From : tamta mikeladze <t.mikeladze@yahoo.com>
To : Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Mariam Chikobava <mchikobava@mes.gov.ge>; Londa Toloraia <ltoloraia@mia.gov.ge>; Khatiashvili Goga <khatiashvilig@mia.gov.ge>; Ekaterine Skhiladze <eskhiladze@ombudsman.ge>; Anna Iluridze <ailuridze@ombudsman.ge>; Eter Tskhakaia <etskhakaia@ssa.gov.ge>
Subject : 18 ივნისის შეხვედრა მარნეულში_იძულებითი ქორწინების საკითხებზე
Cc : Kamilla.mamedova@gmail.com; Eliso Lomidze <elisolomidze@yahoo.com>; Tina <tinagog@hotmail.com>
Received On : 12.06.2019 11:38

მოგესალმებით,

იმედია, რომ თქვენთან ყველაფერი ნორმალურად არის. 

გწერთ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) სახელით. მიმდინარე წლის 18 ივნისს EMC, მარნეულის სათემო რადიოსთან ერთად, მარნეულში ვგეგმავთ სამუშაო შეხვედრის ორგანიზებას გოგონა იძულებითი ქორწინებისა და ადრეული ქორწინების საკითხებზე. შეხვედრის მონაწილეები იქნებიან ადგილობრივი აქტივისტები, თემის ლიდერები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მასწავლებლები. ვფიქრობთ, რომ ამ შეხვედრაზე სახელმწიფო უწყებების შსს-ს, განათლების სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროს, სახალხო დამცველის წარმომადგენლების მონაწილეობა და მათ პოლიტიკაზე და მომავალ გეგმებზე ხედვების გაზიარება მნიშვნელოვანი იქნება. 

გთხოვთ, მოგვწეროთ მოახერხებენ თუ არა თქვენი უწყებების წარმომადგენლები შეხვედრაში მონაწილეობას და კონკრეტულად ვინ შეძლებს შეხვედრაზე დასწრებას. 

შეხვედრა 18 ივნისს 14:00 საათზე დაიწყება და 2.5 საათი გასტანს. 

შეხვედრასთან დაკავშირებული დამატებითი დეტალების შესახებ მოგვიანებით დაგიბრუნდებით, თქვენი პირველადი პოზიციების მოსმენის შემდეგ.  

ველით თქვენს გამოხმაურებას.

წინასწარ დიდ მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის

პატივისცემით,
თამთა 

Tamta MIKELADZE
Director of Equality Policy Programme

Human Rights Education and Monitoring Center (EMC)

M: +995 599 155 977 P: +995 32 2 23 37 06
A: I. Abashidze str N12b; 0179 Tbilisi, Georgia
F: EMCRIGHTS