From : konstantine eristavi <eristavi.koto@gmail.com>
To : tbarkalaia@moh.gov.ge
Subject : EMC ღონისძიება დასაქმების პოლიტიკაზე
Received On : 14.02.2020 09:14

გამარჯობა, ქალბატონო თამილა

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)”, OSGF-ის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს  - „კვლევისა და მონაწილეობითი ადვოკატირების გზით საქართველოში სოციალური უფლებების მხარდაჭერა“.
ამ პროექტის ფარგლებში ანა დიაკონიძემ მოამზადა ორი პოლიტიკის დოკუმენტი: "დასაქმების პოლიტიკა განვითარების კონტექსტში" და "შრომის ბაზრის პოლარიზაცია და მისი სპეციფიკა საქართველოში - გამოწვევები სოციალური პოლიტიკისთვის". 
(პირობითად) 25 თებერვალს, 12 საათზე, სასტუმრო რუმსში, ვგეგმავთ კვლევების პრეზენტაციას და დასაქმების პოლიტიკაზე დისკუსიას.

დიდი სურვილი გვაქვს, მოგიწვიოთ მომხსენებლად. ძალიან საინტერესო იქნებოდა, თუ ვისაუბრებდით დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს მიზნებზე და დასაქმების სახელმწიფო სტრატეგიაზე.
გვესმის, რომ დაკავებული ბრძანდებით, ამიტომ დრო შეგვიძლია შევათანმხმოთ/შევცვალოთ.

ასევე, ვაპირებთ, დიმიტრი ცქიტიშვილს ან ბექა ნაცვლიშვილს ვთხოვოთ მოხსენების გაკეთება.


პატივისცემით,
კოტე