მედია მონიტორინგი
16 ივნისი
ტელევიზია
16.06.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 15:00
Link: 16.06.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 15:00
ტყიბულში მეშახტეები აქციას მართავენ. მინდელისა და ძიძიგურის შახტში დასაქმებულები უსაფრთხოების ნორმების დაცვას და ხელფასების ზრდას ითხოვენ. მათი თქმით, რამდენიმე დღის წინ, დამხმარე ჭავლი მუშა პროცესში დაზიანდა და მეშახტეების სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დადგა. ისინი დახმარებას კვლავ მთავრობას სთხოვენ. დასაქმებულები ამბობენ, რომ ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ისინი შახტებში მუშაობას არ განაახლებენ.
16.06.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 15:00
Link: 16.06.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 15:00
არცერთი ინციფირებული ბოლო 24 საათში, სამაგიეროდ გაიზარდა განკურნებულთა რიცხვი ოცით. მარინა ეზურბაია ამბობს, რომ დღევანდელი მონაცემები მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს, ვინაიდან კვლავ არსებობენ პაციენტები, რომელთა დაინფიცირების პირველწყარო ჯერ ცნობილი არ არის. საქართველო გახდა წარმატების ისტორია კავკასიაში კოვიდ 19-ის შეკავების თვალსაზრისით - ასე აფასებს საქარტველოს ბრძოლას ატლანტიკური საბჭო, რომლის ორგანიზებითაც გაიმართა ტელეკონფერენცია, სადაც თურქ, აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებთან ერთად ამირან გამყრელიძეც მონაწილეობდა. ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა თბილისის ზღვის ჰოსპიტალში.
16.06.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 15:00
Link: 16.06.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 15:00
კორონავირუსის მძიმე შემთხვევების რაოდენობა იკლებს - ამის შესახებ საუბარია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ანგარიშში, რომელიც უწყებამ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა. დოკუმენტში საუბარია ტენდენციებზე, რომელიც საქართველოში ვირუსის პირველი შემთხვევის დადასტურებიდან დღემდე გამოიკვეთა. "არც ის ორნიშნა რიცხვი და არც ეს ნული, არ გვაძლევს დამშვიდების უფლებას, ეპიდემია ქვეყანაში გრძელდება, მაგრამ ხაზს ვუსვამ, ის არის მართვადი და ემორჩილება კონტროლს, კიდევ ერთხელ მინდა ვისარგებლო თქვენი ეთერით და მოვუწოდო მოსახლეობას, რომ მეტად დავიცვათ სიფრთხილე და ის რეკომენდაციები, რასაც ჯანდაცვის სექტორი იძლევა,"- აცხადებს ამირან გამყრელიძე.
16.06.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 15:00
Link: 16.06.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 15:00
ტყიბულში მეშახტეების პროტესტი გრძელდება. შახტაში დასაქმებულები, რომლებიც რამდენიმე დღეა მუშაობაზე უარს აცხადებენ, დღეს მერიის წინ შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეთა მოთხოვნები უცვლელია - უსაფრთხოების ზომების დაცვა და ხელფასების ოცი პროცენტით გაზრდა. თუ მოთხოვნები არ შესრულდება, მეშახტეები პროტესტის გაგრძელებას აანონსებენ. დამსაქმებელ კომპანიაში კი განმარტავენ, რომ პირობები და ხელფასები გაუმჯობესდება, თუმცა იქამდე შახტის ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს, რაც სექტემბრამდე გაგრძელდება. მიხეილ სოცკი:"ჩვენ გვინდა შახტის ტექნიკური მდგომარეობა შევისწავლოთ და 5-6 მლნ-ის ინვესტირება მოვახდინოთ."
16.06.2020
მედია საშუალებები: მთავარი არხი - მთავარი ამბები 15:00
Link: 16.06.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 15:00
ტყიბულში მეშახტეების პროტესტი გრძელდება. შახტში დასაქმებულები, რომელთაც რამდენიმე დღის წინ მუშაობაზე უარი განაცხადეს, დღეს მერიის წინ შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია. უსაფრთხოების ზომების დაცვა და ხელფასების 20%-ით მომატება. მათი თქმით, კომისიამ, რომელიც შახტში არსებულ მდგომარეობას სწავლობდა, დასკვნა გამოაქვეყნა, რომლითაც შესაძებელია სამუშაოების პარალელურად მოხდეს რეაბილიტაცია, რასაც მეშახტეები არ ეთანხმებიან და ამბობენ, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. მეშახტეები გეჰმავენ, პროტეტსი მათი მოღცოვენბის დაკმაყოფილებმდე გააგრძელონ. შახტის თანამშრომლებმა მუშაობზე უარი 10 ივნისს განაცხადეს.
16.06.2020
მედია საშუალებები: ფორმულა - ფორმულა ნიუს 12:00
Link: 16.06.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 12:00
მთავრობამ მოამზადა ჯანდაცვის კანონმდებლობაში ცვლილებების ისეთი პაკეტი, რომელიც კიდევ უფრო გააღრმავებს ფინანსურ პრობლემებს ჯანდაცვის სისტემაში - ეს განცხადება „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. მისი თქმით, მომზადებული ცვლილებებით ჯანდაცვის სამინისტრო არ სჯერდება მარეგულირებლისა და მაკონტროლებლის ფუნქციებს და იმ მოვალეობებსაც ითავსებს, რასაც აქამდე სასამართლო ახორციელებდა.
16.06.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 15:00
Link: 16.06.2020 - I არხი - მოამბე 15:00
„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერებმა საბა ბუაძემ და ანა ნაცვლიშვილმა, 16 რესტორნის დაჯარიმებას საკითხზე ბრიფინგი გამართეს და ჯანდაცვის სამინისტროს რესტორნებისთვის არასამართლიანად დაკისრებული 10 000 ლარიანი ჯარიმის გაუქმებისკენ მოუწოდეს. საბა ბუაძის განცხადებით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ქმედება სადამსჯელო ოპერაციაა და ხელისუფლებამ უმძიმეს ვითარებაში მყოფი სარესტორნე ბიზნესი დახურვის პირას მიიყვანა.
16.06.2020
მედია საშუალებები: ტვ პირველი - დღის ამბები 16:00 ტვ 1
Link: 16.06.2020 - ტვ პირველი - დღის ამბები 16:00 ტვ 1
დახმარების ნაცვლად შევიწროვება და 160 ათასის ჯარიმა პანდემიის მერე გახსნილი რესტორნებისთვის. რა ბედი ელის ქვეყნის ეკონომიკას მაშინ, როდესაც პანდემიის ფონზე ისედაც კრიზისში მყოფ სარესტორნო ბიზნესს, გახნის თანავე უტევს ხელისუფლება. 16 რესტორანი მთავრობამ, 10 ათასი ლარით დააჯარიმა. გადაცემის სტუმრები არიან:კოტე გაბრიჩიძე და ესმა ბერიკიშვილი (01:51, ვიდეო-1) კოტე გაბრიჩიძე:"საკმაოდ კარგი განცახდებები იყო მაისის დასაწყისში, ქალბატონი ნათია გამოვიდა ძალიან კარგი წინადადებებით, რომელიც ადრგის დახმარებას ეხედბოდა, ამას მოჰყვა ის, რომ გდავედით მოლოდინის რეჟიმში.
