| From : | Tea Gvaramadze <tgvaramadze@moh.gov.ge> |
| To : | Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge> |
| Subject : | FW: აქტუალური საკითხი |
| Received On : | 02.03.2020 15:08 |
აი ეს არის ბოჭორიშვილის მეილი
From: Rusudan Bochorishvili
Sent: 2 March, 2020 17:12
To: Tea Gvaramadze
Subject:
მოგესალმებით თათია,
წარმომიდგენია რა რთულ ვითარებაში ხართ, სამწუხაროდ მეც უნდა მოგმართოთ ადრეული ინტერვენციის კოალიციის სახელით, რათა მეტად არ გავართულოთ სიტუაცია და ისეთი განცხადება არ გავაკეთოთ, რომელიც თქვენს პოზიციას არ დაემთვხვევა. ადრეული ინტერვენციის კოალიციას მოგვმართავენ თხოვნით გავაკეთოთ რაიმე განცხადება ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამის დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა ამ განცხადებას ჩვენ ვერ გავაკეთებთ, მაგრამ, იქნებ მომწეროთ რაიმე ოფიციალური პოზიცია რაც შეიძლება რომ გავაჟღერო და კიდევ უფრო არ გავამწვავო მდგომარეობა.
მეორე საკითხი, რაზეც მინდა ინფორმაცია მოგაწოდოთ, არის ის, რომ პირველი ნაბიჯის დირექტორმა თამუნა ზაალიშვილმა, მიმართა საქართველოს მთავრობას ფეისბუქ გვერძე კითხვით თუ რა შეიძლება გააკეთონ ჩვენნაირმა ორგანიზაციებმა, რომელიც ახორციელებს დღის ცენტრის, ადრეულის და შინ მოვლის მომსახურებებს, რის შემდეგაც დაურეკეს მთავრობიდან და უთხრეს, რომ მათი მოთხოვნაა შევაჩეროთ ყველანაირი მომსახურება. სამინისტროდან კი არანაირი პასუხი არ გვაქვს, მითუმეტეს თუ შევაჩერებთ მთავრობის მითითებით მომსახურებებს ამ სპეციალისტების ხელფასის ანაზღაურება როგორ მოხდება? ვიცი, თქვენ ამაზე პასუხი არ გექნებათ, ამიტომ კოალიცია გეგმავს მიმართოს ჯანდაცვის მინისტრსა და პრემიერ მინისტრს ამ შეკითხვით. ვფიქრობ ეს ყველაზე კარგი გამოსავალი იქნება, რა თქმა უნდა თქვენ ამასთან დაკავშირებით არაფერს გთხოვთ, უბრალოდ საქმის კურსში რომ იყოთ ამიტომ გწერთ.
პატივისცემით,
--
რუსუდან ბოჭორიშვილი, ბავშვის განვითარების მაგისტრი
საქართველოს ბავშვთა ადრეული ინტერვენციის კოალიციის თავმდჯომარე,
კონსულტაციის, ინტერვენციისა და თერაპიის ცენტრის ხელმძღვანელი
პირველი ნაბიჯი საქართველო
0159 საქართველო, თბილისი
ტელ: (+995 599) 65 55 08
Rusudan Bochorishvili, MA in Child Development
Head of GCECI coalition
Head of Consultation Intervention and Therapy Center
First Step Georgia
Tbilisi, 0159 Georgia
Tel: (+995 32) 2 603 604; 2 603 624
Mob: (+995 599) 65 55 08
e-mail: rusudanbochorishvili@gmail.com