მედია მონიტორინგი
15 ივნისი
ტელევიზია
15.06.2020
მედია საშუალებები: ტვ პირველი - პირველები 13:00
Link: 15.06.2020 - ტვ პირველი - პირველები 13:00
ბოლო 24 საათში 15 ახალი შემთხვევიდან 2 სამედიცინო პერსონალი, 5 იმპორტირებულია. რომელ კლინიკას განეკუთნებიაბ ინფიცირებული მედოკოსები, მარინა ეზუგბაიას არ დაუკონკრეტებია. ქვეყანაშ სულ 879 ინფიცირებულია. 2. კოვიდინფექციით ქვეყანაში სულ 14 ადამიანი არის გარდაცვლილი. 14-ე გარდაცვლილი პაციენტის ოჯახი ექიმებს დაუდევრობაშ ადანაშაულებს და ბოჭორიშვილის კლინიკას ბრალდებებს უყენებს. ამბობენ, რომ რეანიმაციული განყოფილება არ ჰქონდათ და პაციენტის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანა დაგვიანებით მოხდა. გარდაცვლილის ოჯახს ბოჭორიშვილის კლინიკაში უპასუხეს. მამაკაცი ეროვნული ბანკის კლასტერს განეკუთვნებოდა.
15.06.2020
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 14:00
Link: 15.06.2020 - იმედი - ქრონიკა 14:00
პირბადის გარეშე გადაადგილება დღეიდან კანონით აკრძალულია. პირბადის ტარება სავალდებულოა იმ დახურილ და საჯარო სივრცეებში, სადაც ვირუსის გავ რცელების ყველაზე მაღალი რისკებია. გამონაკლისი 6 წლამდე ბავშვები, განსაკუთრებული საწიროების მქონე პირები და ის მოქალაქეები არიან, ვისაც ჯნმრთელობის პრობლემები აქვს. ნათია მეზვრიშვილი:" ამირან გამყრელიძე:"ეკონომიკის გახსნასთან და შემსუბუქების პოლიტიკასთან ერთად მზადყოფნა უნდა მოხდეს ჯდანდცვის სიტემის, რომ გამოვლენილ იქნას ყველა ინფიცირებული.
15.06.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 15:00
Link: 15.06.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 15:00
კორონავირუსით ინფიცირებული 15 ახალი შემთხვევა ქვეყანაში და მათგან ისევ 2 უცნობი წყარო. ეპიდემიოლოგებმა არ იციან,ვისგან გადაედო 2 ინფიცირებულს ვირუსი. ორივე მათგან რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალია. ჯამში, რესპუბლიკური საავადმყოფოს 11 მედპერსონალია ინფიცირებული. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის განცხადებით, აღნიშნული დინამიკა საფრთხეს არ უქმნის არც სწავლის დაწყებასა და არც არჩევნების ჩატარებას.
15.06.2020
მედია საშუალებები: ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00
Link: 15.06.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00
1. შიდა ტურიზმის გახსნის პარალელურად სარკინიგზო მგზავრობა აღდგა 5 მიმართულებით. მარტიშ შემდეგ პირველი რეისი თბილისი-ბათუმის მიმართულებით შედგა. მგზავრები გადიან თერმოსკრინინგს. მათ უნდა დაიცვან სოციალური დისტანცია, ვაგონში შესვლისთანავე უნდა გაიარონ დეზობარიერი. მატარებელში მოქალაქეები არ დაიშვებიან პირბადეების გარეშე.
15.06.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 15:00
Link: 15.06.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 15:00
ქვეყანაში ეპიდ სიტუაცია კონტროლირებადია - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა პირებმა განაცხადეს. ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეკონომიკის გახსნასთან ერთად, ინფიცირების ახალი შემთხვევების დაფიქსირება მოსალოდნელი იყო, თუმცა, პანიკის საფუძველი არ არსებობს. 2. სპეციალისტები მოსახლეობას კვლავ რეკომენდაციების დაცვის ზედმიწევნით დაცვისკენ მოგვიწოდებენ. მათი თქმით, ინფექციის თავიდანაცილებისთვის საჭიროა სოციალური დისტანცია და მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა.