16.06.2020
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 17:00
Link: 16.06.2020 - იმედი - ქრონიკა 17:00
საქართველოში კორონა ვირუსის სამი ახალი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. ცნობილია რომ მათგან ორი საქართველოს მოქალაქე არ არის. როგორია პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა და რას აცხადებენ სპეციალისტები. აზერბაიჯანის ორ მოქალაქეს საზღვარზე დაუფიქსირდა მაღალი ტემპერატურა, რის შემდეგაც ვირუსის მახასიათებელი სიმპტომებით ისინი თბილისის ზღვის ჰოსპიტალში გადმოიყვანეს.
16.06.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 17:00
Link: 16.06.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 17:00
1. კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა თბილსისი ზღვის ჰოსპიტალში დადასტურდა მათგან ერთ-ერთი მძღოლია. პაციენტებს ცხელების ცენტრიდან სხვადასხვა კლინიკაში გადაანაწილებენ. საქართველოში კორონავირუსის ინფიცირებულებს შორის 101 სამედიცინო პერსონალია, მათგან 1 გარდაიცვალა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული. რაც შეეხება ინფიცირებულთა ასაკს მაქსიმალური ასაკი 90 წელია მინიმალური კი 9 თვე. ოფიციალური მონაცემებიტ კოვიდ პაციენტების 11% უსიმპტომო იყო. სიმპტომებიდან კი ყველაზე ხშირად იყო ცხელება, ზოგადი სისუსტე, ხველება, ყელის და თავის ტკივილი, გემოსა და ყნოსვის ცვლილება. დაავადების სიმძიმე თვეების მიხედვით შეიცვალა.
16.06.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 17:00
Link: 16.06.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 17:00
მეშახტეებსა და კომპანიას შორის მოლაპარაკება შედგა. დასაქმებულები ხვალიდან მუშაობას შეუდგებიან. მათი თქმით, კომპანიის ხელმძღვანელებმა პირობა დადეს, რომ უსაფრთხოების ნორმები გაუნჯობესდება ხელფასების გადახედვა კი 27 აგვისტოდან დაიწყება. ასევე აუნაზღაურდებათ გაფიცვის დროს გაცდენილი დღეები დაიწყება ტექნიკური გადაიარაღება და გადამზადება.
16.06.2020
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 14:00
Link: 16.06.2020 - იმედი - ქრონიკა 14:00
26 თებერვლის შემდეგ პირველად, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისივე თქმით, 20-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და ამ დროისთვის საერთო რიცხვი 724-ს შეადგენს.
16.06.2020
მედია საშუალებები: ფორმულა - ფორმულა ნიუს 17:00
Link: 16.06.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 17:00
ტყიბულში მეშახტეების პროტესტი გრძელდება. შახტში დასაქმებულები, რომელთაც რამდენიმე დღის წინ მუშაობაზე უარი განაცხადეს, მერიის წინ შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეთა მოთხოვნები უცვლელია - უსაფრთხოების ზომების დაცვა და ხელფასის ოცი პროცენტით გაზრდა. მათი განცხადებით, კომისიამ, რომელიც შახტში არსებულ მდგომარეობას სწავლობდა დასკვნა დადო, რომლითაც შესაძლებელია სამუშაოების პარალელურად რეაბილიტაცია მოხდეს.
16.06.2020
მედია საშუალებები: ფორმულა - ფორმულა ნიუს 17:00
Link: 16.06.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 17:00
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 16 რესტორნისთვის დაწერილ 10 ათას ლარიან ჯარიმებს სადამსჯელო ოპერაციას უწოდებენ პარტიაში ლელო საქართველოსთვის. მათი თქმით, ხელისუფლებამ ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე ის რესტორნები და კაფეები დააჯარიმა, რომლებმაც პანდემიის პერიოდში ისედაც უდიდესი დარტყმა მიიღეს. „ლელო საქართველოსთვის“ ხელისუფლებას ჯამში დაწერილი 160 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმების გაუქმებისკენ მოუწოდებს.
16.06.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 18:00
Link: 16.06.2020 - I არხი - მოამბე 18:00
დღეს საქართველოში კორონავირუსი კიდევ სამ მოქალაქეს დაუდასტურდა. ახალი ინფიცირებულების შესახებ დღის ბოლოს გახდა ცნობილი. მანამდე კი, თებერვლის შემდეგ პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ-ინფიცირებული მოქალაქე არ გამოვლენილა. ლიკა ალელიშვილი ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში თბილისის ზღვის ჰოსპიტალის ტერიტორიიდან, სადაც სამივე ახლად დაინფიცირებული პაციენტია მოთავსებული. "არის გარკვეული პაციენტები, რომელთა წყაროს დადგენაზეც ვმუშაობთ, სადღაც არის 7-8 პაციენტი, ადრე 10-ზე ვსაუბრობდით",- განაცხადა გაბუნიამ. კორონავირუსი 882 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 724 გამოჯანმრთელდა.
16.06.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 18:00
Link: 16.06.2020 - I არხი - მოამბე 18:00
საქართველო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევაში ჩაერთოო. სოლიდარობის კვლევის მიზანი კორონავირუსის მკურნალობის პეოცესში სამი მიმართულების პრეპარატის ეფექტურობის დადგენაა. მედიკამენტებს შორის არის პრეპარატი პლაქვენილი, რომლის გამოყენებაც რისკის გამო გუშინ ამერიკის წამლის სააგენტომ შეაჩერა. პროტოკოლის მიხედვით, მკურნალობაში მედიკამენტების ჩართვა მხოლოდ პაციენტის თანხმობით მოხდება.
16.06.2020
მედია საშუალებები: ტვ პირველი - საქმის კურსი 17:45
Link: 16.06.2020 - ტვ პირველი - საქმის კურსი 17:45
დამწვარი 4000 კვ/მ ტერიტორია და ასობით დაზარალებული მოვაჭრე, რომელიც დახმარებას ითხოვს. ზუსტი ზარალი, გუშინ ვარკეთილის ბაზარში, გაჩენილი ხანძრის შედეგად ამ დრომდე არ ვიცით, მაგრამ ვიცით ის რომ ბაზრის ადმინისტრაციას უნდა ქონდეს და აქვს კიდეც მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა, რომელიც სავალდებულოა მსგავსი ტიპის ობიექტებისთვის… როგორ მუშაობს დაზღვევის მექანიზმი, რა ზარალის ანაზღაურებას ითვალისწინებს, რა შეთავაზებები აქვთ სადაზღვევოებს, რა იციან თავად ეკონომიკურმა სუბიექტებმა? სტუმარი: თინა სტაბოლიშვილი - “ჯი-პი-აი ჰოლდინგის” კომუნიკაციების დირექტორი.
16.06.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 17:00
Link: 16.06.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 17:00
1. ,,საქართველო გახდაწარმატების ისტორია კავკასიაში კორონავირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით''. ასე აფასებს საქართველოს ბრძოლას კორონავირუსის წინააღმდეგ ატლანტიკური საბჭო ,რომლის ორგანიზებითაც გაიმართა კონფერენცია თემაზე ,,კორონავირუსი კავკასიაში''. ღონისძიებაში თურქ,აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებთან ერთად ამირან გამყრელიძე მონაწილეობდა. ატლანტიკური საბჭო რეგიონში ყველაზე წარმატებულად საქართველოს ასახელებენ და აღნიშნავენ,რომ 1 მილიონ მოსახლეზე 221 ინფიცირების შემთხვევა საშუალო მაჩვენებელზე ბევრად დაბალია. 2. განცხადება თბილისის ზღვის ჰოსპიტალში.
