საქართველოს მთავრობის

დადგენილება №684

2018 წლის 31 დეკემბერი

. თბილისი

 

 

სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

 

 

 

 

დანართი №1

სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის

2019 წლის სახელმწიფო პროგრამა

 

 

 

 

დანართი 1.3

ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამა

მუხლი 1. ქვეპროგრამის ამოცანები

ქვეპროგრამის ამოცანებია სამიზნე ჯგუფის ბავშვთა სპეციფიკური რეაბილიტაცია, აბილიტაცია, ფიზიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესება, ადაპტაციური შესაძლებლობების გაძლიერება და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა.

მუხლი 2. ქვეპროგრამის ღონისძიებები

1. ღონისძიებები ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის  ქვეპროგრამის  შემთხვევაში მოიცავს:

) ამ დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზნობრივი ჯგუფებისათვის ქვეპროგრამის ღონისძიებებში შედის:

.) სააგენტოს მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის მიხედვით, შესაბამის სპეციალისტთა ინტერდისციპლინური გუნდის მიერ ინდივიდუალური რეაბილიტაციაა/აბილიტაციის წლიური გეგმის შედგენა (წელიწადში ერთხელ, მიუხედავად მომსახურების მიმწოდებლის შესაძლო ცვლილებისა), რომელიც ბენეფიციარის ინდივიდუალური საჭიროებებიდან  გამომდინარემოიცავს ამ მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტის მიხედვით განსაზღვრულ თერაპიულ ინტერვენციაში შემავალი სეანსების  ტიპების/სახეებისა და მათი რაოდენობის განსაზღვრას ერთი ათდღიანი კურსის განმავლობაში. აღნიშნული წლიური გეგმა დასტურდება გუნდის ყველა სპეციალისტისა და ბენეფიციარის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ხელმოწერით;

.) თერაპიული ინტერვენცია, რომელიც მოიცავს ფიზიკური თერაპიის, ოკუპაციური თერაპიის, მეტყველებისა და ენის თერაპიის, ფსიქოლოგიური კორექციის, ქცევითი თერაპიის, აგრეთვე მშობელთა, მინდობით აღმზრდელთა, სააღმზრდელო დაწესებულების უფლებამოსილ პირთა ან კანონიერ წარმომადგენელთა განათლებისა და ტრენინგის სეანსებს – „ცერებრული დამბლა“ – კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციის (გაიდლაინი) კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტების (პროტოკოლები) დამტკიცების თაობაზესაქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 18 დეკემბრის №278/ ბრძანების შესაბამისად. ამასთან, მიმწოდებელს ბენეფიციარის საჭიროებიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს შესაბამისი სპეციალისტების მიერ ამ პუნქტის შესაბამისად, თერაპიულ ინტერვენციაში შემავალი ყველა ტიპის თერაპიისა და სეანსის ჩატარება.

) ექიმის მეთვალყურეობა (სეანსი), რაც მოიცავს ბავშვთა ნევროლოგიურ გასინჯვას, სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებას, ინტერდისციპლინური გუნდის მუშაობის კოორდინაციას;

) საჭიროების შემთხვევაშიბავშვის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ფსიქოლოგიური დახმარება (სეანსი).

2.  ამ დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტით განსაზღვრული მიზნობრივი ჯგუფისათვის ქვეპროგრამა ითვალისწინებს სარეაბილიტაციო ღონისძიებებს, რაც მოიცავს: შესაბამისი სპეციალისტის კონსულტაციას, სამკურნალო მასაჟს, ფიზიოთერაპიულ მანიპულაციებს, ფიზიკურ თერაპიას.

მუხლი 3. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფი

1. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფებია:

) პროგრამის N3 დანართში მოცემული დიაგნოზების მქონე 3 წლისა და მეტი ასაკის (მათ შორის, მინდობით აღზრდაში/სააღმზრდელო დაწესებულებაში მყოფი) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები, აგრეთვე ამავე მდგომარეობების მქონე 3 წლამდე ასაკის ბავშვები;

) 18 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებიც იღებდნენ 2018 წლის პროგრამის N1.3 დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტით განსაზღვრული სამიზნე ჯგუფისათვის განკუთვნილ მომსახურებას.

