From : Tamar Katsitadze <TKatsitadze@moh.gov.ge>
To : Tea Akhvlediani <takhvlediani@moh.gov.ge>; Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Avtandil Talakvadze <atalakvadze@moh.gov.ge>; d.khundadze@yahoo.com; worknettbilisi1@gmail.com; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; keti.cosmo@gmail.com; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; ninomamukashvili@gmail.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge; mmatiashvili@yahoo.com; Nona Bendeliani <nbendeliani@moh.gov.ge>; Zaal Kapanadze <zkapanadze@moh.gov.ge>; Tinatin Gobronidze <tgobronidze@moh.gov.ge>; Nana Shashiashvili <NShashiashvili@moh.gov.ge>; Naili Shengelidze <nshengelidze@moh.gov.ge>; Gocha Aladashvili <galadashvili@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; be.simonishvili@mra.gov.ge; tako.sarishvili@gmail.com
Subject : 27 იანვრის მედიამონიტორინგი/ ტელევიზიები
Received On : 27.01.2020 11:27
Attachments :

27.01.2020
მედიის ტიპები: ტელევიზია
მედია საშუალებები: ტვ პირველი - საქმის კურსი 13:45

520- დადგენილება

კლინიკების ხელმძღვანელები იძულებული არიან შტატების ოპტიმიზაცია განახორციელონ, - ამის შესახებ bm.ge-ის ჩაფიძის გულის ცენტრის ინტერვენციული მედიცინისა და დიაგნოსტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ალადაშვილმა განუცხადა. კითხვაზე - თავად ჩაფიძის კლინიკის თანამშრომლებს ხელფასები შეუმცირეს თუ არა ან მოხდა თუ არა კადრების ოპტიმიზაცია, ალადაშვილი კონკრეტული პასუხისგან თავს იკავებს და ამბობს: "ჩვენზე ვერ გეტყვით, ზოგადად, ყველას შეეხო". მისი შეფასებით, 520-ე დადგენილების მიღების პირველადი შედეგი არის ის, რომ ტარიფები შემცირდა და მთელი სამედიცინო სექტორი არის უკმაყოფილო, ხარისხი კი, ამით არ გაუმჯობესდება. რაც შეეხება აღნიშნულ დადგენილებასთან დაკავშირებით შექმნილი საყოველთაო ჯანდაცვის საბჭოს მუშაობას, ალადაშვილი განმარტავს, რომ, ჯერჯერობით, კონკრეტული შედეგი არ არსებობს. 3.კლინიკების თემას დღეს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძეც გამოეხმაურა. "მინდა გამოვეხმაურო იმ ფაქტს, რომელიც გაჟღერებული იყო ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში, რომ არის გადინება სამედიცინო პერსონალის სხვადასხვა სტრუქტურებში, ეს ბადებს გარკვეულ კითხვებს, რადგან ის ვალდებულებები, რაც სახელმწიფოს უდგას კლინიკების მიმართ, არ არის 520-ე დადგენილების ფარგლებში, შესაბამისად, მათ გადასახადების მიმართულებით არანაირი რისკი არ უდგათ და ეს არ უნდა ასახულიყო მედპერსონალზე. გარდა ამისა, 520-ე დადგენილება მოიცავს სახელფასო ანაზღაურების სრულიად იმ ციფრებს და მასშტაბებს, რომლებიც იყო 520-ე დადგენილების ჩაშვებამდე და დაწყებამდე ანუ როცა მაისის თვიდან ჩვენ მოგვიწევს ანაზღაურების გადახდა პერსონალის ანაზღაურებაზე, ის ასახული არ უნდა იყოს. ჩვენ მკაცრად დავიცავთ ექიმების და ექთნების უფლებებს“, - თქვა მინისტრმა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6658275

 

