| From : | Nino Odisharia <nodisharia@moh.gov.ge> |
| To : | Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge> |
| Subject : | FW: მთავრობის სხდომა და მასალები |
| Received On : | 04.04.2019 06:15 |
თამუნა,
ეს ნახე?
From: Natia Khmaladze
Sent: Thursday, April 4, 2019 9:48 AM
To: David Sergeenko
Subject:
მოგესალმებით ბატონო დავით, კოლეგებო,
გაცნობებთ , რომ ქვემოთ მოყვანილი ყველა ხუთივე საკითხი მიღებული იქნება ელექტრონული ფორმით. კერძოდ:
1. დადგენილების პროექტი ,,საცხოვრისის პოლიტიკის დოკუმენტისა და მისი სამოქმედო გეგმის შემუშავების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“
შენიშვნა: ინფრასტრუქტურამ დამირეკა და ხელმძღცანელობა შეთანხმდაო, რომ ჩვენი უწყება არ იქნება ამ შემადგენლობაშიო. დავაკორექტირებთ პროექტს და გადავუგზავნით კანცელარიას.
2. გარემოსა და ჯანმრთელობის ეროვნული სამოქმედო გეგმის საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრა და საბჭოს დებულების დამტკიცება;
3. NCDC-ის მიერ კომპანია სეფიდთან (Cepheid HBDC SAS) გასაფორმებელი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებზე განსხვავებული პირობების დადგენა;
4. ,,სსიპ - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისათვის სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე წინასწარი თანხმობის მიღება (10 (ათი) ერთეული პერსონალური კომპიუტერი შესყიდვა);
5. NCDC-თვის შესყიდვაზე წინასწარი თანხმობის მიცემა (საინფორმაციო სისტემებისა და სერვერების მოწყობილობების შესყიდვა).
პატივისცემით,
ნათია ხმალაძე