მოგესალმებით, ქალბატონო თამუნა,
გიზიარებთ GALT & TAGGART-ის მიერ მარტის ბოლოს გამოქვეყნებული შეფასებიდან - "СOVID 19-ის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე" მნიშვნელოვან ინფორმაციებს, დასაქმებასთან დაკავშირებით და გიგზავნით აღნიშნულ საკითხზე პრეზენტაციას.
შეფასებაში აღნიშნულია COVID-19-ის
მოსალოდნელი
გავლენა
საქართველოს
ეკონომიკის
სექტორებზე:
მყისიერი ნეგატიური ეფექტი: სასტუმროები; რესტორნები; სავაჭრო ცენტრები; გართობა/დასვენება ტრანსპორტი.
დაყოვნებული ნეგატიური ეფექტი: საფინანსო სექტორი; მშენებლობა; უძრავი ქონება; ვაჭრობა; წარმოება; განათლება
დადებითი ეფექტი: ჯანდაცვა; ფარმაცია; ელექტრონული ვაჭრობა; სოფლის მეურნეობა; კომუნიკაციები შიდა ტურიზმი.
პრეზენტაციის:
- მე-19 სლაიდზე საუბარია მოსალოდნელია უმუშევრობის მნიშვნელოვანი ზრდაზე (შესაბამისი პროცენტებით);
- მე-14-ე სლაიდზე მითითებულია - კერძო ინვესტიციების დაცემაზე ინფორმაცია;
- მე-15 სლაიდზე აღნიშნულია, რომ სამშენებლო აქტივობა ეკონომიკური კრიზისის დროს მკვეთრად ეცემა;
- მე-16 სლაიდზე აღნიშნულია, რომ პესიმისტურ სცენარში მოსალოდნელია უძრავი ქონების ფასებში წინა კრიზის მასშტაბის კორექცია, ამჟამად ფასების უფრო დაბალი დონის მიუხედავად. კრიზისის
პირობებში
მოსალოდნელია
უძრავ
ქონებაზე
მოთხოვნის
განმაპირობებელი
ყველა
ფაქტორის
გაუარესება: •
ეკონომიკური
ზრდა/დასაქმება •
ურბანიზაცია •
ოჯახის
ზომის
შემცირება •
არარეზიდენტები •
ტურიზმი •
ფულადი
გზავნილები •
ადგილობრივი/უცხოელი
სტუდენტები •
იპოთეკები
- მე-18 -ე სლაიდში აღნიშნულია, რომ ტურიზმთან პირდაპირ დაკავშირებული დარგების წილი საქართველოს ეკონომიკაში უფრო მაღალია, ვიდრე დასაქმებაში.
ასევე, გიგზავნით, ISET-ის მიერ განხორციელებული შეფასებიდან ამონარიდს, და ასევე სრულ შეფასებასაც და საერთაშორისო წყაროებიდან ამოღებულ ინფორმაციებს.
მოვიძიე კიდევ დამატებითი კვლევები, შეფასებები და სტატიები და მზად ვარ გავაგრძელო მუშაობა და ერთიან დოკუმენტში გავაერთიანო თქვენთვის საინტერესო საკითხები.
კეთილი სურვილებით,
თინა
პატივისცემით,
თინათინ რამიშვილი
სტატისტიკური ინფორმაციის მოძიების და ანალიზის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი
პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ანალიტიკის დეპარტამენტი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო