From : Tamar Katsitadze <TKatsitadze@moh.gov.ge>
To : Tea Akhvlediani <takhvlediani@moh.gov.ge>; Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Avtandil Talakvadze <atalakvadze@moh.gov.ge>; d.khundadze@yahoo.com; worknettbilisi1@gmail.com; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; keti.cosmo@gmail.com; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; ninomamukashvili@gmail.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge; mmatiashvili@yahoo.com; Nona Bendeliani <nbendeliani@moh.gov.ge>; Zaal Kapanadze <zkapanadze@moh.gov.ge>; Tinatin Gobronidze <tgobronidze@moh.gov.ge>; Nana Shashiashvili <NShashiashvili@moh.gov.ge>; Naili Shengelidze <nshengelidze@moh.gov.ge>; Gocha Aladashvili <galadashvili@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; be.simonishvili@mra.gov.ge; tako.sarishvili@gmail.com
Subject : 27 იანვრის მედიამონიტორინგი/ სააგენტოები
Received On : 27.01.2020 11:59
Attachments :

27.01.2020
მედიის ტიპები: ინტერნეტი
მედია საშუალებები: ქუთაისიპოსტ.ჯი

ქუთაისის დაავადებათა ცენტრის ეპილოგები ხარაგაულში ჩინელების დასახლებას მოინახულებენ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოს რეგიონებში დაიწყება კამპანია, რომლის მიზანი იმ რეგიონების მონახულება და შემოწმება იქნება, სადაც ჩინეთის მოქალაქეები ცხოვრობენ. ამირან გამყრელიძის თქმით, დღეს ქუთაისის დაავადებათა ცენტრის ეპიდემიოლოგები გადიან ხარაგაულის რაიონში ერთ-ერთ ასეთი დასახლების ადგილას.

https://www.kutaisipost.ge/ka/akhali-ambebi/article/16645-quthaisis-daavadebatha-centris-epilogebi-kharagaulshi-chinelebis-dasakhlebas-moinakhuleben

მედიის ტიპები: ინტერნეტი
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სახელმწიფოს კლინიკების მიმართ დავალიანება არ აქვს

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სახელმწიფოს კლინიკების მიმართ დავალიანება არ აქვს. მისი თქმით, ის თანხები, რაც კლინიკებს აქვს მოთხოვნილი, იანვრის ბოლომდე სრულად ჩაირიცხება. „დავალიანება არ არსებობს. ჩვენ ვიმყოფებით დადგენილების ფარგლებში და დავალიანებას თვის ბოლომდე დავხურავთ.

https://www.interpressnews.ge/ka/article/582605-jandacvis-ministris-gancxadebit-saxelmcipos-klinikebis-mimart-davalianeba-ar-akvs

მედიის ტიპები: ინტერნეტი
მედია საშუალებები: ექსპრესნიუს.ჯი

გამყრელიძე: დღეიდან საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტების ვიზიტები იწყება იმ ადგილებში, სადაც ჩინური განსახლება ინტენსიურია

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, დღეიდან საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტების ვიზიტები იმ ადგილებში იწყება, სადაც ჩინური განსახლება ინტენსიურია. მისი თქმით, თუ მოქალაქე ნამყოფია ჩინეთში 2 კვირის განმავლობაში, საჭიროა გადაუდებლად ექიმის კონსულტაცია და რეფერალი ინფექციურ საავადმყოფოში.

https://expressnews.com.ge/?id=96078

მედიის ტიპები: ინტერნეტი
მედია საშუალებები: ტაბულა.ჯი

ჯანდაცვის მინისტრი: მოქალაქეებს რეკომენდაციას ვაძლევთ - შეზღუდონ მოგზაურობა ჩინეთში

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს რეკომენდაციებს აძლევს - "შეზღუდონ ფრენები და მოგზაურობა ჩინეთის მიმართულებით". მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ჩინეთიდან პირდაპირი რეისები ამ ეტაპისთვის გადადებულია და დღეს მიიღებენ გადაწყვეტილებას, შემდეგი რეისების გადადების საჭიროებასთან დაკავშირებით.

http://www.tabula.ge/ge/story/163825-jandacvis-ministri-moqalaqeebs-rekomendacias-vadzlevt-shezghudon-mogzauroba-chinetshi

მედიის ტიპები: ინტერნეტი
მედია საშუალებები: რეპორტიორი.ჯი

ეკატერინე ტიკარაძე: არც ერთ ექიმს არ უთქვამს უარი აეროპორტში კორონავირუსზე მოქალაქეების შემოწმებაზე

„დღემდე არ ყოფილა არც ერთი ექიმის მხრიდან გაცხადებული უარი იმასთან დაკავშირებით, რომ მათ გაეწიათ შესაბამისი სამუშაოები სასაზღვრო ზონებზე“, - ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სასწრაფო დახმარების თანამშრომლების ნაწილმა აეროპორტში კორონავირუსზე მოქალაქეების შემოწმებაზე უარი თქვა.

