფრანგეთში გამგზავრებას მიმდინარე წლის 2 აპრილს.

 

გთხოვთ, შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში გვაცნობოთ თქვენი მოსაზრება საფრანგეთში მობილური ჯგუფის ვიზიტის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით და დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში გთხოვთ, წარმოადგინოთ ჯგუფში მონაწილე პირი, რომელიც გაემგზავრება საფრანგეთში და საჭიროებისამებრ სხვა ქვეყნებში.

 

პატივისცემით,

 

მარიანა მკურნალი

 

საერთაშორისო ურთიერთობებისა და აპარატის საქმისწარმოების სამმართველოს უფროსი

ანალიტიკის, ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

აკ. წერეთლის გამზირი 144თბილისი, საქართველო,  0159

მობ:  +995 599 490942

 

 

 

From: Victoria Baikova [mailto:v.baikova@mfa.gov.ge]
Sent: 11 March, 2019 17:26
To: Nino Gakharia; Veka Modebadze; ksarajishvili@justice.gov.ge; george.jashi@sda.gov.ge; Sopo Belkania; Mariana Mkurnali
Cc: Salome Shapakidze; Goga Tabatadze
Subject:
სასწრაფო! მობილური ჯგუფი - ვიზიტი საფრანგეთში
Importance: High

 

მოგესალმებით,

 

როგორც თქვენთვის ცნობილია, უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი პუნქტი ითვალისწინებდა მობილური სამუშაო ჯგუფის შექმნას, რომელიც განახორციელებს სამუშაო ვიზიტებს დაზარალებულ ქვეყნებში, გააცნობს საქართველოს მიერ მიღებულ/დაგეგმილ ზომებს და იმსჯელებს ერთობლივ ქმედებებზე. ჯგუფის შექმნა გადაწყდა 1 მარტს ევროინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომაზე, რომელსაც პრემიერი ხელმძღვანელობდა.

 

საფრანგეთში ამ კუთხით შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, საგარეოს მოსაზრებით, მობილური ჯგუფის პირველი ვიზიტი სწორედ საფრანგეთში უნდა შედგეს. აქვე გასათვალისწინებელია, რომ საფრანგეთთან ვიწყებთ თანამშრომლობას შრომითი მიგრაციის სფეროში. როგორც იცით, ახლახან საფრანგეთმა მოახდინა ამ მიმართულებით საქართველოსთან ორმხრივი შეთანხმების რატიფიცირება; შეთანხმების პრაქტიკული ამოქმედებისთვის საჭირო დეტალების შესათანხმებლად, სავარაუდოდ 2 აპრილს პარიზში შედგება ჯანდაცვის სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი; კარგი იქნება, თუ ამ ვიზიტს მობილური ჯგუფის ვიზიტს დავამთხვევთ და ფრანგებს უკანონო მიგრაციის პრობლემატიკაზეც გავესაუბრებით და ახალ ინიციატივებს დეტალურად გავაცნობთ.

 

გთხოვთ, შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში გვაცნობოთ თქვენი მოსაზრება საფრანგეთში მობილური ჯგუფის ვიზიტის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ ჯგუფში მონაწილე პირი, რომელიც გაემგზავრება საფრანგეთში და საჭიროებისამებრ სხვა ქვეყნებში.

 

საუკეთესო სურვილებით,

 

ვიკა

 

 

Victoria Baikova

 

Head of the Division for Eastern Partnership,

Policy Planning and Analysis

European Integration Department

 

Ministry of Foreign Affairs of Georgia

Tel: (+995)322 94 50 00 (ext. 13-12)