2. ამ დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების შესაბამისი მომსახურების მიღების/მიწოდების მიზნებისათვის:

) ამ მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტით განსაზღვრული სამიზნე ჯგუფის პირის კანონიერი წარმომადგენელი/მინდობით აღმზრდელი/სააღმზრდელო დაწესებულების უფლებამოსილი პირი განცხადებით მიმართავს სააგენტოს. განცხადებას თან უნდა ერთოდეს ამ მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის:

.) კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის/სააღმზრდელო დაწესებულების უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) ასლი;

.) კანონიერი წარმომადგენლობის შემთხვევაშიდამადასტურებელი საბუთი და მისი ასლი, მინდობით აღმზრდელის შემთხვევაშიმინდობით აღზრდის ხელშეკრულების ასლი, სააღმზრდელო დაწესებულების უფლებამოსილი პირის შემთხვევაშიდაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი მიმართვა;

.) დაბადების მოწმობის (პირადობის მოწმობა ან პასპორტი) ასლი;

.) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/), გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემაზე უფლებამოსილი ნებისმიერი სამედიცინო დაწესებულების მიერ (დაწესებულების ორგანიზაციულ-სამართლებრივი და საკუთრების ფორმის მიუხედავად), გარდა ამ ქვეპროგრამის მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციისა;

.) შშმ ბავშვის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობა და მისი ასლი, თუ პირი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვია.

) პირის კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის/სააღმზრდელო დაწესებულების უფლებამოსილი პირის მიერ სააგენტოსადმი მიმართვისა და ყველა მოთხოვნილი დოკუმენტის ჩაბარებიდან არაუმეტეს 30 კალენდარული დღის ვადაში, სააგენტო დოკუმენტაციის საფუძველზე განსაზღვრავს პირის მომსახურებაში ჩართვის მიზანშეწონილობას და იღებს გადაწყვეტილებას პროგრამაში ჩართვის შესახებ, რეესტრის რიგითობის მიხედვით, რომლის წარმოების წესს განსაზღვრავს სააგენტოს დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ამასთან, რეესტრში რჩება ყველა არსებული ინფორმაცია იმ მაძიებლების შესახებ, რომლებიც უკვე აღრიცხულნი არიან რეესტრში;

) სააგენტო შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს მაძიებლების რეესტრის რიგითობის მიხედვით, შემდეგი თანმიმდევრობით:

.) გადაუდებელი საჭიროების მქონე ბავშვები (ორთოპედიული ოპერაციის შემდგომი პერიოდი, რომელიც არ უნდა სცდებოდეს 1 წელს);

.) რეინტეგრაციის შემწეობის მიმღები ოჯახების ბავშვები;

.) მინდობით აღზრდაში ან სააღმზრდელო დაწესებულებაში მყოფი ბავშვები, თუკი ამ დაწესებულების მიერ არ ხდება ამ პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდება;

.) ბავშვები, რომლებიც ამ მომსახურებით სარგებლობდნენ 2018 წლის განმავლობაში (მიუხედავად მომსახურებით სარგებლობის ვადისა);

.) ბავშვები, რომელთა ასაკი განცხადების შეტანის დღისთვის არ აღემატება 5 წელს;

.) განცხადების წარდგენის დღისთვისსოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაშირეგისტრირებული 100 001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახების ბავშვები

.) ამ პუნქტისქვეპუნქტით გათვალისწინებული განცხადების თარიღის რიგითობის მიხედვით, ხოლო ერთიდაიგივე თარიღის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა ყველაზე უფრო დაბალი აქვთ განცხადების წარდგენის დღისთვის;

.) ამ პუნქტის.“-„.ქვეპუნქტებში მოცემული ერთი და იმავე პრიორიტეტული კატეგორიების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება იმავე პუნქტში ჩამოთვლილ მომდევნო ქვეპუნქტს.

) ბენეფიციარის მომსახურებაში ჩართვის შესახებ გადაწყვეტილება უქმდება ბენეფიციარის მიერ ნებისმიერი მიზეზით დაგეგმილ კურსზე ზედიზედ 30 კალენდარული დღის ვადაში არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის  შემთხვევაში. ამ შემთხვევაში, უნდა მოხდეს ბენეფიციარის პროგრამაში ხელახლა ჩართვა ყველა აუცილებელი პროცედურის გავლით. აღნიშნული შეზღუდვის, ისევე, როგორც რეაბილიტაციის პროგრამაში მონაწილეობის სხვა პარამეტრებისა და ინდივიდუალური რეაბილიტაცია/აბილიტაციის წლიური გეგმის შესახებ ბენეფიციარის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი/მინდობით აღმზრდელი/სააღმზრდელო დაწესებულების უფლებამოსილი პირი ინფორმირებული უნდა იყოს მომსახურების მიმწოდებლის მიერ.

მუხლი 4. ქვეპროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება

1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 3 400 000 ლარით.

