საქართველოს შრომის,   MINISTRY OF LABOUR, HEALTH
ჯანმრთელობისა და სოციალური AND SOCIAL AFFAIRS OF GEORGIA
დაცვის სამინისტრო Legal Entity of Public Law
საჯარო სამართლის
იურიდიული პირი
სოციალური მომსახურების SOCIAL SERVICE
სააგენტო AGENCY
ს/კ 202178927
KA030427380134218

საქართველო, თბილისი 0119; აკ.წერეთლის გამზ. 144; ტელ.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049

144 Ak.Tsereteli ave., 0159, Tbilisi, Georgia; Tel.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049

№ 04/18193 28 / მარტი / 2018 წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის
დაცვის დეპარტამენტის უფროსს, პირველადი
სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს,
ქალბატონ მარინა დარახველიძეს


ქალბატონო მარინა, 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის ბრძანების საფუძველზე, შპს ,,რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში“ განხორციელდა 2015 წლის 01 იანვრიდან 2017 წლის 01 ნოემბრამდე  პერიოდში „ფსიქიკური ჯანმრთელობის“  სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფიქსირებული შემთხვევების გეგმური შერჩევითი შემოწმება.

შემოწმების შედეგად, 2600 ზე მეტ შემთხვევაში გამოვლენილ იქნა სხვადასხვა სახის დარღვევა-ნაკლოვანებები, კერძოდ:  „ფსიქიკური ჯანმრთელობის“ სახელმწიფო პროგრამის „ამბულატორიული ქვეკომპონენტის“ ფარგლებში, პაციენტის ამბულატორიული ბარათებით, არ დასტურდება პაციენტის მიმწოდებელთან ვიზიტის ფაქტები, გარდა ამისა, საერთაშორისო ICD კლასიფიკტორის კოდები არ ემთხვევა  მიმწოდებლის მიერ ელექტრონულ ანგარიშგების მოდულში (ელექტრონული ჯანდაცვა) შემთხვევების შეტყობინებებითი გადმოცემულ ნოზოლოგიურ კოდებს, რის გამოც, შემმოწმებლის მიერ გამოყენებულ იქნება შესაბამისი წლების პროგრამების საჯარიმო სანქციების განმსაზღვრელი მუხლის ის პუნქტები, რომლებიც ითვალისწინებს  გლობალური წესით დაფინანსებული მიმწოდებლების პასუხისმგებლობას  -თუ დაწესებულება დაფინანსებას იღებს გლობალური ბიუჯეტის პრინციპით, ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე გამოვლენილი დარღვევების შემთხვევაში საჯარიმო სანქციების ოდენობა განისაზღვრება თითოეულ შემთხვევაზე თვის ლიმიტით გათვალისწინებული თანხის 2%-ით).

შედეგად, ხსენებული მიმწოდებლის შესაბამისი თვის ლიმიტის (20581 ლარის) გათვალისწინებით, მისი 2% (411.62 ლარი) ნამრავლმა დარღვევით წარმოებული შემთხვევების რაოდენობაზე (2600 შემთხვევა) შეადგინა 1070212 ლარი.

შემმოწმებლის აზრით, მიმწოდებლის მიმართ პასუხისმგებლობა განსაზღვრულია მართლზომიერად და შესაბამისი ნორმის ზუსტი გაგებით. იმ შემთხვევაში, თუ გაგაჩნიათ საწინააღმდეგო მოსაზრებები, გთხოვთ გვაცნობოთ წერილობით.

პატივისცემით, 

 

სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი
თამაზ მოდებაძე