http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=115088

მედიის ტიპები: ინტერნეტი
მედია საშუალებები: რეპორტიორი.ჯი

ამირან გამყრელიძე: ყველა ის ექიმი, რომელიც ამოწმებს მგზავრებს, დაცულია

„მე როგორც ვიცი, ეგ ტყუილია და არ შეესაბამება სინამდვილეს. ჩვენ გვაქვს საკმარისი მარაგი პირველი და მეორე რიგის დაცვითი საშუალებების“, - ასე გამოეხმაურა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სასწრაფო დახმარების თანამშრომლების ნაწილმა აეროპორტში კორონავირუსზე მოქალაქეების შემოწმებაზე უარი თქვა. „ყველა ის ექიმი, რომელიც დღეს ესაუბრება მგზავრებს, დაცულია და აქვს შესაბამისი ფორმა, მაგრამ თუ გამოვლინდა მსგავსი სიმპტომები, მაშინ კიდევ უფრო მაღალი დაცვის საშუალებები არსებობს, რომლის მარაგი ქვეყანას აქვს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=115084

მედიის ტიპები: ინტერნეტი
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი

ამირან გამყრელიძე - ყველა ის ექიმი, რომელიც ამოწმებს მგზავრებს, დაცულია და აქვს შესაბამისი ფორმა

მე როგორც ვიცი, ეგ ტყუილია და არ შეესაბამება სინამდვილეს. ჩვენ გვაქვს საკმარისი მარაგი პირველი და მეორე რიგის დაცვითი საშუალებების, - ასე გამოეხმაურა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სასწრაფო დახმარების თანამშრომლების ნაწილმა აეროპორტში კორონავირუსზე მოქალაქეების შემოწმებაზე უარი თქვა. მისივე განმარტებით, ყველა ექიმი, რომელიც დღეს მგზავრებს ესაუბრება, აღჭურვილია შესაბამისი ფორმით. „ყველა ის ექიმი, რომელიც დღეს ესაუბრება მგზავრებს, დაცულია და აქვს შესაბამისი ფორმა, მაგრამ თუ გამოვლინდა მსგავსი სიმპტომები, მაშინ კიდევ უფრო მაღალი დაცვის საშუალებები არსებობს, რომლის მარაგი ქვეყანას აქვს,“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

https://www.interpressnews.ge/ka/article/582592-amiran-gamqrelize-qvela-is-ekimi-romelic-amocmebs-mgzavrebs-daculia-da-akvs-shesabamisi-porma

მედიის ტიპები: ინტერნეტი
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი

ამირან გამყრელიძე - კორონავირუსის რამე სპეციფიკური მკურნალობა, ვაქცინა ან მედიკამენტი, რომელიც ვირუსის ამ ქვეტიპზე მოქმედებს, არ არის

კორონავირუსის რამე სპეციფიკური მკურნალობა, ვაქცინა ან სპეციფიკური მედიკამენტი, რომელიც ვირუსის ამ ქვეტიპზე მოქმედებს არ გახლავთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, ამ დროს მკურნალობა რეკომენდებულია ისე, როგორც ეს მიმდინარეობს ნებისმიერი რესპირატორული ინფექციით გამოწვეული დაავადების დროს.

https://www.interpressnews.ge/ka/article/582595-amiran-gamqrelize-koronavirusis-rame-specipikuri-mkurnaloba-vakcina-an-medikamenti-romelic-virusis-am-kvetipze-mokmedebs-ar-aris

მედიის ტიპები: ინტერნეტი
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი

ამირან გამყრელიძე - გრიპის ეპიდსიტუაცია ქვეყანაში მშვიდდება

გრიპის ეპიდსიტუაცია ქვეყანაში მშვიდდება. 100 ათას მოსახლეზე ახალი შემთხვევების რაოდენობა წინა კვირასთან შედარებით შემცირებულია, გვაქვს 172 შემთხვევა, მაშინ როდესაც წინა კვირას გვქონდა - 216, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი განმარტებით, ასევე შემცირებულია გრიპისა და გრიპის მსგავსი მძიმე რესპირატორული დაავადებებით ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები.

https://www.interpressnews.ge/ka/article/582601-amiran-gamqrelize-gripis-epidsituacia-kveqanashi-mshviddeba

მედიის ტიპები: ინტერნეტი
მედია საშუალებები: ბათუმელები.ჯი

კორონავირუსზე მგზავრებს სარფის საბაჟოსა და ბათუმის აეროპორტშიც ამოწმებენ – საგანგებო

კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ პრევენციული ღონისძიებები აჭარაშიც დაიწყო. საქართველოს საზღვარზე შემოსული მგზავრების შემოწმება მაღალ ტემპერატურასა და სხვა კლინიკურ ნიშნებზე, ბათუმის აეროპორტსა და სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზეც ხდება. სკრინინგს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ახორციელებს.