მედიის ტიპები: ტელევიზია
მედია საშუალებები: ტვ პირველი - საქმის კურსი 13:45

კორონა ვირუსი

ამ ეტაპზე კორონა ვირუსის 2700-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 97% ჩინეთის ტერიტორიაზე, დანარჩენი კი 12 სხვა ქვეყანაშია იდენტიფიცირებული. გარდაცვლილთა რაოდენობამ 80ს მიაღია. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა ვირუსისგან დასაცავად სხვადასხვა ღონისძიებებს მიმართავს. რა პრევენციული ღონისძიებები მიმართავს საქართველო ამ მხრივ. თემაზე კომენტარი გააკეთეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ. ამირან გამყრელიძე: ,,ადამიანებს, რომლებიც ბოლო 2 კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ ჩინეთში და გამოუჩნდებათ სიპტომები, როგორიცაა ხველა, თავის ტკივილი, ტემპერატურა, ხველა, უნდა მიმართონ აუცილებლად ექიმს და შემდეგ ექიმი გადაწყვეტს გადაიყვანონ თუ არა ისინი ინფექციურში, მეორე დარიგდება საინფორმაციო ბუკლეტი და აეროპორტში ესინჯებათ ტემპერატურა." თამარ გაბუნია: ,,შაბათს ამოქმედდა თერმული სკრინგი აეროპორთი და სახმელეთო სივრცეში, რათა შემოწმდეს ჩინეთიდან ჩამოსული სტუმრები, სხვა მოქალაქეებისთვის კი დარიგდება ინფორმაციული ბუკლეტები." გასულ კვირას ჩინეთიდან 2 პირდაპირი რეისი გადაიდო, სხვა ინფორმაციას ამის შესახებ კი სამოქალაქო ავიაციის სააგენო მოგვაწვდის. ამირან გამყრელიძე: ,,პირდაპირი რესისები გადებულია, საქართველო არის ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი ქვეყანა და ჩვენ მათი რეკომენდაციებით ვმოქმედებთ." შეზღუდვები არ არის ექსპორტის, ვაჭრობის კუთხით. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონა ვირუსის მასშტაბებიდან გამომდინარე, მთავრობის წევრები შეიკრიბებიან და დამატებით ღონისძიებებზე იმსჯელებენ."

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6658270

 

მედიის ტიპები: ტელევიზია
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 12:00

კორონა ვირუსი

საქართველოს აეროპორტებში უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია, თუმცა კორონავირუსის შემთხევა ამ დრომდე არ დაფიქსირებულა. ვირუსის გავრცელების თეორიული ალბათობა არსებობს, მაგრამ შანსები მინიმალურია. ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ ქვეყანა მწვანე ზონაში იმყოფება, რაც რისკს ამცირებს. დღეიდან სახმელეთო პუნქტებიც შემოწმდება. თამარ გაბუნია: " ჩვენ ვართ მწვანე ზონაში, თუმცა თეორიული რისკი არსებობს იმისთვის, რომ ვირუსი გავრცელდეს". ამირან გამყრელიძე: " რისკი დღეს მთელს მსოფლიოშია, მათ შორის საქართველოშიც". მედიკოსები მუშაობენ თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის აეროპორტებში და დისტანციური თერმომეტრით მგზავრებს ვირუსზე ამოწმებენ. ექიმები ადგენენ მგზავრის ტემპერატურას. ადამიანი რის-ჯგუფს განეკუთვნება თუ მას 38 სიცხე აღენიშნება. ჩინეთიდან თბილისის მიმართულებით დღეს დაგეგმილი პირდაპირი ავიარეისი არ შესრულდება. ოფიციალური მიზეზი ჩინური ახალი წელია, თუმცა ჯანდაცვის სამინისტრო მგზავრობის შეზღუდვასთან დაკავშირებით მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისგან რეკომენდაციებს ელოდება. ჩინეთის ქალაქ უჰანში, რომელიც კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრია, ბოლო მონაცემებით საქართველოს 5 მოქალაქე იმყოფება. ინფორმაციას ჩინეთში საქართველოს ელჩი ადასტურებს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6658094

 

