From : Elza Telia <etelia@moh.gov.ge>
To : Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>
Subject : FW: პარალელური ღონისძიება ქალთა სტატუსის კომისიის ფარგლებში
Received On : 24.02.2020 08:20
Attachments :

 

 

From: Nino Baakashvili [mailto:n.baakashvili@mfa.gov.ge]
Sent: Monday, February 24, 2020 12:17 PM
To: Elza Telia
Subject: პარალელური ღონისძიება ქალთა სტატუსის კომისიის ფარგლებში

 

ქალბატონო ელზა,

 

როგორც ტელეფონზე ვისაუბრეთ 9-20 მარტს ქ. ნიუ-იორკში იმართება ქალთა სტატუსის კომისიის (CSW) 64-ე სესია, რომელშიც ქალბატონი თამილა იღებს მონაწილეობას.

 

აღნიშნული სესიის ფარგლებში 9 მარტს გაიმართება პარალელური ღონისძიება: „ The Digital Dimension of Violence Against Women“, რომელიც ორგანიზებულია ევროპის საბჭოსა და გაეროში ჩვენი მისიის მიერ, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში.

 

მას შემდეგ, რაც ევროპის საბჭომ მიიღო სტამბულის კონვენცია - „Council of Europe’s Convention on Preventing and Combating Violence against Women and Domestic Violence (Istanbul Convention)“, ევროპის საბჭოში შეიქმნა კომიტეტი  – „Group of Experts on Action against Violence against Women and Domestic Violence“ (GREVIO), რომელიც აწარმოებს მონიტორინგს ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში სტამბული კონვენციის შესრულების კუთხით. აღნიშნული თემა არ არის საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტი, თუმცა ეს მეტად მნიშვნელოვანი საკითხია ევროპის საბჭოსთვის. შესაბამისად საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში, 12 დეკემბერს უკვე ჩატარდა ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტზე არაფორმალური აზრთა გაცვლა - Informal exchange of views on cyberviolence against women and girls“.

 

ქალბატონი თამილას ინფორმაციისთვის გიგზავნით:

1.     პარალელური ღონისძიების კონცეფცია (კონცეფციაში წერია ხათუნა თოთლაძე, რასაც ჩვენ შევაცვლევინებთ);

2.    ინფორმაცია 12 დეკემბერს, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტზე, საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში გამართული არაფორმალური აზრთა გაცვლის შესახებ - „Informal exchange of views on cyberviolence against women and girls“ და აღნიშნულის ფარგლებში გამომსვლელთა სიტყვები. (გრევიო-ს პირველი ვიცე-პრეზიდენტი თავის სიტყვაში ასევე საუბრობს ევროპის საბჭოს სხვადასხვა ქვეყნებში არსებულ მდგომარეობაზე).

3.    მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია: Recommendation CM/Rec(2019)1 of the Committee of Ministers to member States on preventing and combating sexism“. აღნიშნულ რეკომენდაციაზეა საუბარი ჩვენი ღონისძიების კონცეფციაში.

4.    ინფორმაცია სტამბულის კონვენციის იმ მუხლების შესახებ, რაზეც ყურადღებაა გამახვილებული კონცეფციაში;

5.    ამონარიდები გრევიოს ანგარიშებიდან სხვადასხვა ქვეყნებთან დაკავშირებით. ამონარიდები ასევე ეხება იმ მუხლებს, რომლებზეც კონცეფციაშია საუბარი.  ამ ეტაპზე გრევიოს შეფასება გაკეთებული აქვს 13 ქვეყანაზე. აქ შეგიძლიათ იხილოთ დეტალური ინფორმაცია: https://www.coe.int/en/web/istanbul-convention/country-monitoring-work

 

რაც შეეხება გრევიოს ანგარიშს საქართველოსთან მიმართებით, გრევიომ გამოაგზავნა კითხვარი, რომელიც უნდა შეავსოს შესაბამისმა უწყებებმა.  შემდეგ, 2020 წლის 30 ივნისამდე ქვეყანამ უნდა წარადგინოს ანგარიში. 2021 წლის მარტში ჩამოვა გრევიოს დელეგაცია შეფასების მიზნით. გრევიოს პირველი ანგარიში საქართველოზე გამოქვეყნდება 2022 წლის იანვარში.

 

პარალელურ ღონისძიებაზე მოწვეულია:

- Nathalie Muylle, Federal Minister for Equal Opportunities, Belgium [TBC]

- Irene Montero, Minister of Equality, Spain [TBC]

- Helena Dalli, European Union Commissioner for Equality [TBC]

- Dubravka Šimonović, United Nations Special Rapporteur on Violence against Women, its causes and consequences

- Marceline Naudi, President of the Group of Experts on Action against Violence against Women and Domestic Violence (GREVIO)  

- Charles Ramsden, Chair of the Gender Equality Commission of the Council of Europe

- Kate Jenkins, Sex Discrimination Commissioner, Australia

- Carrie Goldberg, Founder of Victims’ Rights law firm, C. A. Goldberg, PLLC

 

ქალბატონი თამილას გამოსვლის ტექსტს ჩვენ მოვამზადებთ. ამასთანავე, პარალელურ ღონისძიებას მოდერაციას გაუწევს კახა იმნაძე (ჩვენი წარმომადგენელი გაეროში). ღონისძიებას ასევე დაესწრება ლელა აქიაშვილი, რომელიც აქტიურად ჩაერთვება დისკუსიაში.

 

რაც შეეხება ზოგადად ქალთა სტატუსის კომისიაზე მოწვევას, გიგზავნით გაეროდან მიღებულ ნოტას, რომლის მიხედვითაც ითხოვენ დელეგაციის წარდგენას. აღნიშნული ნოტა წერილობით მიეწოდა ლელა აქიაშვილს, შემდგომი რეაგირებისთვის. CSW-ს ცალკეულ პარალელურ ღონისძიებებზე მოწვევებს დამატებით გაგვიზიარებს გაეროში ჩვენი მისია.  

 

ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში გთხოვთ დამიკავშირდეთ.


გთხოვთ, დამიდასტუროთ მეილის მიღება.

 

სს,

 

ნინო

 

Nino Baakashvili

Head of the Council of Europe Division

Department of International Organisations

Ministry of Foreign Affairs of Georgia

Tel: 2945000 ext: 18-17

Mob.: +995 595 90 14 34

 

logoFFsmall2

P Please consider your environmental responsibility before printing this e-mail