2. ამ დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების შესაბამისი მომსახურების (ათდღიანი კურსის) ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება არამატერიალიზებული ვაუჩერი, რომელიც ანაზღაურდება ბენეფიციარის 18 წლის ასაკის მიღწევის თვის ჩათვლით, სააგენტოს მიერ განსაზღვრული ფორმით წარდგენილი შესრულებული სამუშაოს მიხედვით. ათდღიანი კურსი უნდა შედგებოდეს ჯამში 22 სეანსისგან, რომელიც უნდა მოიცავდეს ამ დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ  ღონისძიებებს, ინდივიდუალური აბილიტაციის/რეაბილიტაციის გეგმის შესაბამისად. 30 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა ჩატარდეს ერთი ათდღიანი კურსი და კურსებს შორის შუალედი უნდა იყოს არანაკლებ 10 კალენდარული დღისა (გარდა გადაუდებელი საჭიროების მქონე შემთხვევისა (მაგალითად, პოსტოპერაციული პერიოდი, პირველადი მიმართვა, რომელიც არ უნდა სცდებოდეს 1 წელს, რაც დასტურდება ინტერდისციპლინური გუნდის დასკვნით).  იმ შემთხვევაში, თუ კურსის დაწყებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში ამ დანართის  მე-2 მუხლით განსაზღვრული ღონისძიებების შესაბამისი მომსახურების  მიმწოდებელი ორგანიზაციისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით არ ჩატარდა ერთი კურსით გათვალისწინებული 22 სეანსი, ჯამურად გადასარიცხი თანხის ოდენობა გამოიანგარიშება ჩატარებული სეანსების რაოდენობის ნამრავლით 15 ლარზე, მაგრამ არაუმეტეს 330 ლარისა.

3. ვაუჩერი ფინანსდება არაუგვიანეს შესაბამისი კურსის დასრულების შემდგომი თვის ამოწურვამდე. ამასთან, დაფინანსების სავალდებულო პირობაა შესაბამისი მიმწოდებლის მიერ დასრულებული კურსის ფარგლებში გაწეული მომსახურების თაობაზე ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის/სააღმზრდელო დაწესებულების უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი საანგარიშო ინფორმაციის არაუგვიანეს კურსის დასრულების მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით სააგენტოში წარდგენა. ინფორმაციის წარდგენის ფორმას განსაზღვრავს სააგენტო.

4. წლის განმავლობაში ფინანსდება  11 000 კურსი, ამასთან, ერთ ბენეფიციარზეარაუმეტეს 8 კურსისა. ბენეფიციარს შეუძლია, მიიღოს პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ერთზე მეტ სერვისის მიმწოდებელ ორგანიზაციაში. სერვისის მიმწოდებლებს შორის ბენეფიციართა რეფერირებისა და ინდივიდუალური რეაბილიტაციის/ აბილიტაციის გეგმის ცვლილების წესი მტკიცდება სააგენტოს დირექტორის ბრძანებით. ამასთან, ამ ქვეპროგრამის მოსარგებლე არ შეიძლება იყოს სამიზნე ჯგუფში განსაზღვრული ძირითადი დიაგნოზის − R62.0-ის მქონე ბავშვი, რომელიც ჩართულია დანართ №1.2-ით გათვალისწინებულ ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამაში.

5. ამ დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების შესაბამისი მომსახურების ანაზღაურებისათვის გამოიყენება არამატერიალიზებული ვაუჩერი. ამასთან:

) გაწეული მომსახურება ანაზღაურდება სააგენტოს მიერ განსაზღვრული ფორმით წარდგენილი შესრულებული სამუშაოს მიხედვით, არაუმეტეს თვეში 250 ლარის ოდენობით;

) მომსახურების ღირებულების ანაზღაურების აუცილებელი პირობაა ამ დანართის მე-5 მუხლით გათვალისწინებული მიმწოდებლის მიერ სააგენტოში შესაბამისი ანგარიშის წარდგენა, რომლის ფორმასა და წარდგენის ვადებს განსაზღვრავს სააგენტო.

6. ამ დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებები ფინანსდება არაუგვიანეს შესაბამისი კურსის დასრულების შემდგომი თვის ამოწურვამდე. ამასთან, დაფინანსების სავალდებულო პირობაა შესაბამისი მიმწოდებლის მიერ დასრულებული კურსის ფარგლებში გაწეული მომსახურების თაობაზე ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი საანგარიშო ინფორმაციის არაუგვიანეს კურსის დასრულების მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით სააგენტოში წარდგენა. ინფორმაციის წარდგენის ფორმას განსაზღვრავს სააგენტო.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 ივლისის დადგენილება №323 – ვებგვერდი, 12.07.2019.