16.06.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 18:00
Link: 16.06.2020 - I არხი - მოამბე 18:00
ტყიბულში „საქნახშირის“ ადმინისტრაციას და დასაქმებულებს შორის შეთანხმება მიღწეულია. მეშახტეები სამუშაოს ხვალ დაუბრუნდებიან, ხოლო უსაფრთხოების ნორმების გამკაცრებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესება ს საარმო ინტენსიურად გააგრძელებს. განაცდური დღეების ანაზღაურების საკითხზე მოლაპარაკებ აგრძელდება, 27 აგვისტოდან კი, დასაქმებულების ხელფასების ეტაპობრივი ზრდაც დაიწყება.
16.06.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 18:00
Link: 16.06.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 18:00
1. თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მარეხი ბექაიას ინფორმაციით, ჰოსპიტალში კორონავირუსის 3 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 2 იმპორტირებულია, ერთის წყარო კი ცნობილია. მისივე ინფორმაციით, სამივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. "ამ ეტაპისთვის დაფიქსირებულია 3 დადებითი პასუხი, აქედან 2 არის 60 წლამდე მამაკაცი, ისინი აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან და სატრანზიტო ავტომობილებით მოძრაობდნენ.
16.06.2020
მედია საშუალებები: I არხი - ბიზნესპარტნიორი
Link: 16.06.2020 - I არხი - ბიზნესპარტნიორი
საქართველოში ჯიემპი სტანდარტების დანერგვის ვადამ შესაძლოა გადაიწიოს. ფარმაცევტული კომპანიები ჯანდაცვის სამინისტროსგან ახლა საბოლოო პასუხს ელოდებიან, მოლაპარაკებები უკვე შედგა. როგორც ფარმაცევტთა ასოციაციის ხელმძღვანელი აცხადებს ჩვენთან საუბრისას, არსებობს მოლოდინი რომ ეს ვადა გახანგრძლივდება. გადაწყვეტილება კი მიღებული იქნება პრემიერთან არსებულ ინესტორთა საბჭოს სხდომაზე.
16.06.2020
მედია საშუალებები: მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00
Link: 16.06.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00
ტყიბულში მეშახტეების პროტესტი გრძელდება. შახტში დასაქმებულები, რომელთაც რამდენიმე დღის წინ მუშაობაზე უარი განაცხადეს, მერიის წინ შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეთა მოთხოვნები უცვლელია; უსაფრთხოების ზომების დაცვა და ხელფასების 20%-ით გაზრდა. შახტში არსებული მდგომარეობის შემსწავლელი კომისიის დასკვნის თანახმად, რეაბილიტაციის პროცესის წარმართვა სამუშაოების პარალელურად არის შესაძლებელი, რასაც მეშახტეები არ ეთანხმებიან და ამბობენ, რომ მათ სოცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
16.06.2020
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 20:00
Link: 16.06.2020 - იმედი - ქრონიკა 20:00
1.ამ დროის მონაცემებით 3 ახალი შემთხვევაა და 879 ადამიანია აღრიცხული. თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მარეხი ბექაიას ინფორმაციით, ჰოსპიტალში კორონავირუსის 3 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 2 იმპორტირებულია, ერთის წყარო კი ცნობილია. მისივე ინფორმაციით, სამივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
16.06.2020
მედია საშუალებები: პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00
Link: 16.06.2020 - პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სამი თვის განმავლობაში შესყიდული, კორონავირუსის სადიაგნოსტიკო ტესტების ჯამური ღირებულება 1.2 მილიონ ლარს აჭარბებს. პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯების შესახებ ინფორმაცია "პალიტრანიუსმაა" ჯანდაცვის სამინისტროდან გამოითხოვა. უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ტესტების შეძენაზე მარტის, აპრილის და მაისის განმავლობაში 1 211 526 ლარი დაიხარჯა.
16.06.2020
მედია საშუალებები: კავკასია - დღეს 19:00
Link: 16.06.2020 - კავკასია - დღეს 19:00
ევროპული საქართველო ჯანდაცვის სამინისტროს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მთავრობის მიერ მომზადებული ცვლილებებით უწყება სამედიცინო სექტორის პროკურორი და მოსამართლე ხდება. ჭიაბერაშვილის განცხადებით, მთავრობა ნაცვლად ჯანდაცვბის სექტორის გაძლიერებისა მის დასუსტებაზე მუშაობს.
16.06.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00
Link: 16.06.2020 - მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00
დღეს საქართველოს ჰქონდა შესაძლებლობა, რომ კოვიდ ინფიცირების ახალი ფაქტის გარეშე გაეტარებინა 24 სთ, თუმცა დღის მეორე ნახევარში დავირუსების შემთხვევა მაინც დადასტურდა. მიუხედავად ამ დაბალი მაჩვენებელისა, ექიმები ამბობენ, რომ საზოგადოება უნდა გაფრთხილდეს, სანამ ოფიციალურად დადასტურდება ახალი კვლევის შედეგები, ორმლის მიხედვითახ ვარაუდობენ, რომ შესაძლოა კოვიდ19-მა მუტაცია განიცადა და ვირუსი დასუსტდა.
16.06.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 21:00
Link: 16.06.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 21:00
დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა დღეს ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ეპიდემიოლოგებმა დეტალურად გააანალიზეს კორონავირუსის მიმდინარეობა საქართველოში. შეისწავლეს ინფიცირების 800 და 500 კლინიკური შემთხვევა. დოკუმენტში შედარებულია მარტის, აპრილის და მაისის მონაცემები, რომლის საფუძველზეც იკვეთება ტენდენცია, რომ ვირუსის აგრესიულობა ბოლო 2 თვის განმავლობაში იკლებს. მძიმე შემთხვევების კლების ტენდენციის მიუხედავად, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოსახლეობას ისევ კატეგორიულად აფრთხილებს.
16.06.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 21:00
Link: 16.06.2020 - I არხი - მოამბე 21:00
ტყიბულში „საქნახშირის“ ადმინისტრაციას და დასაქმებულებს შორის შეთანხმება მიღწეულია. მეშახტეები სამუშაოს ხვალ დაუბრუნდებიან, ხოლო უსაფრთხოების ნორმების გამკაცრებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესება ს საარმო ინტენსიურად გააგრძელებს. განაცდური დღეების ანაზღაურების საკითხზე მოლაპარაკებ აგრძელდება, 27 აგვისტოდან კი, დასაქმებულების ხელფასების ეტაპობრივი ზრდაც დაიწყება.
16.06.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 21:00
Link: 16.06.2020 - I არხი - მოამბე 21:00
ეპიდემიოლოგიური ვითარება შედარებით დასტაბილურდა. ოთხდღიანი მკვეთრი მატების შემდეგ „კოვიდ-19“ დღეს მხოლოდ სამ ადამიანს დაუდასტურდა, საიდანაც ორი აზერბაიჯანიდან იმპორტირებული შემთხვევაა და ისევ სატვირთო მანქანების მძღოლებს უკავშირდება. სიტუაციას ახლა ის გარემოება ართულებს, რომ ბოლო პერიოდში გამოვლენილი ფაქტებიდან 10-მდე ინფიცირებულის დაავადების პირველწყაროს ვერ ადგენენ.