მედიის ტიპები: ტელევიზია
მედია საშუალებები: მთავარი არხი - მთავარი ამბები პირდაპირი

კორონავირუსი

არ არის გამორიცხული ჩინეთიდან პირდაპირი რეისები შეიზღუდოს. ამ დროისთვის უკვე გადაიდო ორი ავიარეისი.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6658089

მედიის ტიპები: ტელევიზია
მედია საშუალებები: ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 12:00

კორონავირუსი

თბილისის შემდეგ, კორონავირუსთან დაკავშირებით მგზავრების შემოწმება დაიწყო ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებშიც. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები, ჩამოსულ მგზავრებს სიცხეს სპეციალური დისტანციური თერმომეტრით უზომავენ. ზომები გამკაცრებულია საბაჟოებზეც. გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტრომ მას შემდეგ მიიღო, რაც ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ იმატა. დავუკაშირდით საქართველოს შემოსავლების სამსახურსაც, სადაც გვითხრეს, რომ საქართველოს მიმართულებით ტვირთბრუნვა ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6658086

მედიის ტიპები: ტელევიზია
მედია საშუალებები: პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 12:00

კორონავირუსი

ჯანდაცვის სამინისტროში უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სასწრაფო დახმარების თანამშრომლების ნაწილმა აეროპორტში კორონავირუსზე მოქალაქეების შემოწმებაზე უარი თქვა და აცხადებენ, რომ არც ერთ თანამშრომელს პროტესტი არ გამოუთქვამს. უწყების ინფორმაციით, სასწრაფოს თანამშრომლები, რომლებიც აეროპორტში მუშაობენ, უსაფრთხოების თვალსაზრისით დაცულები არიან, აცვიათ პერსონალური დაცვისთვის c დონის სამოსი და ამ ეტაპზე რაიმე სხვა დამატებით ზომების მიღების საჭიროება არ დგას. ცნობისათვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სასწრაფო დახმარების თანამშრომლების ნაწილმა აეროპორტში კორონავირუსზე მოქალაქეების შემოწმებაზე უარი თქვა, რადგან ისინი სპეციალური სამოსით და აღჭურვილობით უზრუნველყოფილი არ არიან. თბილისის შემდეგ, კორონავირუსთან დაკავშირებით, მგზავრების შემოწმება დაიწყო ქუთაისის აეროპორტშიც. ეს გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტრომ მას შემდეგ მიიღო, რაც ვირუსთან დაკავშირებით გარდაცვლილთა რაოდენობამ იმატა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები ჩამოსულ მგზავრებს სიცხეს სპეციალური დისტანციური თერმომეტრით უზომავენ და მათ გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომების შესახებ ინფორმაციას აწვდიან. ანალოგიური პროცედურები იწყება ბათუმის აეროპორტშიც.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6658080

მედიის ტიპები: ტელევიზია
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 12:00