15.06.2020
მედია საშუალებები: ფორმულა - ბიზნეს ფორმულა
Link: 15.06.2020 - ფორმულა - ბიზნეს ფორმულა
გასული 24 საათის განმავლობაში შემოწმებული 26 კვების ობიექტიდან ჯანდაცვის სამინისტრომ 16 დააჯარიმა და რეკომენდციის დარღვევის გამო თითოეულს 10 000 ლარის ჯარიმა დააკისრა. რესტორნების წარმომადგენლები ჯარიმებს უსაფუძვლოს უწოდებენ და ამბობენ, რომ შესაძლოა, შედეგად ობიექტების დახურვა მოუხდეთ. დახურვის საფრტის წინაშე დგანან სასტუმროებიც.
15.06.2020
მედია საშუალებები: მთავარი არხი - მთავარი ამბები 15:00
Link: 15.06.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 15:00
შიდა ქართლი ეპიდემიური აფეთქების საფრთხის წინაშეა - რეგიონში ამ მხრივ არსებული ვითარება ყოველდღიურად უარესდება. დღეს კორონავირუსი დაუფიქსირდა რესპუბლიკური საავადმყოფოს ინფიცირებული სანიტრის ოჯახის ოთხ წევრს, რომლებიც ამ დროისთვის ბოქსირებულ განყოფილებაში არიან გადაყვანილი. ბოლო 4 დღის განმავლობაში, რეგიონში ვირუსის 9 შემტხვევა გამოვლინდა. . 15 ახლი შემთხვევა ბოლო 24 საათში.
15.06.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 15:00
Link: 15.06.2020 - I არხი - მოამბე 15:00
კორონავირუსის შესაკავებლად მიზნობრივი ჯგუფების კვლევა ფართოვდება, იზრდება ყოველდღიურად ჩასატარებელი ტესტების რაოდენობაც. ეპიდემიოლოგების თქმით, მთავარი ვირუსის სწრაფი გამოვლენა და რეაგირებაა. რაც შეეხება პირბადეების სავალდებულო ტარებას, დღეიდან კანონი ძალაში შევიდა. რა შემთხვევაშია დახურულ სივრცეში პირბადის გარეშე ყოფნა ნებადართული, ვის არ ეხება შეზღუდვა და რა პუნქტებს მოიცავს პირბადის ტარების რეგულაცია.
15.06.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 15:00
Link: 15.06.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 15:00
დაავადებათა კონტროლისა ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ქვეყანა ყველა შესაძლო სცენარისთვის მზად უნდა იყოს. წინასწარ უნდა არსებობდეს სცენარი ყველა სიტუაციისთვის. პაატა იმნაძე: ,,ისევე, როგორც ჩვენ ვემზადებით მეორე სცენარისთვის, ყველა უნდა ფიქრობდეს, შემოდგომაზე რა მოხდება."
15.06.2020
მედია საშუალებები: ტვ პირველი - პირველები 17:00
Link: 15.06.2020 - ტვ პირველი - პირველები 17:00
შიდა გავრცელების მატება რა უკვირს დაავადებათა კონტროლსი ერროვნული ცენტრის ხელმძრვანელს. ამირან გამყრელიძე ვითარებას შეზღუდვების შემსუბუქებას და მოხნსას უკავშირებს. რაც შეეხება შესაძლო მეორე ტალღის არსებობას. გამყრელძე ფიქრობს, რომ თუ მოქალაქეების მხრიდან ყველა რეკომენდაციაი ქნება შესრულებული, გართულებულ ეპიდ სიტუაციას და მეორე ტალღის მოახლოებას თავიდან ავირიდებთ.
15.06.2020
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 17:00
Link: 15.06.2020 - იმედი - ქრონიკა 17:00
საქართველოში ეკონომიკის და ტურიზმის გახსნის ფონზე ტესტირების მიზნობრივი ჯგუფები ფართოვდება. უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილებით მედ პერსონალს ვირუსზე კვლევა ყოველ კვირას ჩაუტარდება. ტესტირებას გაივლიან რისკ ჯგუფები, მოხუცთა ცენტრები და ასევე შშმ პირები. სიახლეა ის რომ ტესტირებას ეტაპობრივად გაივლის საქალაქთაშორისო ტრანსპროტის მომსახურე პერსონალი.
15.06.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 17:00
Link: 15.06.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 17:00
ქვეყანაში ეპიდ სიტუაცია კონტროლირებადია - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა პირებმა განაცხადეს. ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეკონომიკის გახსნასთან ერთად, ინფიცირების ახალი შემთხვევების დაფიქსირება მოსალოდნელი იყო, თუმცა, პანიკის საფუძველი არ არსებობს. სპეციალისტები ვირუსის კვლავ გააქტიურებას შემოდგომაზე პროგნოზირებენ.
