• 2019 წლის 20 ივნისს, ხელისუფლების მიერ დაშვებულ სამწუხარო შეცდომას, საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. ხელისუფლებამ აღიარა დაშვებული შეცდომა და შესაბამისი რეაგირება მოახდინა.
• მიუხედავად ამისა, დესტრუქციული ოპოზიცია შეეცადა, რომ პროტესტი საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოეყენებინა და პარლამენტის შენობაზე შტურმის მიტანით ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა სცადა.
• ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში, ოპონენტებმა საკუთარ განცხადებებში, პირდაპირ თუ ირიბად, არაერთხელ დაადასტურეს, რომ 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტის შენობაზე მიტანილი შტურმი კარგად დაგეგმილი პროვოკაცია იყო, რომლის საბოლოო მიზანიც - ხელისუფლების დამხობა იყო!
• ხელისუფლების დამხობის მიზნით, სახელმწიფო ინსტიტუტზე მიტანილი იერიშის მოგერიების დროს, პოლიცია მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, რა დროსაც, სამწუხაროდ, ფიზიკური დაზიანებები მიიღეს როგორც საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, ასევე პოლიციელებმა. ამ მძიმე შედეგებზე პასუხისმგებლობა სწორედ ამ ამბოხების ორგანიზატორებს ეკისრებათ.
• ამ მოვლენების შედეგად, ხელისუფლებამ დემოკრატიის ტესტი წარმატებით გაიარა, გამოავლინა მაქსიმალური ჰუმანიზმი, ყველაფერი გააკეთა იმ ადამიანთა ჯანმრთელობის რეაბილიტაციისთვის, ვინც ძალადობრივი შტურმისას, მძიმე ფიზიკური დაზიანება მიიღო. ამავდროულად, რეაგირების გარეშე არ დატოვა ძალადობრივი შტურმის მოგერიებისას სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტები.
• დღეს, ამ მძიმე მოვლენებიდან 1 წლის შემდეგ, კიდევ უფრო თვალსაჩინო და ხაზგასმულია განსხვავება - დემოკრატიულ, ეფექტურ, საკუთარ ხალხზე მზრუნველ ხელისუფლებასა და დესტრუქციაზე ორიენტირებულ, ყველაფერზე წამსვლელ პოლიტიკურ ძალებს შორის. პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის პირობებში კი, ერთიანი სახელისუფლებო გუნდის ეფექტურმა ნაბიჯებმა, საბოლოოდ დაუსვა წერტილი ოპოზიციის დესტრუქციულ დღის წესრიგს, რომელიც პანდემიის პირობებშიც კი საკუთარი ხალხის, საკუთარი ქვეყნისა და ხელისუფლების დაზიანებაზე იყო ორიენტირებული.
• ჩვენ ვგრძნობთ საზოგადოების მხარდაჭერას, ამიტომ, „ქართული ოცნება“, ქართველ ხალხთან ერთად, ისეთივე წარმატებით დაძლევს ოპოზიციის დესტრუქციულ დღის წესრიგს და ისევე დამაჯერებლად გაიმარჯვებს მომავალ არჩევნებზე, როგორ დამაჯერებლადაც ყველა ერთად დავუპირისპირდით გლობალურ პანდემიას ჩვენ, ყველა ერთად, ქვეყანას საბოლოოდ გავიყვანთ გამარჯვების გზაზე და ღირსეულ ადგილს დავუმკვიდრებთ თავისუფალ, ევროპულ, დემოკრატიულ ოჯახში!