https://batumelebi.netgazeti.ge/news/250141/

მედიის ტიპები: ინტერნეტი
მედია საშუალებები: კომერსანტ.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის რეკომენდაცია - შეიზღუდოს ჩინეთის მიმართულებით მოგზაურობა

ვიძლევით რეკომენდაციებს ჩვენი მოქალაქეებისთვის, რათა მათ შეზღუდონ ფრენები და მოგზაურობა ჩინეთის მიმართულებით“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.მისივე თქმით, ჩინეთიდან პირდაპირი რეისები ამ ეტაპისთვის გადადებულია და დღეს იქნება შეხვედრა მაღალ დონეზე, სადაც მიიღებენ გადაწყვეტილებას შემდეგი რეისების გადადების საჭიროებასთან დაკავშირებით. „შექმნილი გვაქვს საგანგებო საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც აქტიურაც მუშაობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან იმ მიმართულებით, რომ აქტიური ინფორმაცია გვქონდეს. ჩვენი საჰაერო მიმოსვლა ასევე არის კონტროლს ქვეშ და გვაქვს ყველანაირი ინფორმაცია ავიახაზებიდან, რომლებიც საქართველოში ახორციელებენ ფრენას თუ რომელი მგზავრი რომელი ლოკაციიდან იწყებს ფრენას და შესაბამისად, ყველა პრევენციული ღონისძიება, რომელიც დღემდე საჭირო იყო, გატარებულია სამინისტროსა და სახელმწიფოს მხრიდან. ჩინეთიდან პირდაპირი რეისები ამ ეტაპისთვის გაადებულია. დღეს ჩვენ გვექნება კიდევ დამატებითი შეხვედრა მაღალ დონეზე, სადაც მივიღებთ გადაწყვეტილებას შემდეგ რეისებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. მინისტრის განმარტებით, ამ ეტაპისთვის ვაჭრობის კუთხით რაიმე შეზღუდვების დაწესებაზე არანაირი რეკომენდაცია არ არსებობს. „ამ ეტაპისთვის ვაჭრობის კითხით არანაირი შეზღუდვების დაწესებაზე არ გვაქვს არანაირი ინფორმაცია და რეკომენდაცია მიღებული. არც ვაქცინის შემუშავებაზე არ გვაქვს ამ ეტაპზე ინფორმაცია, თუმცა ერთი დადებითი ფაქტი, რომელიც გაჟღერდა დღეს დილით საერთაშორისო მედიაში არის ის, რომ 11 სამედიცინო პერსონალი, რომელიც იმყოფებოდა ადგილზე, განკურნებულია“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

https://commersant.ge/ge/post/djandacvis-ministris-rekomendacia-sheizgudos-chinetis-mimartulebit-mogzauroba

მედიის ტიპები: ინტერნეტი
მედია საშუალებები: კომერსანტ.ჯი

„არც ერთ ექიმს არ უთქვამს უარი სამუშაოები გაეწია საზღვარზე - ექიმებს ფიცი გვაქვს დადებული და საკუთარი რისკის ფასად ვახორციელებთ გარკვეულ ჩარევებს“

დღემდე არ ყოფილა არც ერთი ექიმის მხრიდან გაცხადებული უარი იმასთან დაკავშირებით, რომ მათ გაეწიათ შეასაბამისი სამუშაოები სასაზღვრო ზონებზე“, - ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სასწრაფო დახმარების თანამშრომლების ნაწილმა აეროპორტში კორონავირუსზე მოქალაქეების შემოწმებაზე უარი თქვა.

https://commersant.ge/ge/post/arc-ert-eqims-ar-utqvams-uari-samushaoebi-gaewia-sazgvarze-eqimebs-fici-gvaqvs-dadebuli-da-sakutari-riskis-fasad-vaxorcielebt-garkveul-charevebs

მედიის ტიპები: ინტერნეტი
მედია საშუალებები: კვირა.ჯი

ეკატერინე ტიკარაძე კორონავირუსზე: ჩვენი საჰაერო მიმოსვლა კონტროლის ქვეშაა, რისკების მქონე პაციენტების შემოწმება ექიმების მხრიდან სრული აღჭურვილობით განხორციელდება

ჩვენი საჰაერო მიმოსვლა კონტროლის ქვეშაა, რისკების მქონე პაციენტების შემოწმება ექიმების მხრიდან სრული აღჭურვილობით განხორციელდება, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ კორონავირუსზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მოქალაქეებმა ფრენები და მოგზაურობა ჩინეთის მიმართულებით უნდა შეზღუდონ. “დღემდე ჩვენ ვიძლევით რეკომენდაციებს ჩვენი მოქალაქეებისთვის, რათა მათ შეზღუდონ ფრენები და მოგზაურობა ჩინეთის მიმართულებით. ასევე, ჩვენ გვაქვს შექმნილი საგანგებო საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც აქტიურად მუშაობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან იმ მიმართულებით, რომ გვქონდეს ინფორმაცია. ჩვენი საჰაერო მიმოსვლა ასევე არის კონტროლის ქვეშ.