17 ივნისი
ტელევიზია
17.06.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 09:00
Link: 17.06.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 09:00
4 ადამიანი დაშავდა ლიფტის მოწყვეტის შედეგად თბილისში. მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. შემთხვევა ბაგრატიონის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მოხდა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებმა კლინიკებში გადაიყვანეს. განსაკუთრებით მძიმეა შუახნის მამაკაცის მდგომარეობა, მას ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმის თქმით, მამაკაცს მრავლობითი მოტეხილობები აქვს. რაც შეეხება ახალგაზრდა ქალს და 15 წლის მოზარდს, მათი მდგომარეობა სტაბილურია. ორივე მათგანს დაჟეჟილობები აღენიშნებათ. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. ნინო ჯავახაძე: "12 წლის მოზარდი შემოყვანილ იქნა სასწრაფო დახმარების მიერ. მდგომარეობა სტაბილურია, ცნობიერება ნათელი.
17.06.2020
მედია საშუალებები: ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
Link: 17.06.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 3 თვის განმავლობაში შესყიდული კორონავირუსის სადიაგნოსტიკო ტესტების ჯამური ღირებულება 1.2 მლნ ლარია. პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯების შესახებ აიპიარმა ჯანდაცვის სამინისტროდან გამოითხოვა ინფორმაცია და უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვითვე ტესტების შეძენაზე მარტის, აპრილისა და მაისის განმავლობაში 1 211 526 ლარი დაიხარჯა, 3 მლნ ლარამდეა დახარჯული 3-შრიანი პირბადეების შესყიდვაზე.
17.06.2020
მედია საშუალებები: ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
Link: 17.06.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
საერთაშორისო გამჭვირვალობამ 2020 წლის ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტის ანალიზი წარმოადგინა, რომელშიც კრიზისული წლის განახლებულ მთავარ ფინანსურ დოკუმენტს მიმოიხილავს. პარლამენტში (00:10) განხილვის რეჟიმში მყოფი ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები ასეთია: ეკონომიკა 4% ით შემცირდება. შემოსულობები თითქმის 4 მლრდ-ით 3.9 მლრდ-ით იზრდება და ჯამში 18.4 მლრდ იქნება. მოქმედი ბიუჯეტიადან დაიზოგა 547 მლნ ლარი. იზრდება ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის და ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტები. (00:30) იზრდება ადმინისტრაციული ხარჯები 3 მლრდ ლარამდე.
17.06.2020
მედია საშუალებები: მთავარი არხი - მთავარი ამბები 09:00
Link: 17.06.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 09:00
თბილისში, ბაგრატიონის 6 ნომერში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ლიფტი ჩაწყდა. არსებული ინფოფრმაციით, დაშავებულია ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი მამა-შვილი. "მთავარი არხის" ინფორმაციით, დაშავებულია მამა-შვილი. მამის მდგომარეობა, რომელსაც სხვადასხვა სახის დაზიანებებისა და მოტეხილობები ს გამო ოპერაცია ჩაუტარდა მძიმეა. ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან 10-12 წლის არასრულწლოვანი და დაშავებული ქალები. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სამთო-სამშენებლო, ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის მუხლით დაიწყო, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.
17.06.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 09:00
Link: 17.06.2020 - I არხი - მოამბე 09:00
თბილისში, ბაგრატიონის ქუჩაზე ლიფტის ჩაწყვეტის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევექსის“ კლინიკაში განუცხადეს. კავკასიის მედიცინის ცენტრის გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, მამაკაცს ოპერაცია ამ წუთებში უტარდება. რაც შეეხება ახალგაზრდა ქალს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
17.06.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 12:00
Link: 17.06.2020 - I არხი - მოამბე 12:00
კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა და შვიდი გამოჯანმრთელებული. ინფიცირებულთა ნაწილი დადასტურებული შემთხვევების კონტაქტია, ნაწილს კი მოგზაურობის ისტორია აქვს. ახალი ინფიცირებულებიდან მხოლოდ ერთის წყარო არაა ცნობილი. მიმდინარეობს კვლევა. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელებული შვიდივე პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა. მათ კლინიკა გუშინ დატოვეს.
16 ივნისი
ინტერნეტ სააგენტო
16.06.2020
მედია საშუალებები: ტაბულა.ჯი
Link: 16.06.2020 - ტაბულა.ჯი
ჯანდაცვის სამინისტრომ, Covid-19-ის აპლიკაციის შესაძენად 412 000 ლარი დახარჯა. ინფორმაციას ამის შესახებ IPN ავრცელებს. გამოცემას მონაცემები სამინისტროდან მიაწოდეს. აპლიკაცია, სახელწოდებით, Stop Covid, თითოეულ მომხმარებელს უნიკალურ კოდს ანიჭებს, რომლის საშუალებით შესაძლებელია, გაიგოთ იმყოფებოდით თუ არა კონტაქტში ინფიცირებულ პირთან. აპლიკაცია 16 აპრილს ამოქმედდა და იგი ხელმისაწვდომია როგორც ანდროიდის სისტემის, ასევე iOS-ის მომხმარებლებისთვისაც. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 879 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 724 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 14 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში COVID-19-ის 141 აქტიური შემთხვევაა.
16.06.2020
მედია საშუალებები: 2020ნიუს.ჯი
Link: 16.06.2020 - 2020ნიუს.ჯი
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სამი თვის განმავლობაში შესყიდული, კორონავირუსის სადიაგნოსტიკო ტესტების ჯამური ღირებულება 1.2 მილიონ ლარს აჭარბებს. პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯების შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსმა“ ჯანდაცვის სამინისტროდან გამოითხოვა. უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ტესტების შეძენაზე მარტის, აპრილის და მაისის განმავლობაში 1 211 526 ლარი დაიხარჯა.
16.06.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 16.06.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
ანტიკორონავირუსული აპლიკაცია STOP COVID-ი დღევანდელი მონაცემებით 203 684 ადამიანს აქვს გადმოწერილი, აქედან 61% ანდროიდის, ხოლო 39% iOS-ის მომხმარებელია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, აპლიკაციის მეშვეობით უკვე 10 ინფიცირებული პირი გამოვლინდა. „აპლიკაცია საქართველოს მოსახლეობისთვის 16 აპრილს გახდა ხელმისაწვდომი და მთელი კვირის განმავლობაში ლიდერობდა საქართველოში გადმოწერილ აპლიკაციების შორის.
16.06.2020
მედია საშუალებები: ტაბულა.ჯი
Link: 16.06.2020 - ტაბულა.ჯი
ევროპული საქართველოს დეპუტატმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა მთავრობის მიერ ჯანდაცვის სისტემაში მომზადებულ ცვლილებათა პაკეტზე. მისი თქმით, ცვლილებების შედეგად, ჯანდაცვის სამინისტრო "სამედიცინო სექტორის მოსამართლეც იქნება და პროკურორიც" და "სექტორი სამართალს ვერსად იპოვის". "წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებათა პაკეტს, რომელიც გულისხმობს მაკონტროლებელი ორგანოს უფლებამოსილების ზრდას, ბაზარზე დაშვების პირობების გართულებას, სამედიცინო საქმიანობის კონტროლისას სასამართლოს როლის შემცირებასა და რიგ დარღვევებზე ჯარიმების ზრდას, ჭიაბერაშვილი უწოდებს 520-ე დადგენილების ლოგიკურ გაგრძელებას.
16.06.2020
მედია საშუალებები: კვირა.ჯი
Link: 16.06.2020 - კვირა.ჯი
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 7-8 პაციენტია, რომელთა წყაროს დადგენაზე მუშაობა გრძელდება. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ გავრცელების ნელი ტემპი. „წყაროს დავადგენთ თუ ვერ დავადგენთ, ერთი რამ არის მნიშვნელოვანი – ვირუსი არის ჩვენ გარშემო და ეს სადავო თემა არ არის.