კორონავირუსი

ვირუსის მასშტაბები იზრდება - კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა უკვე 80-ს მიაღწია. ინფიცირებულთა რაოდენობა კი 3-ჯერ გაიზარდა. კორონავირუსის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა ევროპაშიც. საფრანგეთში ვირუსით 3 ადამიანია დაინფიცირებული. ჩინეთში ვითარების ადგილზე გასაცნობად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი გაემგზავრება. პნევმონიის გამომწვევი ვირუსის სამკურნალოდ შესაბამისი ვაქცინა ამ დრომდე არ არსებობს. კორონავირუსის პირველი შემთხვევა დეკემბერში, ქალაქ უხანში დაფიქსირდა. ბოლო ინფორმაციით, ჩინეთში სამედიცინო ნიღბების დეფიციტია. ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ კორონავირუსის საქართველოში გავრცელების რისკი ძალიან დაბალია. თუმცა, უწყება აგრძელებს პრევენციისთვის მუშაობას. ამირან გამყრელიძე: "უკვე აღრიცხული გვაქვს დიდი ჩასახლების ადგილები, სადაც ინტენსიურია ჩინეთის მოქალაქეების რაოდენობა. მოგეხსენებათ, ისინი მუშაობენ აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანზე, რამდენიმე ჰესზე და დღეს 3 საათზე უკვე ვიწყებთ. დაავადებათა კონტროლის ქუთაისის სამმართველოს ეპიდემიოლოგები გადიან ხარაგაულის რაიონში, სადაც ეს აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანის მშენებლები არიან თავმოყრილი. იქ მათ დაურიგდებათ შესაბამისი საინფორმაციო ბუკლეტები, ჩაუტარდებათ გასაუბრება, რას უნდა უფრთხილდნენ. ინკუბაციური პერიოდი ამ დაავადების არის 5-დან 14 დღემდე. ამიტომ, ორი კვირის განმავლობაში ვეუბნებით, რომ თუ გამოჩნდა ეს სიმპტომები, ვიმეორებ, ეს სიმპტომებია ტემპერატურა, ხველა, აუცილებელია გადაუდებლად ექიმის კონსულტაცია". კორონავირუსის პრევენციის ფარგლებში საგანგებო რეჟიმში აგრძელებენ საქართველოში აეროპორტები მუშაობას. ასეთი ვითრება, როგორც თბილისის, ქუთაისის, ისე ბათუმის აეროპორტებში. თემურ მიქელაძე: "ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაავადებათა კონტროლის ცენტრის და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, განსაკუთრებული რისკის ჯგუფი საქართველოს არ გააჩნია".

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6658045

მედიის ტიპები: ტელევიზია
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 11:00

კორონა ვირუსი

1. ამ დროისთვის საქართველოში "მკვლელი ვირუსის" არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ქვეყანა მწვანე ზონაში იმყოფება, რაც რისკს მკვეთრად ამცირებს. თამარ გაბუნია: " ჩვენ ვართ მწვანე ზონაში, თუმცა თეორიული რისკი არსებობს იმისთვის, რომ ვირუსი გავრცელდეს და ამისთვის მაქსიმალურად მობილიზებულია ყველა სტრუქტურა". ამირან გამყრელიძე: " რისკი დღეს ყველა ქვეყანაშია, მათ შორის საქართველოშიც". 2. კორონმა ვირუსის გამო დღეიდფან საქართველოში ყველა სახმელეთო პუნქტი შემოწმდება. საგანგებო რეჟიმში მუშაობენ: თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის აეროპორტები. 3. ჩინეთის ქალაქ უჰანში, რომელიც კორონა ვირუსის გავრცელების ეპიცენტრია, ბოლო მონაცემებით საქართველოს 5 მოქალაქე იმყოფება. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ინფორმაციას ჩინეთში საქართველოს ელჩი ადასტურებს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6658030

მედიის ტიპები: ტელევიზია
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 12:00

კორონავირუსი

კორონავირუსის გავრცელების პრევენცია და რეკომენდაციები. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ცოტა ხნის წინ განცხადება გაკეთდა. მისი თქმით საქართველოში კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. მან თქვა რომ საქართველო იმყოფება მწავე ზონაში, რაც იმას ნიშნავს რომ ვირუსის გავრცელების საფრთხე არის მინიმალური.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6657984

მედიის ტიპები: ტელევიზია
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 11:00

კორონა ვირუსი

1. ამ დროისთვის საქართველოში "მკვლელი ვირუსის" არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ქვეყანა მწვანე ზონაში იმყოფება, რაც რისკს მკვეთრად ამცირებს. თამარ გაბუნია: " ჩვენ ვართ მწვანე ზონაში, თუმცა თეორიული რისკი არსებობს იმისთვის, რომ ვირუსი გავრცელდეს და ამისთვის მაქსიმალურად მობილიზებულია ყველა სტრუქტურა". ამირან გამყრელიძე: " რისკი დღეს ყველა ქვეყანაშია, მათ შორის საქართველოშიც". 2. კორონმა ვირუსის გამო დღეიდფან საქართველოში ყველა სახმელეთო პუნქტი შემოწმდება. საგანგებო რეჟიმში მუშაობენ: თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის აეროპორტები. 3. ჩინეთის ქალაქ უჰანში, რომელიც კორონა ვირუსის გავრცელების ეპიცენტრია, ბოლო მონაცემებით საქართველოს 5 მოქალაქე იმყოფება. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ინფორმაციას ჩინეთში საქართველოს ელჩი ადასტურებს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6658030

