მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო,
როგორც მოგეხსენებათ, ამა წლის 18 დეკემბერს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ფარგლებში, „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის“ 64-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდა კანონის სამოქმედო გეგმა. კანონის ეს ჩანაწერი, 49-ე მუხლის მეორე პუნქტთან ერთად, ავალდებულებს საქართველოს პარლამენტს უზრუნველყოს აღნიშნული სამოქმედო გეგმის მონიტორინგი.
სამოქმედო გეგმა, უწყებების მიერ შესასრულებელ ღონისიებებს, ძირითადად 2 ეტაპად ყოფს. პირველი - 2021 წლის 1 იანვრამდე და მეორე - 2025 წლის 1 იანვრამდე შესასრულებელ ღონისძიებებს.
თანდართულ ფაილის სახით, გთავაზობთ, პირველი ეტაპის - 2021 წლის 1 იანვრამდე შესასრულებელი ღონისძიებათა ჩამონათვალს, უწყებების მიხედვით.
გთხოვთ, ამა წლის 18 მარტამდე, ამ გეგმაში ჩამოთვლილი ღონისძიებების მიხედვით, წერილობითი სახით, კომიტეტს წარუდგინოთ თქვენი უწყების ანგარიში, გეგმაში მოცემულ თითოელი ღონისძიების ჩატარების ან მისი დაგეგმვის შესახებ. ასევე გიგზავნით 18 დეკემბერს დამტკიცებულ სამოქმედო გეგმას, (რომელიც გასული წლის 20 დეკემბერს ჩემს მიერ უკვე იქნება გამოგზავნილი).
29 მარტს, 11 საათზე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ, საკომიტეტო მოსმენის ფარგლებში, ჩანიშნულია თქვენს მიერ 18 მარტამდე წერილობით წარმოსადგენი ანგარიშების ზეპირი მოსმენა.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სახელით მადლობას მოგახსენებთ აქტიური ჩართულობისათვის და ვიმედოვნებთ სამომავლო ნაყოფიერ თანამშრომლობას.
საუკეთესო სურვილებით,
ანა ფირცხალაშილი
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ექსპერტი.