| ||||||||
საქართველო, თბილისი 0159; აკ.წერეთლის გამზ. 144; ტელ.: (+995 32) 251 00 11; ფაქსი:(+995 32) 251 00 19; ცხელი ხაზი:(+995 32) 251 00 33; 15 05; ელ.ფოსტა: info@moh.gov.ge 144 Ak.Tsereteli ave., 0159, Tbilisi, Georgia; Tel.: (+995 32) 251 00 11; Fax:(+995 32) 251 00 19;Hot line:(+995 32) 251 00 33; 15 05; E-mail: info@moh.gov.ge | ||||||||
| ||||||||
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ბატონ ვახტანგ მახარობლიშვილს | ||||||||
ბატონო ვახტანგ, „შვილად აყვანის და მინდობით აღზრდის შესახებ“ კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში ინიცირებული და მხარდაჭერილია. საკანონმდებლო პაკეტი ადგენს შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის წესსა და პირობებს, ასევე ბავშვის წარმოშობისა და მიმღებ სახელმწიფოებს შორის განისაზღვრება შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის პროცედურები და ამ პროცედურების განმახორციელებელი ორგანოები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1108-ე მუხლში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც ქორწინების მინიმალურ ვადად 2017 წლის 1 იანვრიდან განისაზღვრა 18 წელი. 2016 წლის საანგარიშო პერიოდში მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის მობილურმა ჯგუფებმა, თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის მასშტაბით, კონტაქტი დაამყარეს 722 ქუჩაში მცხოვრებ და/ან მომუშავე ბავშვთან, დღის ცენტრის და სადღეღამისო თავშესაფრით მომსახურებით ისარგებლა/სარგებლობს 214 ბენეფიციარი, აქედან დღის - 151, სადღეღამისო - 63. მინდობით აღზრდაში გადავიდა - 2 ბენეფიციარი; ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნება - 14 ბავშვი; მცირე საოჯახო ტიპის სახლში განთავსდა - 6; ფორმალურ განათლებაში ჩაერთო (სკოლაში ჩაირიცხა) - 21 ბენეფიციარი; კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარების ქვეპროგრამაში ჩაერთო - 12 ბენეფიციარის ოჯახი; დოკუმენტაცია მოუწესრიგდა - 21 ბავშვს; მიუსაფარ ბავშვებთან დაკავშირებით რეფერირების მექანიზმის საშუალებით შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმართვა განხორციელდა 6 შემთხვევაში; მშობლის უფლება შეეზღუდა - 1 მშობელს 2 შვილის მიმართ (2016 წელს ერთი შემთხვევში არასრულწლოვანების დედას დროებითი განკარგულებით შეეზღუდა მშობლის უფლება-მოვალეობები და ბავშვები განთავსდნენ გადაუდებელ მინდობით აღზრდაში); სამედიცინო აღრიცხვაზე დადგა (მანამდე არ ირიცხებოდა არსად) – 3. საგანმანათლებლო საჭიროებებზე მომუშავე ჯგუფის ფარგლებში - საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ განხორციელდა სპეციალური საგანმანათლებლო მომსახურების მიწოდება მიუსაფარ ბავშვთა ქვეპროგრამის ყველა მოქმედ მომსახურებაში. კერძოდ, ივნისიდან დეკემბრის ჩათვლით 12 სპეც. მასწავლებელი განაწილებული იყო 6 ცენტრში, სადაც მუშაობდნენ ბენეფიციარების ფუნქციური, აკადემიური და კოგნიტური უნარების ამაღლებაზე. 2016 წელს სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის მომსახურებით არ უსარგებლია არასრულწლოვან ტრეფიკინგის მსხვერპლს/დაზარალებულს. ასევე აღვნიშნავთ, რომ ფონდის მიერ უზრუნველყოფილია სერვისების მიწოდების მდგრადობა, როგორც სრულწლოვანი ასევე არასრულწლოვანი მსხვერპლის მიმართ. სერვისების მიწოდების დროს სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდს დღემდე რაიმე დაბრკოლება არ შექმნია. საჭიროების შემთხვევაში სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი მზად არის არასრულწლოვან მსხვერპლზე/დაზარალებულზე მორგებული მომსახურება მიაწოდოს შესაბამის არასრულწლოვან ბენეფიციარს.
მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია |