| From : | Meri Maghlapheridze <mmaghlapheridze@moh.gov.ge> |
| To : | tbarkalaia@moh.gov.ge |
| Subject : | FW: თხოვნა შეხვედრასთან/ვიზიტთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხების თაობაზე |
| Received On : | 02.12.2019 10:29 |
სალამი თამუნა,
ტალინში ვიზიტთან დაკავშირებით გწერ,
ვინაიდან ჩვენი შეხვედრები დაგეგმილია 14-15 იანვარს და მთელი დღის მანძილზე დაკავებულები ვიქნებით, კარგი იქნება 16 იანვარს დავრჩეთ ტალინში და მოვინახულოთ და გავეცნოთ მათ ბავშვზე ზრუნვის სისტემას ამიტომ გვინდა შეხვედრები შემდეგ ორგანიზაციებში:
2. Child Protection Department - The Child Protection Department is a national implementing authority that was established on January 1-st 2016 in order to provide support to local authorities in performing child protection functions, homogenize and improve the quality of child protection work on local level, and develop a capable national and regional child protection system. - ესეც „Social Insurance Board“ - ის ქვეშ არის;
3. Barnahus ( Children’s house) Estonia - ესეც „Social Insurance Board“ - ის ქვეშ არის;
4. Child Helpline Estonia - ესეც „Social Insurance Board“ - ის ქვეშ არის;
თუ შევძლებთ დაორგანიზებას იქნება ძალიან კარგი, საიტს ( https://www.sotsiaalkindlustusamet.ee/en ) გავეცანი ამ Social Insurance Board-ის, და ვფიქრობ ბევრი საინტერესო მაგალითის გაზიარება შეუძლიათ, სერვისების და ზოგადად ბავშვზე ზრუნვის სისტემის მიმართულებით.
დაველოდები შენს პასუხს,
მერო
From: Irma Aladashvili [mailto:ialadashvili@moh.gov.ge]
Sent: ხუთშაბათი, 28 ნოემბერი, 2019 17:23
To: 'Tamar Barkalaia'
Cc: 'Meri Maghlapheridze'
Subject:
მოგესალმებით, ქალბატონო თამუნა,
როგორც თქვენთვის ცნობილია, ფონდის სამი წარმომადგენელი (მერი მაღლაფერიძე, ირმა ალადაშვილი და თამარ კეპულაძე) მონაწილეობას იღებს ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციის საკითხებზე თანამშრომლობის გაძლიერებასთან („Strengthening stakeholder collaboration for the prevention of violence against children in priority countries”) დაკავშირებულ შეხვედრაში, რომელიც იმართება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული ოფისის ორგანიზებით 2020 წლის 13-15 იანვარს ტალინში (ესტონეთი). იმის გათვალისწინებით, რომ ფონდის ფარგლებში იგეგმება ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრების („ბარნაჰუსის“ მოდელით) შექმნა დონორი ორგანიზაციის (UNICEF) მხარდაჭერით 2020 წლიდან, მიზანშეწონილია, ტალინში ვიზიტი გამოვიყენოთ იმ მიზნითაც, რომ გავეცნოთ „ბარნაჰუსის“ ესტონურ მოდელს, ასეთ დაწესებულებაში ვიზიტით და ასევე გავეცნოთ ბავშვზე ზრუნვის ესტონურ სისტემას და მათ გამოცდილებას ამ მიმართულებით. ამისთვის, ვფიქრობთ, კარგი იქნება, შეხვედრა და ვიზიტი „ბარნაჰუსის“ მოდელით შექმნილ ერთ დაწესებულულებაში დაიგეგმოს 2020 წლის 16 იანვარს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, თუ იქნება შესაძლებელი, გთხოვთ გაგვიწიოთ შესაბამისი დახმარება უფლებამოსილ პირებთან შეხვედრის და ვიზიტის („ბარნაჰუსის“ მოდელით შექმნილ ერთ დაწესებულულებაში) ორგანიზებაში ქ. ტალინში 2020 წლის 16 იანვარს.
პატივისცემით,
ირმა ალადაშვილი
სსიპ - ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა,
დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის
სამართლებრივი უზრუნველყოფის, საზოგადოებასთან და
დონორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი
მობ.: 577 93 10 12
ელ.ფოსტა: ialadashvili@moh.gov.ge