მედიის ტიპები: ტელევიზია
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 12:00

კორონავირუსი

კორონავირუსის გავრცელების პრევენცია და რეკომენდაციები. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ცოტა ხნის წინ განცხადება გაკეთდა. მისი თქმით საქართველოში კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. მან თქვა რომ საქართველო იმყოფება მწავე ზონაში, რაც იმას ნიშნავს რომ ვირუსის გავრცელების საფრთხე არის მინიმალური.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6657984

მედიის ტიპები: ტელევიზია
მედია საშუალებები: ტვ პირველი - დღის ამბები 11:00 ტვ 1

სასიკვდილო ვირუსი და 90 ათასი ინფიცირებული

სასიკვდილო ვირუსი და 90 ათასი ინფიცირებული. ჩინელმმა მედდამ, რომელსაც სახეზე დამცავი პირბადე აქვს, სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, სადაც ის აცხადებს, რომ კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი ქალაქ ვუჰანში გაცილებით მეტია, ვიდრე ამას ჩინეთის ხელისუფლება აცხადებს. მისი ინფორმაციითვე, რაოდენობა 90 000-ს აღწევს, როცა ხელისუფლების მონაცემებით დაავადებულთა რაოდენობა 1975-ია. რა ხდება საქართველოში და შეიზღუდება თუ არა ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ავიარეისები? ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ შესაძლებელია ამის საჭიროება დადგეს და კიდევ უფრო გამკაცრდეს ტრანზიტული ქვეყნებიდან მგზავრების კონტროლი.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6657795

მედიის ტიპები: ტელევიზია
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 09:00

გრიპის ვირუსი

სეზონური ვირუსის მიზეზით მიმართვიანობა კლინიკებში ჯერჯერობით არ გაზრდილა. წინა წლების გამოცდილებით მედიკოსები თებერვალში გრიპის ვირუსის ახალ ტალღას არ გამორიცხავენ. ქვეყანაში ძირითადად ბე ტიპის ვირუსი ცირკულირებს, რომელიც შედარებით მსუბუქია. დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას მოუწოდებს სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ექიმს მიმართონ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6657658

მედიის ტიპები: ტელევიზია
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 09:00

კორონავირუსი

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, მნიშვნელოვანია სწორი საინფორმაციო კამპანია. სწორედ ამიტომ შესაბამისი ღონისძიებები კიდევ ჩატარდება. საქართველოში ვირუსის გავრცელების რისკი დაბალი, თუმცა მედიკოსები მოსახლეობას მაინც სიფრთხილისაკენ მოუწოდებენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6657645

მედიის ტიპები: ტელევიზია
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 10:00