http://kvira.ge/534912

მედიის ტიპები: ინტერნეტი
მედია საშუალებები: ბიემ.ჯი

მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარებული თიბისის მობაილბანკი ვიზუალურად მთლიანად განახლდა. მომხმარებლებისთვის ცხოვრების გამარტივების მიზნით, აპლიკაცია კიდევ უფრო მოქნილი, თანამედროვე და დახვეწილი გახდა. განახლებული მობაილბანკი ფრო მეტად მოერგო მომხმარებლის სურვილებს და საჭიროებებს. რედიზაინის შედეგად შეიცვალა: · აპლიკაციის მთლიანი ვიზუალური სტილი; · აპლიკაციის მთავარი გვერდი, რომელიც კიდევ უფრო სადა გახდა; · დაემატა მუქი დიზაინის ვერსია; · დაიხვეწა „ხმოვანი ასისტენტის“ ფუნქციონალი და ვიზუალური მხარე; · ”ჩემი პროდუქტების“ გვერდზე წინა პლანზე გამოვიდა ყველაზე ხშირად გამოყენებადი ფუნქციები; · საკრედიტო ბარათის მონაცემები და დაგროვებული ერთგული ქულები გამოვიდა მთავარ გვერდზე; · ბლოკირებული თანხების განყოფილება გაქრა და ის ტრანზაქციების გრაფაში გაერთიანდა; · შეიცვალა ”ჩემი ხარჯების“ განყოფილების ვიზუალი სტილი. თიბისის მობაილბანკი ასე მასშტაბურად ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პირველად განახლდა. აპლიკაცია უკვე ხელმისაწვდომია მომხმარებლისთვის როგორც app store-ზე, ისე - google play-ზე. მომხმარებლების ცხოვრების კიდევ უფრო გასამარტივებლად, აპლიკაციის რედიზაინის პროექტზე თიბისის მობაილბანკის გუნდმა 10 თვის განმავლობაში იმუშავა. ცვლილებები პროცესში მომხმარებლებისგან მიღებული უკუკავშირის შედეგად დაინერგა.

მინდა მივცე რეკომენდაცია ყველა დაწესებულებას, ნუ შეეცდებიან თავიანთი ხარჯების ოპტიმიზაციას სამედიცინო პერსონალის ხარჯზე, - ასე მიმართავს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კლინიკების ხელმძღვანელებს, რომლებიც ამბობენ, რომ ხარჯების შემცირების გამო, იძულებული გახდნენ თანამშრომლების ხელფასები 20%-30%-ით შეემცირებინათ.

https://bm.ge/ka/article/quotminda-mivce-rekomendacia-yvela-samedicino-dawesebulebasquot---ras-urchevs-klinikebs-ministri/47733/

მედიის ტიპები: ინტერნეტი
მედია საშუალებები: ექსპრესნიუს.ჯი

ტიკარაძე - ჩვენ ვიძლევით რეკომენდაციებს ჩვენი მოქალაქეებისთვის, რათა მათ ჩინეთის მიმართულებით ფრენები შეზღუდონ

„დღემდე ჩვენ ვიძლევით რეკომენდაციებს ჩვენი მოქალაქეებისთვის, რათა მათ შეზღუდონ ფრენები და მოგზაურობა ჩინეთის მიმართულებით“, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანრმთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან აეროპორტებში მკაცრი რეგულაციების დაწესებაზე განსაკუთრებული მითითებები არ ყოფილა. „დღემდე ჩვენ ვიძლევით რეკომენდაციებს ჩვენი მოქალაქეებისთვის, რათა მათ შეზღუდონ ფრენები და მოგზაურობა ჩინეთის მიმართულებით. ასევე ჩვენ შექმნილი გვაქვს საგანგებო საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც აქტიურად მუშაობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან. იმ მიმართულებით რომ გვქონდეს აქტიური ინფორმაცია, ჩვენი საჰაერო მიმოსვლა ასევე კონტროლის ქვეშაა. ამ ეტაპისთვის, საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდანაც არ ყოფილა მოწოდებული განსაკუთრებული მითითებები იმის შესახებ, რომ აეროპორტებში მკაცრი რეგულაციები დაგვაწესებინა, თუმცა ჩვენ ამისთვისაც მზად ვართ. საჭიროების შემთხვევაში, როდესაც დაფიქსირდება საჰაერო თუ სახმელეთო მიმოსვლის რისკის მქონე პაციენტი, მათი შემოწმება განხორციელდება ექიმების მხრიდან სრული აღჭურვილობით“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

https://expressnews.com.ge/?id=96072

მედიის ტიპები: ინტერნეტი
მედია საშუალებები: ბიემ.ჯი

რატომ გაჭიანურდა 520-ე დადგენილებაში ცვლილებების შეტანა? - მინისტრი ექიმებს აკრიტიკებს

