From : Tamar Basilia <TBasilia@moh.gov.ge>
To : Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; tmodebadze@ssa.gov.ge
Subject : FW: ინტერპელაცია
Cc : Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>; Mariana Mkurnali <mmkurnali@moh.gov.ge>; Elza Telia <etelia@moh.gov.ge>; Nato Kvernadze <nkvernadze@moh.gov.ge>; Natia Khmaladze <natia@moh.gov.ge>
Received On : 30.05.2019 08:43
Attachments :

მოგესალმებით,

 

როგორც პარლამენტიდან მაცნობებს ხვალ, 31 მაისს, 12:00 საათზე პრემიერის ინტერპელაციის წესით მოსმენით იხსნება სესია. მას აქვს 2 ინტერპელაცია. შესაბამისად, მისი გამოსვლა გაგრძელდება 1 საათი -1 საათნახევარი.

 

შემდეგ იქნება ჩვენი მინისტრის მოსმენა, რომელიც გაგრძელდება 35-50 წთ.

 

აქვე გიგზავნით ინტერპელაციის რეგლამენტს:

 

შეკითხვის ავტორი                                        2.5 წთ

ადრესატის პასუხი                                         5 წთ+2.5 წთ

შეკითხვის ავტორის დაზუსტება                 1 წთ

ადრესატის პასუხი                                         2.5 წთ

შესვენება                                                        15 წთ

დებატები

დამოუკიდებელი პარლამენტის წევრი        1.30 წთ

იმ ფრაქციის წარმომადგენლები,

რომლებიც არ არიან გაერთიანებული

უმრავლესობაში ან უმცირესობაში              4 წუთი

უმცირესობის წარმომადგენლები

უმრავლესობის წარმომადგენლები              11.30 წთ

ადრესატის დასკვნითი სიტყვა                     5 წთ.

შენიშვნა: შეკითხვების რაოდენობის გათვალისწინებით, პარლამენტის ბიურო პროპორციულად ამცირებს ინტერპელაციით გათვალისწინებულ დროებს, იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს ყველა შეკითხვაზე ყველა პროცედურის გავლა

 

საუკეთესო სურვილებით,

 

თამუნა

 

From: Tamar Basilia
Sent: 29 May, 2019 16:21
To: Tamar Barkalaia ; Tamar Gabunia ; 'tmodebadze@ssa.gov.ge'
Cc: Sopo Belkania ; Mariana Mkurnali ; Elza Telia ; Nato Kvernadze
Subject: ინტერპელაცია

 

მოგესალმებით,

 

გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 31 მაისს მინისტრი ინტერპელაციის წესით მოსმენის მიზნით მიდის პარლამენტში, სადაც უნდა წარდგეს მოხსენებით და უპასუხოს შეკითხვებს სოციალურ და ჯანდაცვის საკითხებზე, კერძოდ:

 

"1. საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრების დროს მათი ნაწილი ავითარებს მოსაზრებას, რომ სოციალური დახმარების განაწილების პრინციპი არ არის სამართლიანი, ხშირია შემთხვევები, როდესაც სოციალურ დახმარებას იღებენ ისეთი პირები, რომლებიც რეალურად მას ნაკლებად საჭიროებენ, ხოლო საჭიროების მქონე პირებს ძალიან ხშირად ეხსნებათ დახმარება, - მაგალითად იმ მიზეზით, რომ ფლობენ ელემენტარულ საყოფაცხოვრებო ნივთებს. რა ვითარებაა რეალურად ამ კუთხით და რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავს სამინისტრო აღნიშნული საკითხის დასარეგულირებლად?

 

2. როგორ ხდება სამედიცინო დაწესებულებების კონტროლი, განსაკუთრებით საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი ხარჯების მიზნობრიობის კუთხით?“

 

გიგზავნით პარლამენტიდან შემოსულ წერილს ზემოაღნიშნულის თაობაზე, ჩვენს მიერ გაგზავნილ პასუხს და ასევე, ბიუროს გადაწყვეტილებას რეგლამენტთან დაკავშირებით.

 

მოგმართავთ თხოვნით, დაავალოთ შესაბამის დეპარტამენტებს მინისტრისთვის დამატებითი, დეტალური ინფორმაციის მომზადება აღნიშნული თემების ირგვლივ.

 

მინისტრის პარლამენტში გამოსვლის საათს შეგატყობინებთ მოგვიანებით.

 

 

საუკეთესო სურვილებით,

 

თამუნა

 

P.S. აქვე გაცნობებთ, რომ 31 მაისს, მინისტრის გარდა, პარლამენტის წინაშე ინტერპელაციის წესით ასევე, წარდგებიან პრემიერ მინისტრი და ცეესკოს თავმჯდომარე (თავიანთ საკითხებზე).

 

თამარ ბასილია

 

ანალიტიკის, ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

აკ. წერეთლის გამზირი 144თბილისი, საქართველო,  0159

მობ:  +995 595 113388

www.moh.gov.ge