კორონა ვირუსი

საქართველოს აეროპორტებში უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია, თუმცა კორონავირუსის შემთხევა ამ დრომდე არ დაფიქსირებულა. ვირუსის გავრცელების თეორიული ალბათობა არსებობს, მაგრამ შანსები მინიმალურია. ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ ქვეყანა მწვანე ზონაში იმყოფება, რაც რისკს ამცირებს. დღეიდან სახმელეთო პუნქტებიც შემოწმდება. თამარ გაბუნია: " ჩვენ ვართ მწვანე ზონაში, თუმცა თეორიული რისკი არსებობს იმისთვის, რომ ვირუსი გავრცელდეს". ამირან გამყრელიძე: " რისკი დღეს მთელს მსოფლიოშია, მათ შორის საქართველოშიც". მედიკოსები მუშაობენ თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის აეროპორტებში და დისტანციური თერმომეტრით მგზავრებს ვირუსზე ამოწმებენ. ექიმები ადგენენ მგზავრის ტემპერატურას. ადამიანი რის-ჯგუფს განეკუთვნება თუ მას 38 სიცხე აღენიშნება. ჩინეთიდან თბილისის მიმართულებით დღეს დაგეგმილი პირდაპირი ავიარეისი არ შესრულდება. ოფიციალური მიზეზი ჩინური ახალი წელია, თუმცა ჯანდაცვის სამინისტრო მგზავრობის შეზღუდვასთან დაკავშირებით მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისგან რეკომენდაციებს ელოდება. ჩინეთის ქალაქ უჰანში, რომელიც კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრია, ბოლო მონაცემებით საქართველოს 5 მოქალაქე იმყოფება. ინფორმაციას ჩინეთში საქართველოს ელჩი ადასტურებს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6657637

მედიის ტიპები: ტელევიზია
მედია საშუალებები: ფორმულა - ფორმულა ნიუს 09:00

კორონავირუსზე მგზავრევბს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ამოწმებენ

კორონავირუსზე მგზავრევბს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ამოწმებენ. სასწრაფოს ბრიგადის ექიმები შემოწმებას ყველა მგზავრს უტარებენ. როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი აცხადებს, შემოწმებული მგზავრებიდან არცერთს კორონავირუსის დამახასიათებელი სიმპტომი, მაღალი სიცხე არ დაუდგინდა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6657634

მედიის ტიპები: ტელევიზია
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 09:00

კორონავირუსი

კრონავირუსის გამო საქართველოს აეროპორტებში ჯანდაცვის სამინისტრო განსაკუთრებულ ზომებს იღებს, მგზავრებს აეროპორტში სპეციალური ჯგუფები ხვდება და მათ დისტანციური თერმომეტრებით და ასევე პირადი გასაუბრებით ამოწმებენ. იმ შემთხვევაში თუ რომელიმე პირს საყურადღებო სიმპტომები აღენიშნებათ, მას სპეციალურ კლინიკაში გადაიყვანენ. მგზავრებს ამოწმებენ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტშიც. უცნობია როდის გაუქმდება გამოცხადებული კარანტინი უხანში. ჩინეთში საქართველოს ელჩი აცხადებს რომ ჩინეთში მყოფი ქართველები თავს კარგად გრძნობენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6657621

მედიის ტიპები: ტელევიზია
მედია საშუალებები: ფორმულა - ფორმულა ნიუს 09:00

საქართველოში ჩამოსული მგზავრების კორონავირუსზე შემოწმება გრძელდება

საქართველოში ჩამოსული მგზავრების კორონავირუსზე შემოწმება გრძელდება. თბილისის, ბათუმის და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებში სამედიცინო პერსონალი მგზავრებს დისტანციური თერმომეტრებითა და გასაუბრებით ამოწმებს. შემოწმება 25 იანვარს დაიწყო. ამ დროისთვის საქართველოში საეჭვო შემთხვევა დაფიქსირებული არ არის. ჩინეთში აღმოჩენილი ვირუსი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპისა და აზიის რამდენიმე ქვეყანაში დაფიქსირდა. ამ ეტაპზე კორონავირუსით 60-მდე ადამიანია გარდაცვლილი. „მინდა შევახსენო მოსახლეობას, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით, საქართველო იმყოფება დაბალი რისკის ქვეყნების სიაში. ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო მუდმივ კოორდინაციაშია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან, რაც გულისხმობს, რომ ჩვენ ინფორმაციებსა და რეკომენდაციებს განახლებულ რეჟიმში ვიღებთ“ - აცხადებს ამირან გოგიტიძე.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6657443

მედიის ტიპები: ტელევიზია
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 09:00