15.06.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 18:00
Link: 15.06.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 18:00
1. საერთო ჯამში, ვირუსის დადასტურებული შემთხვევა 879 გახდა, გამოჯანმრთელებულია 704 ადამიანი, გარდიაცვალა 14, კარანტინის რეჟიმში 2710 ადამინი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 267. 2. 15 ახალი ინფიცირებულიდან 4 შიდა ქართლიდან არის. ისინი სოფ.მეტეხში ინფიცირებული სანიტრის ოჯახიდან არიან, სადაც ბოლო 4 დღეში ინფიცირების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აქ ღრმა ეპიდ.კველვა დღესაც გრძელდება, სავარაუდოდ იზოლაციაში გადავლენ სხვა პირებიც.
15.06.2020
მედია საშუალებები: I არხი - ბიზნესპარტნიორი
Link: 15.06.2020 - I არხი - ბიზნესპარტნიორი
დასაქმებასა და შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებული უთანასწორობა მსოფლიოში, რა ვითარებაა სხვადასხვა ქვეყანაში, ვის უკეთესი შრომის პირობები და ანაზღაურება აქვს და რა მდგომარეობაა ამ კუთხით საქართველოში. რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას უთანასწორობოს აღმოფხვრისთვის და როგორ მუშაობენ ამ მიმართულებით სხვადასხვა კომპანიები.
15.06.2020
მედია საშუალებები: კავკასია - დღეს 19:00
Link: 15.06.2020 - კავკასია - დღეს 19:00
საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და საერთო ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობა 879 გახდა. ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან ერთი საბურთალოს კლასტერს მიეკუთვნება. ორი მედპერსონალი 10 კი საკარანტინო სივრციდან და იმპორტირებული შემთხვევებია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა. ინფიცირებულებიდან 4 ინფექციურ საავბადმყოფოში მოათვსეს. მარინა ეზუგბაიას თქმით, პაციენტების მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა. რესპუბლიკური სააავადმყოფოს სანიტარს კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა. მკაცრი საგანგებო მდგომარეობა მოიხსნა ბოლნისშიც. დაინფიცრიებუთა რაოდენობის ზრდის მიუხედავად ამირან გამყრელიძის თქმით, პანიკის საფუძველი არ არსებობს.
15.06.2020
მედია საშუალებები: ფორმულა - ფორმულა ნიუს 20:00
Link: 15.06.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 20:00
სოფელი მეტეხი, შესაძლოა, კოვიდაფეთქების ახალი კერა გახდეს და ჩაიკეტოს. მუნიციპალიტეტში კორონავირუსის გავრცელების წყარო მედპერსონალი გახდა. 5 კოვიდინფიცირებულის კონტაქტებს ამ დრომდე სწავლობენ. მედიკოსების კლასტერი იზრდება - რესპუბლიკურ საავადმყოფოს 2 კოვიდდადებითი თანამშრომელი დაემატა, სამი ინფიცირებული გამოვლინდა გორში, მუშაობის ჩვეულ რეჟიმს უნდა დაბრუნებოდა, თუმცა საგანგებო მდგომარეობა და კარანტინი გრძელდება გორის სამხედრო ჰოსპიტალში. ინფიცირებული მედპერსონალის რაოდენობა 14 პროცენტამდეა. დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მედიკოსთა ტესტირება გახშირდება, საფრთხის ზრდის გამო, ორი კვირის ნაცვლად, ტესტირებას მათ კვირაში ერთხელ ჩაუტარებენ.
15.06.2020
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 20:00
Link: 15.06.2020 - იმედი - ქრონიკა 20:00
15 ახლი შემთხვევა ბოლო 24 საათში. ახალი ინფიცირებულებიდან 2 სამედიცინო პერსონალია, ნაწილი საკარანტინე სივრციდან, 2 პაციენტის ინფიცირების წყარო კი უცნობია. ბოლო მონაცემებით ქვეყანას, 879 ინფიცირებული ჰყავს, აქედან 704 გამოჯანმრთელდა. შიდა ქართლი ეპიდემიური აფეთქების საფრთხის წინაშეა - რეგიონში ამ მხრივ არსებული ვითარება ყოველდღიურად უარესდება. დღეს კორონავირუსი დაუფიქსირდა რესპუბლიკური საავადმყოფოს ინფიცირებული სანიტრის ოჯახის ოთხ წევრს, რომლებიც ამ დროისთვის ბოქსირებულ განყოფილებაში არიან გადაყვანილი. ბოლო 4 დღის განმავლობაში, რეგიონში ვირუსის 9 შემტხვევა გამოვლინდა.
