| From : | Nino Odisharia <nodisharia@moh.gov.ge> |
| To : | Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge> |
| Subject : | FW: კომიტეტების წევრები |
| Received On : | 05.07.2019 12:03 |
| Attachments : |
თამუნა,
გვესაჭიროება საბოლოო გადაწყვეტილება, კოალიციაზე, და ასევე თუ მათ დავღტათ ნებას მაშინ საპატრიარქოს და გაეროსაც უნდა 4-ვე ჯგუფში ყოფნა (იხ. ქვემოთ) ასევე მაშინ სხვა უწყებებსაც მაგალითად განათელბა უნდოდა 3 კომიტეტში და მათაც უნდა მივცეთ უფლება.
თამუნა ეს გადაწყვეტილება დღეს ხვალ უნდა მივიღოთ, ძალიან გაიწელა. (ბატონ დავითთან და შენთან იყო თავიდან შეთანხმება რომ მხოლოდ 2 კომიტეტში თითო ორგანიზაცია)
ეხლა კოალიცია ისევ იწერება რომ უნდა ყველგან, WV -ს როგორც ვიცი არ აქვს პრობელმა. მე მხოლოდ ერთი პრობლემა მაქვს : ერთგავროვანი მიდგომა, თუ კოალიციას ვაძლევთ საშუალებას მაშინ ყველას ვაძლევთ საშუალებას თუ არადა არავის.
ქნებ მოგვწერო შენი პოზიცია. დიდი მადლობა.
დიდი მადლობა
ნუცი
From: ketevan margalitadze [mailto:kmargalitadze@ssa.gov.ge]
Sent: Thursday, July 4, 2019 12:33 PM
To: Tamar Barkalaia
Subject:
მოგესალმებით ძვირფასო ქალბატონებო,
გუშინ WV-ში ჩატარდა პროექტის მიმდინარე აქტივობების შესახებ შეხვედრა, რომეზეც ერთ- ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო კომიტეტების დაკომპლექტების საკითხი. გიზიარებთ შეხვედრის ფარგლებში შეჯერებულ მოსაზრებებს.
1. საბჭოს და კომიტეტების ახალი დებულების მიხედვით, კომიტეტების წევრების მაქსიმალური რაოდენობა უნდა შეადგენდეს 15 წევრისგან. დღეს არსებული მონაცემებით I კომიტეტში გვყავს 17 წევრი ორგანიზაცია, II კომიტეტში გვყავს 12 წევრი ორგანიზაცია, III კომიტეტში გვყავს 9 წევრი ორგანიზაცია და IV კომიტეტში გვყავს 13 წევრი ორგანიზაცია. ციფრები მიუთითებს, რომ პირველი კომიტეტის გარდა სხვა კომიტეტებში თავისუფალი ადგილები არის და 15 წევრი ვერ გროვდება.
დღეს არსებული მონაცემებით კოალიციას გადმოგზავნილი აქვს კოალიციის ჩათვლით 10 ორგანიზაციის მონაცემი, რომლებიც გადანაწილებულებია არიან შესაბამის კომიტეტებში. დებულების მოთხოვნა, რომელიც განსაზღვრავს, რომ ერთი ორგანიზაცია არ შეიძლება იყოს ორ კომიტეტეზე მეტში წარდგენილი, კოალიციას დაცული აქვს.
ასევე მინდა ავღნიშნო, რომ დებულებაში არ გვიწერია არასად ის ფაქტი რომ კოალიციის კვოტირება განისაზღვრება 5 ორგანიზაციით. შესაბამისად კოალიციის კითხვაზე - რატო ხუთი ორგანიზაცია და არა 9 ორგანზიაციას + კოალიცია , პასუხის გაცემისას ვერ მიუთითებთ ვერანაირ ნორმას.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე გიზიარებთ ჩვენს მოსაზრებას, კერძოდ: კოალიციის მიერ წარდგენილი 9 ორგანზიაციას + კოალიცია აღარ შევამციროთ 5 ოგანიზაციამდე და მივცეთ საშუალება ჩაერთონ შესაბამის კომიტეტების მუშაობაში.
2. პირველი კომიტეტის წევრებში საქართველოს ბავშვები, ჩვენს მიერ იყვნენ ჩასმულები. კოალიციის მიერ წარმოდგენილი სიის მიხედვით, ისინი პირველ კომიტეტში არ არიან. როგორც შევთანხმდით, კომიტეტების მუშაობის პროცესში, საჭიროებიდან გამომდინარე შეიძლება ჩაერთონ/ჩავრთოთ სხვადასხვა ორგანიზაციები და სფეროს ექსპერტები. გამომდიანრე აქედან საქართველოს ბავშვების პირველი კომიტეტიდან ამოვშალოთ და იქ დავტოვოთ სადაც კოალიციამ წარადგინა. შემდგმ უკვე საჭიროების შემთხვევაში ჩავრთავთ შესაბამისი კომიტეტის მუშაობაში.
3. კომიტეტების ჩამონათვალში არ ფიგურირებენ საპატრიარქო და UNICEF-ი, რომლებსაც, რამდენადაც ვიცი ოთხივე კომტიეტში უნდათ მონაწილეობა. გთხოვთ გაგვიზიაროთ ინფორმაცია, ხომ არ მოუმართავთ აღნიშნულ საკთხზე დამატებით ან ხომ არ მოუწოდებიათ ახალი ინფორმაცია კომიტეტის წევრობასთან დაკავშირებით.
აღნიშნულ წერილს თან ვურთავ ასევე კოალციისთვის გასაგზავნ წერილის შინაარს, კომიტეტების წევრების სიას და კოალიციის მიერ გადმოგზავნილი წევრების სიას კომიტეტებში.
უკაცრავად ცოტა დიდი წერილი გამომივიდა, მაგრამ შევეცადე სრულად მომეცვა ყველა საკითხი.
პროექტით გათვალისწინებულ განრიგს ძალიან, რომ არ ჩამოვრჩეთ უმორჩილესად გთხოვთ უახლოეს დღეებში გაგვიზიაროთ თქვენი მოსაზრება აღნიშულ საკითხებთან დაკავშირებით.
პატივისცემით
ქეთი