16.06.2020
მედია საშუალებები: კვირა.ჯი
Link: 16.06.2020 - კვირა.ჯი
პაციენტები იღებენ დღეს „პლაქვენილს“ კვლევის ფარგლებში, მათზე ხდება ძალიან მკაცრი მონიტორინგი გვერდითი მოვლენების კუთხით, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა. გაბუნიას თქმით,„პლაქვენილის“ გამოყენება დასაშვებია კვლევის პირობებში და ვინაიდან საქართველო სოლიდარობის კვლევის მონაწილეა, პაციენტები კვლევის ფარგლებში აღნიშნულ მედიკამენტს იღებენ, მაგრამ გვერდითი მოვლენების კუთხით მკაცრი მონიტორინგით.
16.06.2020
მედია საშუალებები: კვირა.ჯი
Link: 16.06.2020 - კვირა.ჯი
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მორიგი ანგარიშის მიხედვით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა მაქსიმალური ასაკი 90 წელია, ხოლო მინიმალური – ცხრა თვე. “კვლევის ფარგლებში გაანალიზდა ახალი კორონავირუსით ინფიცირებული, PCR ტესტირებით დადასტურებული 800 პაციენტის მონაცემები, მათ შორის 390 (48.7%) იყო კაცი და 410 (51.2%) – ქალი. პაციენტების მაქსიმალური ასაკი იყო 90 წელი, ხოლო მინიმალური – ცხრა თვე. საშუალო ასაკი იყო 42. 18 წლამდე ასაკში COVID-19 აღინიშნა 98 (12,25%) შემთხვევაში. ასაკობრივი ჯგუფები რაოდენობა ასეთია: 0-4 წლამდე ასაკის 19; 5-14 წლამდე ასაკის – 61; 15-19 – 38; 20-29 – 106; 30-59 – 412; 60-69 – 89; 70-79 – 53; 80+ 22”,-აღნიშნულია ანგარიშში.
16.06.2020
მედია საშუალებები: ონ.ჯი
Link: 16.06.2020 - ონ.ჯი
ესტონეთის მთავრობამ ჯანდაცვის სამინისტროს 1500 ლიტრი სადეზინფექციო საშუალება გადასცა. ჯანდაცვის სამინიტროს ინფორმაციით, ჰუმანიტარული დახმარების გადაცემის ცერემონიალს ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კაი კაარელსონი პირადად დაესწრო.
16.06.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 16.06.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე არ გამორიცხავს, რომ STOPCOV ფონდში დაგროვილი თანხა უმუშევრად დარჩენილი იმ მოქალაქეების დასახმარებლად დაიხარჯოს, რომელებიც უკვე არსებულ სამთავრობო პროგრამებში ვერ მოხვდნენ. როგორც მინისტრის მოადგილემ საპარლამენტო ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ სხდომაზე განაცხადა, მას შემდეგ რაც უკვე არსებული დახმარების პაკეტი დასრულდება და შეფასება მოხდება, შესაძლოა სწორედ ფონდის თანხით მოხდეს ახალი დახმარების პაკეტის შემუშავება.
16.06.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 16.06.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ანტიკრიზისულ ბიუჯეტში შრომის ანაზღაურების ნაწილი შემცირდა, თუმცა ეს საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვის ხელფასის დაკლების ხარჯზე არ მომხდარა. როგორც კაკაურიძემ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ სხდომაზე, ფრაქციის წევრ მარიამ ჯაშის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, შრომის ანაზღაურების ფონდი ვაკანტური თანამდებობების რესურსების ხარჯზე შემცირდა. „შრომის ანაზღაურების ფონდს შემცირება, რა თქმა უნდა, ეხება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ხელფასების დაკლება ხდება საჯარო სექტორის თანამშრომლებისთვის.
16.06.2020
მედია საშუალებები: ბიემ.ჯი
Link: 16.06.2020 - ბიემ.ჯი
აპლიკაცია STOP COVID-ით 10 ინფიცირებული პირის იდენტიფიცირება მოხდა, - ამის შესახებ bm.ge-ის მიერ ჯანდაცვის სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციით ირკვევა. მათივე ცნობით, ამ დროისთვის, ანტიკორონავირუსული აპლიკაცია STOP COVID-ი 203 684 ადამიანს აქვს გადმოწერილი, აქედან 61% - ანდროიდის, ხოლო 39% - iOS-ის მომხმარებელია. "აპლიკაცია საქართველოს მოსახლეობისთვის 16 აპრილს გახდა ხელმისაწვდომი და მთელი კვირის განმავლობაში ლიდერობდა საქართველოში გადმოწერილ აპლიკაციების შორის.
16.06.2020
მედია საშუალებები: ბიემ.ჯი
Link: 16.06.2020 - ბიემ.ჯი
კორონავირუსის პრევენციის მიზნით შექმნილი აპლიკაცია STOP COVID ტექნიკური მომსახურების საფასურმა 412 116 ლარი შეადგინა, - ამის შესახებ BM.GE-ისსთვის ჯანდაცვის სამინისტროსგან მიწოდებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. უწყებაში განმარტავენ, რომ აპლიკაცია ავსტრიულმა კომპანიამ შეიმუშავა და ლიცენზიის საფასურის გადახდის გარეშე, სხვადასხვა ქვეყნის მთავრობისთვის ხელმისაწვდომი გახადა. „მოხდა აპლიკაციის სრულ შესაბამისობაში მოყვანა ქართულ რეალობასა და კანონმდებლობასთან.
16.06.2020
მედია საშუალებები: ინფო9
Link: 16.06.2020 - ინფო9
ახალი კორონავირუსით დაავადების მიმდინარეობის სიმძიმე თვეების მიხედვით შეიცვალა, – ამის შესახებ ახალი კორონავირუსის მიმდინარეობის შესახებ მომზადებულ ანალიზშია აღნიშნული, რომელიც დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრა გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, 2020 წლის აპრილში მარტის თვესთან შედარებით 20 პროცენტით შემცირდა მსუბუქი და საშუალო სიმძიმით მიმდინარე შემთხვევების რაოდენობა და თითქმის გასამმაგდა მძიმე და კრიტიკული მიმდინარეობის შემთხვევების წილი.
16.06.2020
მედია საშუალებები: პია.ჯი
Link: 16.06.2020 - პია.ჯი
საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცრების ახალი შემთხვევა არ დადასტურებულა. ამის შესახებ PIA.GE-ს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პრესსამსახურში განუცხადეს. მონაცემები stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა, სადაც მხოლოდ გამოჯანმრთელებულთა რიცხვი შეიცვალა და ის 20-ით გაიზარდა. ამ დროისთვის საქართველოში კოვიდინფიცირების კვლავ 879 დადასტურებული შემთხვევაა. გამოჯანმრთელებულია 724 და გარდაცვლილია 14 პაციენტი.
16.06.2020
მედია საშუალებები: პია.ჯი
Link: 16.06.2020 - პია.ჯი
ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, აპლიკაცია STOP COVID-ით ამ დრომდე ქვეყანაში 10 ინფიცირებული პირის იდენტიფიცირება მოხდა. ინფიცირების ბოლო შემთხვევა აპლიკაციით 7 ივნისს დადასტურდა. აპლიკაცია მომხმარებლებს შორის ინტერაქციის შესახებ ინფორმაციას, დაშიფრული სახით, ორივე მომხმარებლის მობილურ ტელეფონში ინახავს და იმ შემთხვევაში თუ რომელიმე პირს ვირუსი დაუდასტურდება მის სარისკო კონტაქტებს აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ეგზავნებათ.