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ მთავრობის 520-ე დადგენილებაში გარკვეული პუნქტების შესაცვლელად ექიმებმა საკმარისი მტკიცებულებები ვერ წარადგინეს. როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, საყოველთაო ჯანდაცვის საბჭოს მუშაობა ინტენსიურად, ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. „შეხვედრები ინტენსიურად მიმდინარეობს, ყოველდღიურ რეჟიმში და დღეში ორჯერ, სხვადასხვა სექტორის მიმართულებით. მუშაობა გაჭიანურდა იქიდან გამომდინარე, რომ ექიმების მხრიდან მოწოდებული ის ფაქტები და მტკიცებულებები ვერ ჩაითვალა საკმარისად, რომ შეცვლილიყო 520-ე დადგენილების გარკვეული პუნქტები. ჩვენ მივეცით მათ გარკვეული განმარტებები და არაერთი დამატებითი ინფორმაცია. ასევე მივაწოდეთ დამატებითი ინფორმაცია საერთაშორისო სტრანდარტების მიხედვით, რათა შემდგომში დაემუშავებინათ ის ქართულ ენაზე, შეთანხმებულიყვნენ და დაებრუნებინათ პასუხები სამინისტროში“, - აღნიშნა მინისტრმა.

https://bm.ge/ka/article/ratom-gachianurda-520-e-dadgenilebashi-cvlilebebis-shetana---ministri-eqimebs-akritikebs-/47730/

მედიის ტიპები: ინტერნეტი
მედია საშუალებები: ბიემ.ჯი

მინისტრი კლინიკებში ხელფასის 20%-30%-მდე შემცირებასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს

კლინიკების მიმართ სარისკო დავალიანებები სახელმწიფოს არ გააჩნია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ თემის კომენტირებისას განაცხადა. „დავალიანება არ არსებობს, ჩვენ ვიმყოფებით დადგენილების ფარგლებში და დადგენილების ფარგლებში დავალიანებას თვის ბოლომდე დავხურავთ. ეს ნიშნავს იმას, რომ სამინისტროს უდგას ვალდებულება, დაფაროს სექტემბრის თვე და კლინიკების ნაწილს ეს დავალიანება უკვე დარიცხული აქვს, ხოლო იანვრის ბოლომდე დანარჩენ კლინიკებსაც დაერიცხებათ ის თანხები, რომელიც მათ აქვთ მოთხოვნილი. სარისკო დავალიანებები სახელმწიფოს კლინიკების მიმართ არ გააჩნია“, - განაცხადა მინისტრმა. რაც შეეხება კლინიკების ნაწილის ხელმძღვანელების განცხადებებს იმის შესახებ, რომ 520-ე დადგენილების ფარგლებში არსებული განფასების გამო, მედპერსონალისთვის ხელფასების შემცირება მოუწიათ, მინისტრი ამბობს, რომ კლინიკები სიმართლეს არ ამბობენ. „მინდა გამოვეხმაურო იმ ფაქტს, რომელიც გაჟღერებული იყო ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში, რომ არის გადინება სამედიცინო პერსონალის სხვადასხვა სტრუქტურებში, ეს ბადებს გარკვეულ კითხვებს, რადგან ის ვალდებულებები, რაც სახელმწიფოს უდგას კლინიკების მიმართ, არ არის 520-ე დადგენილების ფარგლებში, შესაბამისად, მათ გადასახადების მიმართულებით არანაირი რისკი არ უდგათ და ეს არ უნდა ასახულიყო მედპერსონალზე. გარდა ამისა, 520-ე დადგენილება მოიცავს სახელფასო ანაზღაურების სრულიად იმ ციფრებს და მასშტაბებს, რომლებიც იყო 520-ე დადგენილების ჩაშვებამდე და დაწყებამდე ანუ როცა მაისის თვიდან ჩვენ მოგვიწევს ანაზღაურების გადახდა პერსონალის ანაზღაურებაზე, ის ასახული არ უნდა იყოს. ჩვენ მკაცრად დავიცავთ ექიმების და ექთნების უფლებებს“, - თქვა მინისტრმა.

https://bm.ge/ka/article/ministri-klinikebshi-xelfasis--20-30-mde-shemcirebastan-dakavshirebit-pirvel-komentars-aketebs-/47728/

მედიის ტიპები: ინტერნეტი
მედია საშუალებები: ბიემ.ჯი

ჯანდაცვის მინისტრი: სასაზღვრო პუნქტებში მუშაობაზე უარი არც ერთ ექიმს არ უთქვამს

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ექიმები სასაზღვრო პუნქტებზე პაციენტების შემოწმებაზე უარს იმ მიზეზით ამბობენ, რომ მათ შესაბამისი აღჭურვილობა არ აქვთ. ტიკარაძე ამტკიცებს, რომ თუკი საეჭვო შემთხვევა დაფიქსირდება, ექიმები შესაბამისი აღჭურვილობით მოემსახურებიან პაციენტებს. „დღემდე ჩვენ ვიძლევით რეკომენდაციებს ჩვენი მოქალაქეებისთვის, რათა მათ შეზღუდონ ფრენები და მოგზაურობა ჩინეთის მიმართულებით.

