| From : | Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge> |
| To : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tea Akhvlediani <takhvlediani@moh.gov.ge> |
| Subject : | FW: : სამინისტროები ოცნება |
| Cc : | tinatin khardziani <tikhardziani@gmail.com>; Asmat Kardava <akardava@moh.gov.ge> |
| Received On : | 08.01.2020 11:53 |
| Attachments : |
მოგესალმებით კოლეგებო!
გიგზავნით დოკუმენს რომელიც მოვიდა ცენტრიდან.
ჩვენ ჩვენი კომპენტეციის ფარგლებში რომ შევავსოთ.
გასაგზავნია 20 იანვარს.თუ გამოყოფთ საკონტაქტო პირებს უფრო მობილურათ ვიმოქმედებდით.
პატივისცემით,
ზაზა ბოხუა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტრო
მინისტრის მოადგილე
From: სამინისტროები ოცნება
Sent: 8 January, 2020 15:41
To: Zaza Bokhua
Cc: tata zaalishvili
Subject:
მოგესალმებით,
როგორც თქვენთვის ცნობილია, 2020 წლის ოქტომბრის თვეში, საქართველოში, საპარლამენტო არჩევნებია დაგეგმილი.
მმართველმა პარტიამ უკვე დაიწყო საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება, რასთან დაკავშირებითაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში, სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობის სამსახურში შექმნილი სპეციალური ჯგუფი საარჩევნო პროგრამაზე უკვე მუშაობს.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, შესავსებად გიგზავნით საარჩევნო პროგრამის მიმართულებების მიხედვით შედგენილ საინფორმაციო ცხრილებს. შეგახსენებთ, რომ საარჩევნო პროგრამა ოთხი ძირითადი ბლოკისგან (ეკონომიკა, ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, განათლება-კულტურა-სპორტი-ახალგაზრდობა, სამართალი) შედგება და თითოეულ მათგანს თავისი კურატორი ჰყავს.
გთხოვთ, ოპერატიულად მოგვაწოდოთ ინფორმაცია ჩვენ მიერ გამოგზავნილი კითხვარების შესაბამისად, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 20 იანვრის საღამოს18:00 საათისა.
ამასთან, გთხოვთ, განაახლოთ ჩვენ მიერ გამოგზავნილი დაპირებების შესრულების ამსახველი კითხვარები, რომელშიც, სხვა ინფორმაციასთან ერთად, ასახული იქნება 2019 წლის მონაცემები თქვენდამი დაქვემდებარებული ორგანიზაციების, მათ შორის, სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოსა“ და „დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს“ მიერ განხორციელებული საქმიანობის (პროგრამები/ღონისძიებები) შესახებ. გთხოვთ, განახლებული ინფორმაცია მონიშნოთ განსხვავებული ფერის შრიფტით.
წინასწარ გიხდით მადლობას თანამშრომლობისთვის.
გისურვებთ წარმატებას!