ქუთაისის აეროპორტში კორონავირუსთან დაკავშირებით მგზავრების შემოწმება დაიწყო

თბილისის შემდეგ კორონავირუსთან დაკავშირებით მგზავრების შემოწმება დაიწყო ქუთაისის აეროპორტშიც. ეს გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტრომ მას შემდეგ მიიღო, რაც ვირუსთან დაკავშირებით გარდაცვლილთა რაოდენობამ იმატა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები ჩამოსულ მგზავრებს სიცხეს სპეციალური დისტანციური თერმომეტრით უზომავენ და მათ გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომების შესახებ ინფორმაციას აწვდიან. ანალოგიური პროცედურები დღეიდან იწყება ბათუმის აეროპორტშიც. თუმცა, რამდენად ეფექტური იქნება ეს ღონისძიებები, უცნობია, რადგან ჩინელი და დასავლელი მედიკოსების ინფორმაცმიით, ახალი ვირუსი სიმპტომების გამოვლენამდე ვრცელდება. თამილა დოლიძე: "მიღებული გვაქვს დავალება, კორონავირუსის პრევენციის მიზნით შევამოწმოთ მგზავრები. 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ. გვაქვს სათანადო აღჭურვილობა. საქართველო მიიჩნევა დაბალი რისკის ქვეყნად. ვამოწმებთ ყველას, ვინც გაიარა ჩინეთი. ამას საბაჟო გვეუბნება ".

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6657433

მედიის ტიპები: ტელევიზია
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 09:00

კორონა ვირუსი

1. კორონა ვირუსი საქართველოში არ ფიქსირდება. ქვეყანაში გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. საქართველოში ვირუსის გავრცელების თეორიული ალბათობა არსებობს, მაგრამ შანსები მინიმალურია. ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ ქვეყანა მწვანე ზონაში იმყოფება, რაც რისკს მკვეთრად ამცირებს. თამარ გაბუნია: " ჩვენ ვართ მწვანე ზონაში, თუმცა თეორიული რისკი არსებობს იმისთვის, რომ ვირუსი გავრცელდეს და ამისთვის მაქსიმალურად მობილიზებულია ყველა სტრუქტურა". ამირან გამყრელიძე: " რისკი დღეს ყველა ქვეყანაშია, მათ შორის საქართველოშიც". 2. თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის აეროპორტებში მედიკოსები მუშაობენ, რომლებიც დისტანციური თერმომეტრის საშუალებით, მგზავრებს კორონა ვირუსზე ამოწმებენ. 3. ჩინეთის ქალაქ უჰანში, რომელიც კორონა ვირუსის გავრცელების ეპიცენტრია, ბოლო მონაცემებით საქართველოს 5 მოქალაქე იმყოფება. ინფორმაციას ჩინეთში საქართველოს ელჩი ადასტურებს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6657421

მედიის ტიპები: ტელევიზია
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 09:00

ქვიშხეთთან ავარიის დროს დაშავებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

უკიდურესად მძიმეა რჩება ქვიშხეთთან ავარიის დროს დაშავებული ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ის დღის ბოლოს ხაშურის კლინიკიდან მცხეთის საავადმყოფოში გადმოიყვანეს. მანქანა, სადაც ქალი და მისი ოჯახის კიდევ 4 წევრი იმყოფებოდა ავარიის შედეგად მტკვარში ჩავარდა. ადგილზე დაიღუპა მძღოლი და სამი მცირეწლოვანი ბავშვი - მათი ასაკი 5-დან 10 წლამდეა. დაღუპულები და დაშავებული ერთი ოჯახის წევრები არიან. არსებული ინფორმაციით, ოჯახი ბორჯომიდან, ქუთაისში სახლში ბრუნდებოდა. დავით ლოლაძე: "პაციენტი მცხეთის სამედიცინო ცენტრში კატასტროფის ეკიპაჟმა შემოიყვანა. მისი ზოგადი მდგომარეობა გახლავთ კრიტიკულად მძიმე, რეანიმაციაში მმართვით სუნთქვაზე იმყოფება".

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6657419