https://bm.ge/ka/article/jandacvis-ministri-sasazgvro-punqtebshi-mushaobaze-uari-arc-ert-eqims-ar-utqvams/47724/

მედიის ტიპები: ინტერნეტი
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი

ჯანდაცვის მინისტრი - ჩვენი მოქალაქეებისთვის რეკომენდაციებს ვიძლევით, რათა მათ ჩინეთის მიმართულებით მოგზაურობა შეზღუდონ

ვიძლევით რეკომენდაციებს ჩვენი მოქალაქეებისთვის, რათა მათ შეზღუდონ ფრენები და მოგზაურობა ჩინეთის მიმართულებით, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ჩინეთიდან პირდაპირი რეისები ამ ეტაპისთვის გადადებულია და დღეს იქნება შეხვედრა მაღალ დონეზე, სადაც მიიღებენ გადაწყვეტილებას შემდეგი რეისების გადადების საჭიროებასთან დაკავშირებით. „შექმნილი გვაქვს საგანგებო საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც აქტიურაც მუშაობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან იმ მიმართულებით, რომ აქტიური ინფორმაცია გვქონდეს. ჩვენი საჰაერო მიმოსვლა ასევე არის კონტროლს ქვეშ და გვაქვს ყველანაირი ინფორმაცია ავიახაზებიდან, რომლებიც საქართველოში ახორციელებენ ფრენას თუ რომელი მგზავრი რომელი ლოკაციიდან იწყებს ფრენას და შესაბამისად, ყველა პრევენციული ღონისძიება, რომელიც დღემდე საჭირო იყო, გატარებულია სამინისტროსა და სახელმწიფოს მხრიდან.

https://www.interpressnews.ge/ka/article/582581-jandacvis-ministri-chveni-mokalakeebistvis-rekomendaciebs-vizlevit-rata-mat-chinetis-mimartulebit-mogzauroba-shezgudon

მედიის ტიპები: ინტერნეტი
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი

ეკატერინე ტიკარაძე - არც ერთ ექიმს არ უთქვამს უარი სამუშაოები გაეწია საზღვარზე - ექიმებს ფიცი გვაქვს დადებული და საკუთარი რისკის ფასად ვახორციელებთ გარკვეულ ჩარევებს

დღემდე არ ყოფილა არც ერთი ექიმის მხრიდან გაცხადებული უარი იმასთან დაკავშირებით, რომ მათ გაეწიათ შეასაბამისი სამუშაოები სასაზღვრო ზონებზე, - ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სასწრაფო დახმარების თანამშრომლების ნაწილმა აეროპორტში კორონავირუსზე მოქალაქეების შემოწმებაზე უარი თქვა.

https://www.interpressnews.ge/ka/article/582575-ekaterine-tikaraze-arc-ert-ekims-ar-utkvams-uari-samushaoebi-gaecia-sazgvarze-ekimebs-pici-gvakvs-dadebuli-da-sakutari-riskis-pasad-vaxorcielebt-garkveul-charevebs

მედიის ტიპები: ინტერნეტი
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი

ამირან გამყრელიძე - დღეიდან საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტების ვიზიტი იწყება იმ ადგილებში, სადაც ინტენსიურია ჩინეთის მოქალაქეების განსახლება

დღეიდან საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტების ვიზიტი იწყება იმ ადგილებში, სადაც ინტენსიურია ჩინეთის მოქალაქეების განსახლება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა. ამირან გამყრელიძემ განაცხადა. ამასთან, მისი თქმით, ჯერჯერობით, კორონავირუსის საეჭვო სიმპტომებიანი არც ერთი ადამიანი არ დაფიქსირებულა.

https://www.interpressnews.ge/ka/article/582571-amiran-gamqrelize-dgeidan-sazogadoebrivi-jandacvis-specialistebis-viziti-icqeba-im-adgilebshi-sadac-intensiuria-chinetis-mokalakeebis-gansaxleba

მედიის ტიპები: ინტერნეტი
მედია საშუალებები: ბიემ.ჯი

ჯანდაცვის სამინისტრო: დღეიდან ჩინელებით დასახლებულ ადგილებში საინფორმაციო კამპანია იწყება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებით, საქართველოში აღრიცხულია ის ადგილები, დიდი ჩასახლებები, სადაც ჩინეთის მოქალაქეები ცხოვრობენ და იქ ინტენსიური საინფორმაციო კამპანიები დაიწყება. „დღეიდან იწყება საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტების ვიზიტები. უკვე აღრიცხული გვაქვს დიდი ჩასახლების ადგილები, სადაც ინტენსიურია ჩინეთის მოსახლეობის დასახლებები.

https://bm.ge/ka/article/jandacvis-saministro-dgeidan-chinelebit-dasaxlebul-adgilebshi-sainformacio-kampania-iwyeba/47722/