16.06.2020
მედია საშუალებები: კვირა.ჯი
Link: 16.06.2020 - კვირა.ჯი
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მეორე ანგარიშის მიხედვით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულებს შორის 101 სამედიცინო პერსონალია, მათგან ერთი გარდაიცვალა. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, უმეტესად, კოვიდკლინიკების სამედიცინო პერსონალია ინფიცირებული. “ჯანდაცვის სფეროს მუშაკები ერთერთი რისკჯგუფია COVID-19 ეპიდაფეთქებაში და მათი ინფიცირების პრევენცია მართვის მნიშვნელოვანი ასპექტია.
16.06.2020
მედია საშუალებები: კვირა.ჯი
Link: 16.06.2020 - კვირა.ჯი
ანტიკორონავირუსული აპლიკაცია STOP COVID-ი, დღევანდელი მონაცემებით, 203 684 ადამიანს აქვს გადმოწერილი. აქედან 61% ანდროიდის, ხოლო 39% iOS- ის მომხმარებელია. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აპლიკაცია საქართველოს მოსახლეობისთვის 16 აპრილს გახდა ხელმისაწვდომი და მთელი კვირის განმავლობაში ლიდერობდა საქართველოში გადმოწერილ აპლიკაციებს შორის.
16.06.2020
მედია საშუალებები: ნიუპოსტს.ჯი
Link: 16.06.2020 - ნიუპოსტს.ჯი
“მთავრობამ მოამზადა ჯანდაცვის კანონმდებლობაში ცვლილებების ისეთი პაკეტი, რომელიც 520-ე დადგენილების ლოგიკური გაგრძელებაა და რომლებიც კიდევ უფრო გააღრმავებს ფინანსურ პრობლემებს ჯანდაცვის სისტემაში, აუცილებლად გამოიწვევს სამედიცინო დაწესებულების გაკოტრება-დახურვა-შერწყმას, სამედიცინო პესონალის უმუშევრობას და/ან შემოსავლის შემცირებას, გაზრდის კორუფციის რისკს მაკონტროლებელ ორგანოებში.
16.06.2020
მედია საშუალებები: ინფო9
Link: 16.06.2020 - ინფო9
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელეობის ეროვნული ცენტრის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში კორონავირუსის გამოსავლენად „პისიარ“ მეთოდის გამოყენებით ტესტირება დაიწყო 2020 წლის 30 იანვარს. ცენტრის მონაცემებით, 30 იანვრიდან 11 ივნისამდე პერიოდში ქვეყანაში ჩატარებული ტესტების რაოდენობა 75 374-ს შეადგენს, მათ შორის 71 149 პირველადია.
16.06.2020
მედია საშუალებები: ინფო9
Link: 16.06.2020 - ინფო9
კოვიდინფიცირებულ პაციენტებს შორის 11 პროცენტი ასიმპტომური იყო, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაში არის ნათქვამი, რომელიც ქვეყანაში კორონავირუსის მიმდინარეობას ეხება. ამავე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შემთხვევები ასიმპტომური იყო „პისიარ“ ტესტირების დღეს, თუმცა დაავადების მიმდინარეობასთან ერთად, მოგვიანებით შესაძლოა, გამოვლენოდათ გარკვეული სიმპტომები.
16.06.2020
მედია საშუალებები: ნიუპოსტს.ჯი
Link: 16.06.2020 - ნიუპოსტს.ჯი
კორონავირუსის მიმდინარეობის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ მორიგ ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულებს შორის 101 სამედიცინო პერსონალია, მათგან ერთი გარდაიცვალა. „ჯანდაცვის სფეროს მუშაკები ერთ-ერთი რისკ ჯგუფია „კოვიდ-19“-ის ეპიდაფეთქებაში და მათი ინფიცირების პრევენცია მართვის მნიშვნელოვანი ასპექტია.
16.06.2020
მედია საშუალებები: პია.ჯი
Link: 16.06.2020 - პია.ჯი
"ჯანდაცვის სფეროს მუშაკები ერთ-ერთი რისკ ჯგუფია COVID-19 ეპიდაფეთქებაში და მათი ინფიცირების პრევენცია მართვის მნიშვნელოვანი ასპექტია", - ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ანგარიშშია ნათქვამი. ანგარიშის თანახმად, 2020 წლის 26 თებერვლიდან 10 ივნისის ჩათვლით რეგისტრირებულია სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი სამსახურების თანამშრომელთა დასნებოვანების 119 შემთხვევა, აქედან 101 სამედიცინო პერსონალია, 18 ტექნიკური პერსონალი.
16.06.2020
მედია საშუალებები: პია.ჯი
Link: 16.06.2020 - პია.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ანგარიშის თანახმად, საქართველოში 30 იანვრიდან 10 ივნისის ჩათვლით კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული 800 შემთხვევიდან, PCR ტესტირების დროს, 88 შემთხვევა ასიმპტომური იყო. შესაბამისად, უსიმპტომო შემთხვევების წილმა 11% შეადგინა.
16.06.2020
მედია საშუალებები: კომერსანტ.ჯი
Link: 16.06.2020 - კომერსანტ.ჯი
ანტიკორონავირუსული აპლიკაცია STOP COVID-ი დღევანდელი მონაცემებით 203 684 ადამიანს აქვს გადმოწერილი, აქედან 61% ანდროიდის, ხოლო 39% iOS-ის მომხმარებელია. აპლიკაცია საქართველოს მოსახლეობისთვის 16 აპრილს გახდა ხელმისაწვდომი და მთელი კვირის განმავლობაში ლიდერობდა საქართველოში გადმოწერილ აპლიკაციების შორის.
16.06.2020
მედია საშუალებები: ბიპიენ.ჯი
Link: 16.06.2020 - ბიპიენ.ჯი
საქართველოში, 2020 წლის 26 თებერვლიდან 10 ივნისის ჩათვლით, კორონავირუსით 119 მედიცინის მუშაკი დაინფიცირდა, რაც ქვეყანაში რეგისტრირებული შემთხვევების (829) 14,4%-ს შეადგენს, მათ შორის 84,9% (101 შემთხვევა) არის სამედიცინო პერსონალი და ხოლო 15,1% (18 შემთხვევა) - ტექნიკური პერსონალი. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მეორე ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც საქართველოში ახალი კორონავირუსის მიმდინარეობას ასახავს.
16.06.2020
მედია საშუალებები: ბიპიენ.ჯი
Link: 16.06.2020 - ბიპიენ.ჯი
11 ივნისის მდგომარეობით საქართველოში PCR ტესტების ჯამურმა რაოდენობამ 75 374 შეადგინა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მეორე ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც საქართველოში ახალი კორონავირუსის მიმდინარეობას ასახავს.
16.06.2020
მედია საშუალებები: ტაბულა.ჯი
Link: 16.06.2020 - ტაბულა.ჯი
Stop Covid აპლიკაციით, რომელშიც 412 116 ლარი დაიხარჯა, 10 ინფიცირებული გამოვლინდა, მათგან ბოლო შემთხვევა – 7 ივნისს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აპლიკაცია სულ 203 684-მა ადამიანმა გადმოწერა. მისი გამოყენება 16 აპრილიდან არის შესაძლებელი.
16.06.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 16.06.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
11 ივნისის მდგომარეობით საქართველოში PCR ტესტების ჯამურმა რაოდენობამ 75 374 შეადგინა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მეორე ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც საქართველოში ახალი კორონავირუსის მიმდინარეობას ასახავს.