მუხლი 5. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი

ამ დანართის მე-2 მუხლით განსაზღვრული ღონისძიებების შესაბამისი მომსახურების მიმწოდებელია სააგენტოში ამ დადგენილების №1 დანართის მე-3 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით რეგისტრირებული პირი

მუხლი 7. ქვეპროგრამის განმახორციელებელი

ქვეპროგრამას განახორციელებს სააგენტო.

დანართი 1.4

ომის მონაწილეთა რეაბილიტაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამა

მუხლი 1. ქვეპროგრამის ამოცანა

ქვეპროგრამის ამოცანაა სამიზნე ჯგუფის პირთა სამკურნალო-პროფილაქტიკური და სარეაბილიტაციო მომსახურებების გაწევა.

 

მუხლი 2. ქვეპროგრამის ღონისძიებები

ინდივიდუალური სამკურნალო-პროფილაქტიკური და სარეაბილიტაციო კურსის (შემდგომშიინდივიდუალური კურსი) ფარგლებში, ქვეპროგრამის ღონისძიებებს საჭიროებისამებრ განეკუთვნება:

) ექიმ-სპეციალისტ(ებ)თან კონსულტაცია;

) ფიზიოთერაპიული და ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული კვლევების ჩატარება;

) ბალნეოლოგიური პროცედურების ჩატარება;

) სამკურნალო ფიზკულტურისა და მანუალური თერაპიის პროცედურების ჩატარება.

მუხლი 3. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფი

1. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნება შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ან ხანდაზმული (ქალები – 60 წლიდან, მამაკაცები – 65 წლიდან) ომის მონაწილე.

2. ქვეპროგრამაში ჩართვის მიზნით, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირი განცხადებით მიმართავს ამ დანართის მე-5 მუხლით განსაზღვრულ მიმწოდებელს. განცხადებას თან უნდა ერთოდეს:

) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი;

) სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა, რომ პირს მიმდინარე წელს არ უსარგებლია ამ ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით (ინდივიდუალური კურსით);

) შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი საბუთის ასლი (შშმ პირის შემთხვევაში);

) ომის მონაწილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ცნობა.

3. ამ ქვეპროგრამის მომსახურების მაძიებლები რეგისტრირებული უნდა იყვნენ სსიპვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საინფორმაციო ბაზაში.

4. პირის ქვეპროგრამაში ჩართვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ამ დანართის მე-5 მუხლით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელი. ამასთან, მომსახურების მიმწოდებელი უფლებამოსილია, სააგენტოსგან გამოითხოვოს ინფორმაცია ქვეპროგრამის ბიუჯეტის ფარგლებში დარჩენილი ასათვისებელი რესურსის თაობაზე.

მუხლი 4. ქვეპროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება

1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 40 000 ლარით.

2. 2019 წლის განმავლობაში ერთ პირზე გათვალისწინებულია არაუმეტეს ერთი ინდივიდუალური კურსის ღირებულების დაფინანსება.

3. ინდივიდუალური კურსით გათვალისწინებული მომსახურებების ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება არამატერიალიზებული ვაუჩერი. ამასთან, ანაზღაურება ხორციელდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, არაუმეტეს 250 ლარის ოდენობით.

4. დაფინანსების მისაღებად, მიმწოდებელი დასრულებული ინდივიდუალური კურსის შესახებ სააგენტოს მიერ დადგენილი ფორმის ანგარიშს აწვდის სააგენტოს, არაუგვიანეს ინდივიდუალური კურსის დასრულების თვის მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით, რომელიც უზრუნველყოფს ამავე თვის ამოწურვამდე შესაბამისი ვაუჩერის დაფინანსებას ამ მუხლის მე-3 პუნქტის პირობათა გათვალისწინებით. ამასთან, შესაბამისი ანგარიშის ვადის დარღვევით წარდგენის შემთხვევაში ვაუჩერი არ ანაზღაურდება.

5. დაფინანსების აუცილებელი პირობა შეიძლება იყოს მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის ქვეპროგრამის განმახორციელებელთან წარდგენა, ამ უკანასკნელის მიერ მოთხოვნილი ფორმით.

მუხლი 5. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი

ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია პირი, რომელმაც გაიარა რეგისტრაცია სააგენტოში, ამ დადგენილების №1 დანართის მე-3 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით.

მუხლი 6. ქვეპროგრამის განმახორციელებელი

ქვეპროგრამას განახორციელებს სააგენტო.