From : Nino Kharadze <n.kharadze@mfa.gov.ge>
To : iakhobadze@moesd.gov.ge; tpapaskua@moesd.gov.ge; khatia.tsilosani@moa.gov.ge; Eka.Naobishvili@mepa.gov.ge; Nikoloz.Chimakadze@mepa.gov.ge; kkhandolishvili@mes.gov.ge; ggabatashvili@mes.gov.ge; lklimiashvili@moh.gov.ge; tbarkalaia@moh.gov.ge; zsanikidze@justice.gov.ge; glordkipanidze@justice.gov.ge; m.shalikashvili@mrdi.gov.ge; djavakhadze@anaklia.gov.ge; mbolotashvili@anaklia.gov.ge; n.kvernadze@mrdi.gov.ge; kochoradze@yahoo.com; dgulisashvili@spa.ge; KDemetrashvili@spa.ge; s.uridia@rs.ge; m.grdzelidze@rs.ge; a.chelidze@rs.ge; nsarishvili@gov.ge
Subject : EWG უწყებათაშორისი შეხვედრა - 17 მაისი_12:00
Cc : Gvaram Khandamishvili <gvkhandamishvili@mfa.gov.ge>; Elene Khurtsilava <ekhurtsilava@mfa.gov.ge>; Khatuna Kveselava <khkveselava@mfa.gov.ge>
Received On : 10.05.2019 12:29

ძვირფასო კოლეგებო,

 

გაცნობებთ, რომ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სამუშაო ჯგუფის (EWG) უწყებათაშორისი შეხვედრის გამართვა იგეგმება პარასკევს, 2019 წლის 17 მაისს, 12:00-14:00სთ, საგარეო საქმეთა სამინისტროში. შეხვედრას უხელმძღვანელებენ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი.

შეხვედრაზე დეტალურად იქნება განხილული დღის წესრიგის საკითხები და თითოეული უწყების როლი 29 მაისის ვაშინგტონის შეხვედრისთვის. შესაბამისად, სასურველია, რომ უწყებათაშორის შეხვედრას დაესწროს მინისტრის მოადგილე ან ის პირი, რომელიც უწყებას EWG-ის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე წარმოადგენს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, გვაცნობოთ უწყებათაშორის შეხვედრაში (ასევე სამუშაო ჯგუფში) მონაწილე პირის/ების ვინაობა.

აქვე შეგახსენებთ და გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი უწყების კომპეტენციით გათვალისწინებული საკითხების მოკლე მიმოხილვა (ინგლისურად) შეძლებისდაგვარად მოკლე დროში.

 

პატივისცემით,

ნინო ხარაძე

 

 

Nino Kharadze (Ms)

 

Counsellor/ The US & Canada Division / Department of the Americas / Ministry of Foreign Affairs of Georgia /

4 Sh. Chitadze Street, 0118, Tbilisi, Georgia / Office: (+995-32) 2945000 ext. 1503; M: (+995) 599180390  E: n.kharadze@mfa.gov.ge