16.06.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 16.06.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
საქართველოში, 2020 წლის 26 თებერვლიდან 10 ივნისის ჩათვლით, კორონავირუსით 119 მედიცინის მუშაკი დაინფიცირდა, რაც ქვეყანაში რეგისტრირებული შემთხვევების (829) 14,4%-ს შეადგენს, მათ შორის 84,9% (101 შემთხვევა) არის სამედიცინო პერსონალი და ხოლო 15,1% (18 შემთხვევა) - ტექნიკური პერსონალი. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მეორე ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც საქართველოში ახალი კორონავირუსის მიმდინარეობას ასახავს.
16.06.2020
მედია საშუალებები: ტაბულა.ჯი
Link: 16.06.2020 - ტაბულა.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში ჯამში, სამედიცინო სფეროს 119 წარმომადგენელი დაინფიცირდა. NCDC-ს მიერ გავრცელებული დოკუმენტის მიხედვით, ეს მონაცემი ქვეყანაში აღრიცხულ რაოდენობათა 14.4%-ია. NCDC-ს ინფორმაციით, 119 ინფიცირებულიდან 100 სამედიცინო პერსონალია, 1 შემთხვევა კლასიფიცირდა, როგორც საზოგადოებაში შეძენილი COVID-19, დანარჩენი 18 კი, ტექნიკური პერსონალია.
16.06.2020
მედია საშუალებები: ნეტგაზეთი.ჯი
Link: 16.06.2020 - ნეტგაზეთი.ჯი
საქართველოს მეტალურგთა, მეშახტეთა და ქიმიკოსთა პროფკავშირის ხელმზღვანელის, თამაზ დოლაბერიძის თქმით, ტყიბულში მეშახტეებსა და კომპანიას შორის შეთანხმება შედგა. მისივე თქმით, მეშახტეები მუშაობას ხვალიდან, ანუ 17 ივნისიდან გააგრძელებენ. ამ შეთანხმებას წინ უძღოდა რამდენიმედღიანი პროტესტი, რომლის ფარგლებშიც, მათ შორის, დღეს, მერიის წინ მეშახტეებმა აქცია გამართეს.
16.06.2020
მედია საშუალებები: ნეტგაზეთი.ჯი
Link: 16.06.2020 - ნეტგაზეთი.ჯი
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, აპლიკაცია STOP COVID-ით 10 ინფიცირებული პირის იდენტიფიცირება მოხდა. უწყებაში აცხადებენ, რომ დღევანდელი მონაცემებით აპლიკაცია 203 684 ადამიანს აქვს გადმოწერილი და ბოლო ინფიცირების შემთხვევა მისი მეშვეობით 7 ივნისს გამოვლინდა: “აპლიკაცია მომხმარებლებს შორის ინტერაქციის შესახებ ინფორმაციას, დაშიფრული სახით, ორივე მომხმარებლის მობილურ ტელეფონში ინახავს და იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე პირს ვირუსი დაუდასტურდება, მის სარისკო კონტაქტებს აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ეგზავნებათ.
16.06.2020
მედია საშუალებები: ნეტგაზეთი.ჯი
Link: 16.06.2020 - ნეტგაზეთი.ჯი
ე.წ. საბურთალოს კლასტერი, რომლის პირველწყაროც სამედიცინო პერსონალი იყო, ჯამში, ინფიცირების 28 შემთხვევას ითვლის. ამის შესახებ საუბარია დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც 11 ივნისამდე არსებულ მდგომარეობას აანალიზებს. “ზოგ შემთხვევაში სამედიცინო პერსონალი ხდება საზოგადოებაში დაავადების გავრცელების მიზეზი, რაც მოხდა ე.წ. „საბურთალოს კლასტერის“ შემთხვევაში.
16.06.2020
მედია საშუალებები: ონ.ჯი
Link: 16.06.2020 - ონ.ჯი
ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, აპლიკაცია STOP COVID-ით 10 ინფიცირებული პირის იდენტიფიცირება მოხდა. ბოლო შემთხვევა 7 ივნისს დადასტურდა. როგორც სამინისტროში ამბობენ, აპლიკაცია 203 684 ადამიანს აქვს გადმოწერილი, აქედან 61 პროცენტი ანდროიდის, ხოლო 39 პროცენტი iOS-ის მომხმარებელია. აპლიკაცია მომხმარებლებს შორის ინტერაქციის შესახებ ინფორმაციას, დაშიფრული სახით, ორივე მომხმარებლის მობილურ ტელეფონში ინახავს და იმ შემთხვევაში თუ რომელიმე პირს ვირუსი დაუდასტურდება მის სარისკო კონტაქტებს აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ეგზავნებათ.
16.06.2020
მედია საშუალებები: პუბლიკა.ჯი
Link: 16.06.2020 - პუბლიკა.ჯი
დაავადების მიმდინარეობის სიმძიმის მიხედვით, შემთხვევათა 52% მიმდინარეობდა მსუბუქი, 33% კი – საშუალო ფორმით. შემთხვევათა 8.2%-ში დაავადების მიმდინარეობა იყო მძიმე ან კრიტიკული”, – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქართველოში ახალი კორონავირუსის მიმდინარეობის შესახებ მეორე ანგარიში გამოაქვეყნა.
16.06.2020
მედია საშუალებები: პუბლიკა.ჯი
Link: 16.06.2020 - პუბლიკა.ჯი
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსის პრევენციისთვის შექმნილი აპლიკაცია STOP COVID-ით 10 ინფიცირებული პირი გამოვლინდა, მათგან ბოლო ინფიცირების შემთხვევა 7 ივნისს დადასტურდა. აპლიკაცია, ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 203 684 ადამიანს აქვს გადმოწერილი, აქედან 61% ანდროიდის, ხოლო 39% iOS-ის მომხმარებელია.
16.06.2020
მედია საშუალებები: პუბლიკა.ჯი
Link: 16.06.2020 - პუბლიკა.ჯი
საქართველოში ახალი კორონავირუსის მიმდინარეობის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა (NCDC) მეორე ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში გაანალიზებულია 11 ივნისის მდგომარეობით არსებული ვითარება. ანგარიშის მიხედვით, საქართველოში გარდაცვლილთა ჯამური რაოდენობა 13 იყო, ლეტალობის მაჩვენებელი – 1.57%. გარდაცვლილთა შორის 7 პირი თბილისის მცხოვრებია, 4 – ქვემო ქართლის, 2 – აჭარის.
16.06.2020
მედია საშუალებები: პუბლიკა.ჯი
Link: 16.06.2020 - პუბლიკა.ჯი
„დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი“ აქვეყნებს საქართველოში ახალი კორონავირუსის მიმდინარეობის ანალიზის მეორე ანგარიშს, რომლის მიხედვით, საქართველოში, 2020 წლის 26 თებერვლიდან 10 ივნისის ჩათვლით, რეგისტრირებულია სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი სამსახურების თანამშრომელთა დასნებოვანების 119 შემთხვევა, რაც ქვეყანაში რეგისტრირებული შემთხვევების (829) 14,4%-ს შეადგენს, მათ შორის, 84,9% (101 შემთხვევა) არის სამედიცინო პერსონალი, 15,1% (18 შემთხვევა) კი – ტექნიკური.
