| From : | Nino Odisharia <nodisharia@moh.gov.ge> |
| To : | David Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge> |
| Subject : | FW: მთავრობის სხდომა და მასალები |
| Cc : | Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge> |
| Received On : | 03.04.2019 07:06 |
| Attachments : |
ბატონო დავით,
რადგან წინა მთავრობაზე ვერ მოხერხდა თქვენი დასწრება, ხვალ მოგვიწევს 20 სოციალური მუშაკის თემის გაჟღერება.
გთხოვთ იხილეთ თანდართული.
ნუცი
From: Natia Khmaladze
Sent: Wednesday, April 3, 2019 10:48 AM
To: David Sergeenko
Subject:
მოგესალმებით ბატონო დავით, კოლეგებო,
გაცნობებთ, რომ მთავრობის სხდომა გაიმართება ხვალ, 4 აპრილს - 14:00 საათზე.
გიგზავნით ჩვენი საკითხების ნუსხას:
1. დადგენილების პროექტი ,,საცხოვრისის პოლიტიკის დოკუმენტისა და მისი სამოქმედო გეგმის შემუშავების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“
2. გარემოსა და ჯანმრთელობის ეროვნული სამოქმედო გეგმის საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრა და საბჭოს დებულების დამტკიცება;
3. NCDC-ის მიერ კომპანია სეფიდთან (Cepheid HBDC SAS) გასაფორმებელი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებზე განსხვავებული პირობების დადგენა;
4. ,,სსიპ - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისათვის სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე წინასწარი თანხმობის მიღება (10 (ათი) ერთეული პერსონალური კომპიუტერი შესყიდვა);
5. NCDC-თვის შესყიდვაზე წინასწარი თანხმობის მიცემა (საინფორმაციო სისტემებისა და სერვერების მოწყობილობების შესყიდვა).
რაც შეეხება - ,,ბავშვებში ტყვიის ტოქსიკური ზემოქმედების ადრეული გამოვლენისა და მართვის ღონისძიებების გატარების შესახებ“ პროექტს (2-დან 7 წლამდე ბავშვებში მრავალინდიკატორული პოპულაციური კვლევა (MICS) -ის შედეგებზე რეაგირებისა და სამოქმედო ღონისძიებების თაობაზე) დოკუმენტის ვიზირება განხორციელდა დაგვიანებით. ამ ეტაპზე კი არის წარდგენილი მასალა, მაგრამ თუ გვინდა, რომ ხვალინდელზე მოხვდეს საკითხი , საჭიროა შესაბამისი კომუნიკაცია მთავრობის ადმინისტრაციასთან.
ზემოხსენებული საკითხების მიღების რეჟიმთან დაკავშირებით ინფორმაციას მოგაწვდით წინასწამოსამზადებელი თათბირის დასრულებისთანავე.
პატივისცემით,
ნათია ხმალაძე