| From : | Giorgi Sakhokia <gsakhokia@gov.ge> |
| To : | n.gagua@mof.ge; v.makharoblishvili@mfa.gov.ge; msarjveladze@justice.gov.ge; m.giorgobiani@mrdi.gov.ge; garveladze@economy.ge; emikabadze@moesd.gov.ge; dtvalabeishvili@moesd.gov.ge; iabuladze@mes.gov.ge; lkharatishvili@mes.gov.ge; khatia.tsilosani@mepa.gov.ge; tbarkalaia@moh.gov.ge; l.gigauri@smr.gov.ge; e.machavariani@mia.gov.ge; skvinikhidze@mod.gov.ge |
| Subject : | Donor Forum Preparatory meeting on January 17, 2020 at AOG |
| Cc : | Donor Coordination Unit <dcu@gov.ge>; Ana Buchukuri <abuchukuri@gov.ge> |
| Received On : | 09.01.2020 12:39 |
პატივცემულო კოლეგებო,
როგორც მოგეხსენებათ, მ.წ. 29 იანვარს სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი გიორგი გახარიას, ხელმძღვანელობით გაიმართება დონორების ყოველწლიური ფორუმი, რომელიც ემსახურება დონორი ქვეყნების/ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან სახელმწიფო პრიორიტეტების შესახებ სტრატეგიული დიალოგის წარმართვას. ფორუმის მეორე ნაწილის ფარგლებში („მრგვალი მაგიდის“ ფორმატი) განიხილება ქვეყანაში არსებული საგარეო დახმარების საკოორდინაციო მექანიზმები და საგარეო დახმარების მართვის მონაცემთა ბაზა (eaims.ge).
აღნიშნულის გათვალისწინებით, გიწვევთ ფორუმის მოსამზადებელ შეხვედრაზე, რომელიც გაიმართებ 17 იანვარს, 16:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციაში (მე-3 სართულზე, მე-2 სათათბირო ოთახში).
გთხოვთ, დაგვიდასტუროთ მონაწილეობა არაუგვიანეს 14 იანვრისა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: dcu@gov.ge
პატივისცემით,
გიორგი სახოკია
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია
პრემიერ მინისტრის აპარატის უფროსი