| From : | Irine Bartaia <ibartaia@mfa.gov.ge> |
| To : | tbarkalaia@moh.gov.ge |
| Subject : | CEDAW report |
| Received On : | 25.10.2019 07:08 |
| Attachments : |
მოგესალმებით თამუნა, როგორ გიკითხოთ,
ეხლა გვიწევს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღკვეთის კონვენციის (CEDAW) შესრულების თაობაზე ანგარიშის გაგზავნა. ანგარიში მომზადებულია დადგენილი წესით და პროცედურით. პარლამენტმაც განიხილა და მერე ვთარგმნეთ. ამასობაში ცოტა
დროც გავიდა იმ პერიოდიდან რაც ანგარიში დაიწერა და საჭირო გახდა მისი განახლება გარკვეულწილად.
მთავრობის ადმინისტრაციის დახმარებით განვაახლე გარვეული ნაწილები.
ვფიქრობ, თქვენი სამინისტროს მიმართულებით რაღაცეები შეიძლება განახლებას საჭიროებდეს. შესაძლოა ასევე გასაახლებელი იყოს ბოლო წლების სტატისტიკაც. ზოგი რაღაც მე თვითონ მოვნიშნე კიდევაც დოკუმენტში.
ძალიან დიდი თხოვნა მექნება, რომ შესაბამის პასუხისმგებელი პირები თუ გადახედავენ და უახლოეს დღეებში მომაწვდიან თრექ-ჩეინჯებით განახლებულს.
იმის გათვალისწინებით, რომ სიტყვების რაოდენობა მკაცრად განსაზღვრულია, ნებისმიერი ინფორმაციის დამატება უნდა მოხდეს ძალიან მოკლედ (2-3 წინადადებით ალბათ).
დიდი მადლობა დახმარებისათვის,
მზად ვარ ვეკონტაქტო ამაზე პასუხისმგებელ პირს, რომ თქვენ აღარ შეგაწუხოთ ისევ.
საუკეთესო სურვილებით,
ინა