| From : | Tea Gvaramadze <tgvaramadze@moh.gov.ge> |
| To : | Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge> |
| Subject : | 270202-270203 |
| Received On : | 17.01.2020 11:24 |
ქ-ნ თამუნა, თქვენი დავალების შესაბამისად მოგახსენებთ შემდეგს:
2020 წლის ბიუჯეტის კანონის თანახმად, რეინტეგრაციის შემწეობა (შშმ ბავშვისთვის 160 ლარი, არაშშმ ბავშვისთვის - 100 ლარი) გაიცემა - მიზნობრივი ჯგუფების სოციალური დახმარების მუხლიდან (პროგრამული კოდი 27 02 02), ხოლო მინდობით აღზრდის ანაზღაურება - სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვზე ზრუნვის მუხლიდან (27 02 03).
თავისი შინაარსით ორივე გასაცემელი მსგავსია, რადგან ყოველი შემთხვევის შეფასება/შესწავლას ახორციელებს სოციალური მუშაკი, ორივე გასაცემლის მიზანია ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდა და ა.შ.
მეურვეობის და მზრუნველობის ფუნქციის ტრეფიკინგის ფონდში გადატანასთან დაკავშირებით „სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვზე ზრუნვის 2020 წლის პროგრამა“ მთლიანად თავისი ბიუჯეტით და პროგრამის/ქვეპროგრამების ადმინისტრირებით გადადის ტრეფიკინგის ფონდში. ახალი მოწყობით გამოდის, რომ რეინტეგრაციის შემწეობის შემთხვევის მართვა უნდა მოხდეს სოციალური მუშაკების მიერ ანუ ტრეფიკინგის ფონდის მიერ, ხოლო უშუალოდ რეინტეგრაციის შემწეობის გაცემა სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ, რაც ცხადია რთულად ადმინისტრირებადი იქნება. ამდენად, მიზანშეწონილია მიზნობრივი ჯგუფების სოციალური დახმარებიდან 27 02 02 კოდიდან რეინტეგრაციის შემწეობა გადავიდეს სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვზე ზრუნვის კოდში - 27 02 03. შესაბამისად, ისევე როგორც მინდობით აღზრდის შემთხვევაში რეინტეგრაციის შემთხვევაშიც პროგრამის ადმინისტრირებასაც და თანხის გადარიცხვასაც უზრუნველყოფს ტრეფიკინგის ფონდი.
ამასთან, ფინანსისტებთან გავლილია ეს საკითხი და ტექნიკურად შესაძლებელია 27 02 02 კოდი გაიყოს და რეინტეგრაციის შემწეობის განმახორცვიელებელი იყოს ტრეფიკინგის ფონდი ან პირდაპირ თანხა გადავიდეს სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვზე ზრუნვის პროგრამაში - პროგრამული კოდი 27 02 03 და პროგრამას დაემატოს კიდევ ერთი ქვეპროგრამა - რეინტეგრაცია.
ამასთან, ორივე შემთხვევაში შემთხვევების მართვა, გადაწყვეტილებები, გადასარიცხი თანხა და ა.შ. ხორციელდება ელექტრონული მონაცემთა ბაზის მიხედვით, შესაბამისად, ეს მონაცემთა ბაზაც მართვის მიზნით გადავა ტრეფიკინგის ფონდში.
თუ იქნება თანხმობა ამ გადაწყვეტილებაზე მომზადებული გვაქვს მთავრობის დადგენილებებში ცვლილების პროექტები და გავუშვებთ მოხსენებით ბარათს მინისტრის სახელზე.
გარდა ამისა, თუ ცვლილებბს მაინც ვაკეთებთ გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა და ომის მონაწილეთა რეაბილიტაციის ქვეპროგრამა და ბავშვტა აბილიტაცია/რეაბილიტაციის ქვეპროგრამა გადავიტანოთ ჯანდაცვის ვერტიკალურ პროგრამებში.
რაც შეეხება სოციალურ მუშაკებს, 20 შტატგარეშე სოციალური მუშაკი და 5 ზოგადი შტატგარეშე მოსამსახურე თავისი ბიუჯეტით უნდა გავითვალისწინოთ „სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვზე ზრუნვის 2020 წლის პროგრამის“ მინდობით აღზრდის ანაზღაურების ქვეპროგრამაში. ზოგადი შტატგარეშე მოსამსახურიდან ერთი არის ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი, რომელიც აუცილებელია „სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვზე ზრუნვის 2020 წლის პროგრამის“ ფარგლებში არსებული სხვადასხვა მონაცემთა ბაზების მართვისათვის.
P.S. ქ-ნ თამუნა, გადაუდებლის ქეისები არის დაახლოებით 8-9 და ორშაბათს ხომ არ ჩავნიშნოთ ერთი კომისია?
პატივისცემით,
Tatia Gvaramadze
Head of Social Protection Policy Division
Policy Department
144 Ak. Tsereteli ave., 0159
Tbilisi, Georgia
(Tel: (+995 32) 251 00 37 (0512)
Mob: (+995577)222805
E-mail: tgvaramadze@moh.gov.ge, tatiagvaramadze@gmail.com