მედიის ტიპები: ინტერნეტი
მედია საშუალებები: კვირა.ჯი

ამირან გამყრელიძე: აღრიცხულია დიდი ჩასახლების ადგილები, სადაც ჩინეთის მოქალაქეები არიან, დაურიგდებათ შესაბამისი საინფორმაციო ბუკლეტები და ჩაუტარდებათ გასაუბრება

დღეს, 15:00 საათზე ქუთაისის სამმართველოს ეპიდომოლოგები ხარაგაულის რაიონში გადიან, სადაც აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანის მშენებლები არიან თავმოყრილი და იქ მათ შესაბამისი საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგდებათ და ჩაუტარდებათ გასაუბრება თუა რას უნდა უფრთხილდნენ, – ამის შესახებ “დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის” ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ კორონავირუსთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

http://kvira.ge/534893

მედიის ტიპები: ინტერნეტი
მედია საშუალებები: ინფო9

ჯანდაცვის სამინისტროში უარყოფენ ინფორმაციას, რომ სასწრაფო დახმარების თანამშრომლების ნაწილმა აეროპორტში კორონავირუსზე მოქალაქეების შემოწმებაზე უარი თქვა

ჯანდაცვის სამინისტროში უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სასწრაფო დახმარების თანამშრომლების ნაწილმა აეროპორტში კორონავირუსზე მოქალაქეების შემოწმებაზე უარი თქვა და აცხადებენ, რომ არც ერთ თანამშრომელს პროტესტი არ გამოუთქვამს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, სასწრაფოს თანამშრომლები, რომლებიც აეროპორტში მუშაობენ, უსაფრთხოების თვალსაზრისით დაცულები არიან. მათივე ინფორმაციით, სასწრაფოს თანამშრომელს პერსონალური დაცვისთვის c დონის სამოსი (სასწრაფოს ფორმა) აცვია და ამ ეტაპზე რაიმე სხვა დამატებით ზომების მიღების საჭიროება არ დგას.

https://info9.ge/chven-shesakheb/218819-jandacvis-saministroshi-uaryofen-informacias-rom-sastsrafo-dakhmarebis-thanamshromlebis-natsilma-aeroportshi-koronavirusze-moqalaqeebis-shemotsmebaze-uari-thqva.html?lang=ka-GE

მედიის ტიპები: ინტერნეტი
მედია საშუალებები: ბიეფემ.ჯი

თამარ გაბუნია – შესაძლებელია, საჭიროება დადგეს, რომ ჩინეთიდან პირდაპირი რეისები შეიზღუდოს

შესაძლებელია დადგეს საჭიროება, რომ ჩინეთიდან პირდაპირი რეისები შეიზღუდოს და კიდევ უფრო გამკაცრდეს ტრანზიტული ქვეყნებიდან მგზავრების კონტროლი, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისი თქმით, პირველი რეკომენდაცია, რისი განხილვაც მოხდება ხვალიდან იქნება მოგზაურობის შეზღუდვები.

http://bfm.ge/%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94/

მედიის ტიპები: ინტერნეტი
მედია საშუალებები: ბიემ.ჯი

რა ხდება კორონავირუსის მიმართულებით მსოფლიოსა და საქართველოში? - ამირან გამყრელიძის განმარტება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში შემოსული ჩინეთის ყველა მოქალაქე მოწმდება და ვირუსის რაიმე ნიშანი არ დაფიქსირებულა. როგორც გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გამოყოფილია 4 ინფექციური სამედიცინო ცენტრი, რომელიც მოემსახურება პაციენტებს იმ შემთხვევაში, თუკი რაიმე ნიშანი გამოვლინდება.

https://bm.ge/ka/article/ra-xdeba-koronavirusis-mimartulebit-msofliosa-da-saqartveloshi---amiran-gamyrelidzis-ganmarteba/47719/

 

მედიის ტიპები: ინტერნეტი
მედია საშუალებები: ნიუპოსტს.ჯი

სასწრაფო დახმარების თანამშრომლების ნაწილმა აეროპორტში კორონავირუსზე მოქალაქეების შემოწმებაზე უარი თქვა? - რას ანბიბენ ჯანდაცვის სამინისტროში

გავრცელებული ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების თანამშრომლების ნაწილმა აეროპორტში კორონავირუსზე მოქალაქეების შემოწმებაზე უარი თქვა.

https://www.newposts.ge/?l=G&id=223095-%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%98,%20%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%9D

მედიის ტიპები: ინტერნეტი
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი

ჯანდაცვის სამინისტროში უარყოფენ ინფორმაციას, რომ სასწრაფო დახმარების თანამშრომლების ნაწილმა აეროპორტში კორონავირუსზე მოქალაქეების შემოწმებაზე უარი თქვა

