From : Chanturia Tamar <Tamar.Chanturia@sos-kd.ge>
To : etelia@moh.gov.ge
Subject : FW: თხოვნა / საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი
Cc : tbarkalaia@moh.gov.ge; Berdzenishvili Zviad <Zviad.Berdzenishvili@sos-kd.ge>
Received On : 29.05.2019 10:35
Attachments :

ქალბატონო ელზა, პირველ რიგში მადლობა თანამშრომლობისთვის!

 

FYI გიგზავნით ქალბატონ თამართან გაგზავნილ წერილს.

 

ველი თქვენს უკუკავშირს. წინასწარ მადლობა!

 

პატივისცემით,

თამარ ჭანტურია

 

 

MS TAMAR CHANTURIA

National Programme Development Director 

Programme Development

 

SOS Children’s Villages Georgia

Al. Kazbegi Avenue 19b

0160 Tbilisi / Georgia

Tel.: +995 32 2204283 ext. 150 

tamar.chanturia@sos-kd.ge

www.sos-childrensvillages.ge

 

70 years logo (00000002)

 

 

From: Chanturia Tamar
Sent: Tuesday, May 21, 2019 12:17 PM
To: tbarkalaia@moh.gov.ge
Cc: Zviad Berdzenishvili
Subject: თხოვნა / საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი
Importance: High

 

ქალბატონო თამარ,

 

მე ვარ თამარ ჭანტურია, წარმოვადგენ ორგანიზაციას „საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი“.

 

მოგახსენებთ, რომ SOS Children’s Villages წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 135 ქვეყანაში ჰყავს წევრი ორგანიზაცია ეროვნული ასოციაციების სახით.  ასოციაცია “საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი“ ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში 1989 წლიდან ეწევა  საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე და შესაბამისად, ოჯახის მხარდამჭერი & ალტერნატიული მომსახურებების შეთავაზებით, დახმარებას უწევს სოციალურად დაუცველ ბავშვებს, ახალგაზრდებსა და მშობლებს.

 

ამჟამად, ოჯახების გაძლიერების პროგრამაში ჩართული ბენეფიციარების რაოდენობა შეადგენს 1820 ბავშვსა და მათ მშობელს; რაც შეეხება ალტერნატიულ ზრუნვას, ჩვენი ორგანიზაციის მცირე საოჯახო სახლებსა და ახალგაზრდულ პროგრამებში (Youth Leaving-and-After Care) ჩართული ბენეფიციარების რაოდენობა ამჟამად შეადგენს 235 ბავშვსა და ახალგაზრდას (18+).

 

არსებული პროექტები და მომსახურებები:

·         4 ოჯახის გაძლიერების პროექტი (ადგილმდებარეობა: თბილისი, იმერეთი & სამეგრელო), რომლის მიზანია ბავშვებისა და მათი ოჯახების ფსიქო-სოციალური დახმარება და ეკონომიკური გაძლიერება (მომსახურებები & ინტერვენციები: ფსიქო-სოციალური დახმარება, მშობლებთან ინდივიდუალური ფსიქოლოგიური კონსულტაცია, ინდივიდუალური და ჯგუფური თერაპია ბავშვებთან, არტ-თერაპია,  საგანმანათლებლო წრეები, კულტურული ღონისძიებები, მშობელთა კლუბები, თვითდახმარების ჯგუფები, პროფესიული განათლების მიღებისა და დასაქმების ხელშეწყობა, ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტაციები დასაქმების შესაძლებლობებზე, ტრენინგები სამუშაოს მაძიებელთათვის, ტრენინგები სოფლის მეურნეობის საკითხებში, ოჯახების ხელშეწყობა სოფლის მეურნეობის განვითარებაში, ოჯახების დახმარება საკუთარი ბიზნესის განვითარებაში (თვითდასაქმება));

·         2 დედათა და ბავშვთა თავშესაფარი, როგორც ოჯახის გაძლიერების პროგრამის განუყოფელი ნაწილი;

·         2 დღის ცენტრი (ასაკობრივი ჯგუფი: 12-36 თვე; 6-18 წელი), როგორც ოჯახის მხარდამჭერი მომსახურება;

·         ფორმალურ & არაფორმალურ განათლებაზე ფოკუსირებული პროექტები სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის;

·         ქვეყნის სხვადასხვა ტერიტორიაზე მოქმედი 25 მცირე საოჯახო სახლი (Alternative Residential Care)

·         2 ახალგაზრდული სახლი (Youth After Care / Alternative Care)

·         ახალგაზრდების (18+) ნახევრად დამოუკიდებელი ცხოვრების პროგრამა (Youth After Care / Alternative Care)

·         Project “Youth Empowerment for Success”, რომელიც ხორციელდება სამეგრელოში, იმერეთში, კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში (მიზანი: ახალგაზრდების დასაქმების შესაძლებლობის გაზრდა მათი გადამზადების გზით; ასევე, მათი წახალისება პოზიტიური სოციალური ცვლილების მოსახდენად);

 

რაც შეეხება ჩემი წერილის მიზანს, მოგახსენებთ, რომ ჩვენს ორგანიზაციას ქ. თბილისში (მის: ნუცუბიძის პლატო, მე-4 მ/რ-ნი, ავთო ვარაზის ქ. 40) გააჩნია 9 მცირე საოჯახო სახლი & 1 დედათა და ბავშვთა თავშესაფარი (ლიცენზირებული და რეგისტრირებული სამინისტროს მიერ). აღნიშნულ ტერიტორიაზე შეიქმნა პრობლემა მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებით, რომელიც უახლოეს პერიოდში საჭიროებს მოგვარებას, რათა ხელი არ შეეშალოს მომსახურების მიწოდების პროცესს.

 

ნიშანდობლივია აღინიშნოს ის ფაქტი, რომ აღნიშნული ინფრასტრუქტურა (14 შენობა) განვითარდა SOS Children’s Villages International-ის სუბსიდიებით და გაწულმა ხარჯმა 1996 წლისათვის შეადგინა 1 661 030,00 აშშ დოლარი.

 

საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, ჩვენი თხოვნაა უახლოეს დღეებში შედგეს თქვენთან შეხვედრა, რათა უფრო კარგად შევძლოთ არსებული პრობლემის შესახებ თქვენთვის ინფორმაციის გაზიარება. შეხვედრის ორგანიზების მიზნით, გთხოვთ, შემოგვთავაზოთ თქვენთვის სასურველი თარიღი.

 

ველით თქვენს უკუკავშირს.

 

წინასწარ დიდი მადლობა გულისხმიერების, მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის!

 

პატივისცემით,

თამარ ჭანტურია

 

MS TAMAR CHANTURIA

National Programme Development Director 

Programme Development

 

SOS Children’s Villages Georgia

Al. Kazbegi Avenue 19b

0160 Tbilisi / Georgia

Tel.: +995 32 2204283 ext. 150 

tamar.chanturia@sos-kd.ge

www.sos-childrensvillages.ge

 

70 years logo (00000002)