| From : | tamta mikeladze <t.mikeladze@yahoo.com> |
| To : | Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Eter Tskhakaia <etskhakaia@ssa.gov.ge> |
| Subject : | EMC_მოწვევა გასვლით შეხვედრაზე_ლგბტქი უფლებები |
| Cc : | Lika Jalagania <likajalagania@gmail.com> |
| Received On : | 19.10.2019 17:01 |
იმედია, რომ თქვენთან ყველაფერი ნორმალურად არის.
გვაქვს პატივი მოგიწვიოთ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) მიერ ორგანიზებულ გასვლით სამუშაო შეხვედრაზე: "სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები: ფოკუსი ლგბტქი უფლებებზე". გასვლითი შეხვედრა გაიმართება სასტუმრო "ქრაუნ პლაზა ბორჯომში" 2-3 ნოემბერს.
სამუშაო შეხვედრის მიზანია პარლამენტის და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყებების დეპარტამენტის ხელმძღვანელების, ანალიტისოების, მრჩევლების მონაწილეობით მოხდეს ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებული ძირითადი კრიტიკული საკითხების განხილვა და მათი უფლებების გაუმჯობესებისათვის გასატარებელი ღონისძიებების მიმოხილვა.
·
ლგბტქი ადამიანთა
უფლებები აღიარების პრობლემა და პოლიტიკური დღის წესრიგი;
· ლგბტქი ადამიანთა არსებული მდგომარეობის მიმოხილვა;
·
სიძულვილით
მოტივირებული დანაშაულები და მათთან ბრძოლის პოლიტიკა;
·
განათლება და
ჰომო/ტრანსოფბიური ბულინგის პრობლემატიკა;
·
ჯანმრთელობის
დაცვის საბაზისო საჭიროებები და აივ/შიდსი;
·
ტრანს
ადამიანთა საჭიროებები.
სამუშაო შეხვედრაში აღნიშნულ სფეროში მომუშავე ექსპერტებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს ლგბტქი აქივისტები, რომლებიც უშუალოდ ისაუბრებენ ლგბტქი ადამიანთა საჭიროებებსა და პოლიტიკის დონეზე არსებულ პრობლემურ საკითხებზე.
დეტალურ დღის წესრიგს უახლოეს დღეებში გაგიზიარებთ.
მადლობას გიხდით
თანამშრომლობისთვის.
პატივისცემით,
თამთა
Human Rights Education and Monitoring Center (EMC)