ჯანდაცვის სამინისტროში უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სასწრაფო დახმარების თანამშრომლების ნაწილმა აეროპორტში კორონავირუსზე მოქალაქეების შემოწმებაზე უარი თქვა და აცხადებენ, რომ არც ერთ თანამშრომელს პროტესტი არ გამოუთქვამს.

https://www.interpressnews.ge/ka/article/582546-jandacvis-saministroshi-uarqopen-inpormacias-rom-sascrapo-daxmarebis-tanamshromlebis-nacilma-aeroportshi-koronavirusze-mokalakeebis-shemocmebaze-uari-tkva

მედიის ტიპები: ინტერნეტი
მედია საშუალებები: ონ.ჯი

კორონავირუსთან დაკავშირებით მგზავრებს ბათუმისა და ქუთაისის აეროპორტებშიც ამოწმებენ

კორონავირუსთან დაკავშირებით მგზავრებს საქართველოს აეროპორტებში ამოწმებენ. თბილისის შემდეგ უკვე დაიწყო შემოწმება ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებშიც. აჭარის ტელევიზიის ცნობით, ბათუმის აეროპორტში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები მგზავრებს სპეციალური დისტანციური თერმომეტრით სიცხეს უზომავენ და მათ ვირუსის შესახებ ინფორმაციას აწვდიან.

https://on.ge/story/49360-%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%97-%E1%83%9B%E1%83%92%E1%83%96%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1-%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%A5%E1%83%A3%E1%83%97%E1%83%90%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%AA-%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%AC%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%9C

მედიის ტიპები: ინტერნეტი
მედია საშუალებები: რეპორტიორი.ჯი

ქვიშხეთში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპული ბავშვების დედა გარდაიცვალა

ხაშური-ბორჯომის საავტომობილო გზაზე, ქვიშხეთთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული ბავშვების დედა, რომლის გადარჩენასაც ექიმები ცდილობდნენ, გარდაიცვალა. როგორც „რეპორტიორს“ დაღუპულების ოჯახის ახლობელმა, ლიზი მჟავანაძემ აცნობა, დაღუპული, ბანძელაძეების ოჯახი ქუთაისში ცხოვრობს. პროფესიით მხატვარი ბექარი წლების განმავლობაში ემიგრაციაში, ისრაელში იმყოფებოდა და სამშობლოში ახალი დაბრუნებული იყო.

http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=115062

მედიის ტიპები: ინტერნეტი
მედია საშუალებები: ბიემ.ჯი

2019 წელს შრომის ინსპექტორებმა 1,254 შემოწმება განახორციელეს - ბექა ფერაძე

გასულ წელს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა 1,254 ინსპექტირება და რეინსპექტირება განახორციელა. დეპარტამენტის ხელმძღვანელის ბექა ფერაძის ინფორმაციით, რეინსპექტირების შემდეგ ობიექტებზე დადებითი ტენდენციები შეინიშნება.

https://bm.ge/ka/article/2019-wels-shromis-inspeqtorebma-1254-shemowmeba-ganaxorcieles---beqa-feradze-/47694/

მედიის ტიპები: ინტერნეტი
მედია საშუალებები: ექსპრესნიუს.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე არ გამორიცხავს, ჩინეთიდან პირდაპირი რეისები შეიზღუდოს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია არ გამორიცხავს, ჩინეთიდან პირდაპირი რეისები შეიზღუდოს და ტრანზიტული ქვეყნებიდან მგზავრების კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდეს. როგორც გაბუნიამ აღნიშნა, ამ დროისთვის სამინისტრო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს ელოდება, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, გადაწყვეტილებას თავად მიიღებს.

https://expressnews.com.ge/?id=96058

მედიის ტიპები: ინტერნეტი
მედია საშუალებები: პრაიმთაიმ.ჯი

ამბობენ თუ არა, ქართველი ექიმები უარს აეროპორტში გასვლაზე?

ალია” სასწრაფო დახმარების თანამშრომლის მონათხრობს ავრცელებს. სააგენტოს თქმით, ექიმი მათ თავად დაუკავშირდა. ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: „გვითხრეს, რომ უნდა გავიდეთ და აეროპორტში შევამოწმოთ მოქალაქეები.

https://www.primetime.ge/news/1580072896-%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94

მედიის ტიპები: ინტერნეტი
მედია საშუალებები: პრაიმთაიმ.ჯი

ამბობენ თუ არა, ქართველი ექიმები უარს აეროპორტში გასვლაზე?

ალია” სასწრაფო დახმარების თანამშრომლის მონათხრობს ავრცელებს. სააგენტოს თქმით, ექიმი მათ თავად დაუკავშირდა. ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: „გვითხრეს, რომ უნდა გავიდეთ და აეროპორტში შევამოწმოთ მოქალაქეები. ჩვენ ფიცი გვაქვს დადებული ადამიანის გადასარჩენად, მაგრამ – თანამშრომელთა უმეტესობა არ ვაპირებთ ამ ბრძანებას დავემორჩილოთ.

https://www.primetime.ge/news/1580072896-%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94