16.06.2020
მედია საშუალებები: პუბლიკა.ჯი
Link: 16.06.2020 - პუბლიკა.ჯი
ტყიბულში მეშახტეები სამუშაო პროცესს ხვალიდან დაუბრუნდებიან, – ამის შესახებ „პუბლიკას“ ტყიბულის მეშახტეთა პირველადი პროფკავშირის თავმჯდომარემ, გაგა ისაკაძემ განუცხადა. რაც შეეხება მინდელის შახტში არსებულ უსაფრთხოების ნორმებს, კომპანია „საქნახშირის“ ცნობით, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ შეადგინა ოქმი, რომლის მიხედვითაც, მინდელის სახელობის შახტში ამწე დანადგარის გამოყენება არ იკრძალება.
16.06.2020
მედია საშუალებები: პუბლიკა.ჯი
Link: 16.06.2020 - პუბლიკა.ჯი
ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა კორონავირუსთან დაკავშირებით შემოღებული წესების დარღვევისთვის 16 ობიექტი დააჯარიმა. გუშინ გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ბექა ფერაძემ განაცხადა, რომ 26 კვების ობიექტიდან, რომლებიც გასული კვირის მიწურულს შეამოწმეს, ნორმები 16-მა ვერ დააკმაყოფილა და 10 000 ლარით დაჯარიმდნენ.
16.06.2020
მედია საშუალებები: აიპრეს.ჯი
Link: 16.06.2020 - აიპრეს.ჯი
ესტონეთის მთავრობამ ჯანდაცვის სამინისტროს 1500 ლიტრი სადეზინფექციო საშუალება გადასცა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ჰუმანიტარული დახმარების გადაცემის ცერემონიალს ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კაი კაარელსონი პირადად დაესწრო. „ვთვლი რომ საქართველოს მთავრობა ძალიან კარგად ართმევს თავს კორონავირუსთან დაკავშირებულ კრიზისს და მართავს არსებულ სიტუაციას.
17 ივნისი
ინტერნეტ სააგენტო
17.06.2020
მედია საშუალებები: ბიემ.ჯი
Link: 17.06.2020 - ბიემ.ჯი
პირველი ტალღის დროს საზოგადოების, მოქალაქის გამოყოლას და დათანხმებას, ბევრად უფრო დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, მეორე ტალღის დროს ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ის დრო, რომელიც ფაქტობრივად მოქალაქეებმა მოგვცეს, რათა ჩვენი ჯანდაცვის და სახელმწიფო მართვის სისტემები უფრო მომზადებულები დახვდნენ შესაძლო მეორე ტალღას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „პირველ არხთან“ ინტერვიუში განაცხადა.
17.06.2020
მედია საშუალებები: მედიანიუს.ჯი
Link: 17.06.2020 - მედიანიუს.ჯი
პირველი ტალღის დროს საზოგადოების, მოქალაქის გამოყოლას და დათანხმებას, ბევრად უფრო დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, მეორე ტალღის დროს ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ის დრო, რომელიც ფაქტობრივად მოქალაქეებმა მოგვცეს, რათა ჩვენი ჯანდაცვის და სახელმწიფო მართვის სისტემები უფრო მომზადებულები დახვდნენ შესაძლო მეორე ტალღას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „პირველ არხთან“ ინტერვიუში განაცხადა.
პრესა
17.06.2020
მედია საშუალებები: რეზონანსი
Link: 17.06.2020 - რეზონანსი
საქართველოში, 2020 წლის 26 თებერვლიდან 10 ივნისის ჩათვლით, კორონავირუსით 119 მედიცინის მუშაკი დაინფიცირდა, რაც ქვეყანაში რეგისტრირებული შემთხვევების (829) 14,4%-ს შეადგენს, მათ შორის 84,9% (101 შემთხვევა) არის სამედიცინო პერსონალი და ხოლო 15,1% (18 შემთხვევა) - ტექნიკური პერსონალი. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მეორე ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც საქართველოში ახალი კორონავირუსის მიმდინარეობას ასახავს.
17.06.2020
მედია საშუალებები: რეზონანსი
Link: 17.06.2020 - რეზონანსი
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ქვეყანაში არის კორონავირუსით ინფიცირებული 7-8 პაციენტი, რომელთა წყაროს დადგენაზე მუშაობა გრძელდება. როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, თავდაპირველად საუბარი იყო ათი პაციენტის პირველწყაროს მოძიებაზე, თუმცა ნელა-ნელა მოხერხდა რამდენიმე პაციენტის წყაროს დადგენა.
17.06.2020
მედია საშუალებები: რეზონანსი
Link: 17.06.2020 - რეზონანსი
არც ორნიშნა ციფრი გვაძლევს დამშვიდების საფუძველს და არც ნული. ეპიდემია გრძელდება, მაგრამ ხაზგასმით ვამბობ, რომ ის მართვადია და კონტროლს ემორჩილება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში განაცხადა. „მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ მეტად გავფრთხილდეთ და უფრო მეტად დავიცვათ ის რეკომენდაციები, რასაც ჯანდაცვის სექტორი იძლევა“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. საქართველოში კორონავირუსი 879 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 724 უკვე გამოჯანმრთელდა, 14 ადამიანი კი გარდაიცვალა.
17.06.2020
მედია საშუალებები: საქართველო და მსოფლიო
Link: 17.06.2020 - საქართველო და მსოფლიო
მსოფლიოში კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის ფონზე უამრავი სენსაციური ინფორმაცია ვრცელდება, მაგალითად, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის არაკომპეტენტურობაზე, ბილ გეიტსის თაოსნობით მასობრივ სასიკვდილო ვაქცინაციაზე და ა.შ. ამიტომ აუცილებელია, გავერკვეთ, რა ხდება მსოფლიოში. ქართველი საზოგადოებისთვის კი, ალბათ, ყველაზე საინტერესო იქნება იმის გარკვევა, რა ხდება თბილისთან ახლოს მდებარე ლუგარის ლაბორატორიაში, რომლის მიმართაც უამრავი პასუხგაუცემელი კითხვაა.
17.06.2020
მედია საშუალებები: რეზონანსი
Link: 17.06.2020 - რეზონანსი
კოვიდ-19-ის პანდემიის გამო ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის საპასუხოდ საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 9 ივნისს პარლამენტში „2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონის ცვლილების პროექტი წარადგინა.ბიუჯეტის განხილვა პარლამენტში ჯერ ჯერობით კომიტეტების დონეზე მიმდინარეობს. სწორედ იქ გაჩნდა კითხვა, ეს არის ანტიკრიზისული თუ კრიზისთან შეგუების ბიუჯეტი. პანდემიისა და მისგან გამოწვეული ეკონომიკური შეზღუდვებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვნად გაუარესდა მიმდინარე ტენდენციები და აპრილში ეკონომიკურმა ვარდნამ 16%-ს გადააჭარბა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ კორონავირუსთან დაკავშირებით ანტიკრიზისული ბიუჯეტის პრეზენტაციაზე განაცხადა.
რადიო
17.06.2020
მედია საშუალებები: საქართველოს რადიო - საქართველოს რადიო 09:50
Link: 17.06.2020 - საქართველოს რადიო - საქართველოს რადიო 09:50
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში ეპიდემიოლოგები მუშაობენ. მიმდინარეობს ინფიცირებულთა კონტაქტების შესწავლა, თერმოსკრინინგი და საეჭვო შემთხვევებში ნიმუშების აღება. სოფელ მეტეხში მცხოვრები რესპუბლიკური საავადმყოფოს ინფიცირებული თანამშრომლის ოჯახის ოთხ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. შემთხვევბის მატება ლოგიკურია თუმცა საგანგაშო არაა, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელმა ანა კასრაძემ განაცხადა.