15.06.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 21:00
Link: 15.06.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 21:00
ეპიდემიოლოგები ინფიცირებული პაციენტის კავშირებს ისევ ეძებენ. დღეს მათ რიცხვს კიდევ 2 დაემატა და სულ 12 პირია, ვისი ინფიცირების წყარო ჯერ კიდევ უცნობია. იზრდება დაუდასტურებელ კავშირებთან ურთიერთობაში მყოფი პირების რაოდენობა. დღეს კასპის რაიონში რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალის 4 ოჯახის წევრს ვირუსი დაუდასტურდა - მეუღლეს, რძალს და 2 მცირეწლოვან შვილს. ადგილზე ეპიდემიოლოგები ღრმა კვლევებს ატარებენ.
15.06.2020
მედია საშუალებები: ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 20:00
Link: 15.06.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 20:00
15-ით გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა საქართველოში. ახალი გამოჯანმრთელებული კი ამ ეტაპზე მხოლოდ ერთია. საქართველოში კორონავირუსის 879 შემთხვევა დადასტურდა ჯამში, აქედან 704 გამოჯანმრთელდა, 14 კი გარდაიცვალა.
15.06.2020
მედია საშუალებები: კავკასია - ბარიერი
Link: 15.06.2020 - კავკასია - ბარიერი
"ჯანმომ თითქოს გამოაცხადა , რომ უსიმპტომოებიდან კორონა ვირუსი ნაკლებად ვრცელდება."(ვიდეო3, 02:56) სერგო ჩიხლაძე: " არავინ არ იცის , რადგან 4 თვის განავლობაში ერთიდაიგივე საკითხე 15-ჯერ შეცვალა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ შეხედულება.ამას იმიტომ არ ვიძახი , რომ ჯანმოს ვაკნინებ , უბრალოდ ახალი ვირუსია." (ვიდეო3, 03:03) ვახტანგ სურგულაძე:"ჩვენი ქვეყნის ამოცანაა , რომ მაქსიმალურად მოვუფრთხილდეთ და უსაფრთხოდ გვყავდეს სამედიცინო პერსონალი."
16 ივნისი
ტელევიზია
16.06.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 09:00
Link: 16.06.2020 - I არხი - მოამბე 09:00
ანტიკრიზისულ ბიუჯეტს დღეს ფრაქციაში დამოუკიდებელი დეპუტატები განიხილავენ. ძირითადი კითხვები საგადასახადო შეღავათებს და მოსახლეობის დახმარების პროგრამებს ეხება. დრესვე კორექტირებულ ფინანსურ დოკუმენტზე ორ კომიტეტზეც იმსჯელებენ. უმრავლესობა განმარტავს რომ ანტიკრიზისულ ბიუჯეტში საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეგკომენდაციებია ასახული. დასკვნას საფინანსო კომიტეტი მთავრობას ოთხშაბათს გადაუგზავნი, საბოლოო ვარიანტს კი საგაზაფხულო სესიის დასრულებისას დაამტკიცებენ.
16.06.2020
მედია საშუალებები: ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
Link: 16.06.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
1. მთავრობამ განსაზღვრა დახურული სივრცეები, სადაც პირბადის ტარება სავალდებულო იქნება. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა გუშინ დეტალურად განმარტა პირბადის ტარება სავალდებულო საჯარო და კერძო დაწესებულებების მისაღებში, შეხვედრაზე და ასევე, საერთო გამოყენების ლიფტებში როგორ უნდა იყოს, ასევე, სავაჭრო ობიექტებში, სილამაზის სალონებსა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრებში, საგანმანათლებლო სივრცეებში, ტრანსპორტსა და ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ დაწესებულებებში.
16.06.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 09:00
Link: 16.06.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 09:00
ხანძრის მცირე კერების ჩაქრობას ვარკეთილის ბაზრობაზე მეხანძრეები ამ დრომდე ცდილობენ. ტერიტორიაზე შესვლის უფლება მედიის წარმომადგენლებს შეზღუდული აქვთ. ადგილზე იმყოფებოდა თბილისის მერი მოადგილე. შსს-მ საქმის გამოძიება 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. 2) ვარკეთილში ძლიერმა ხანძარმა მოვაჭრეებს სერიოზული ფინანსური ზარალი მიაყენა - ცეცხლისგან მიყენებული ზიანის აღრიცხვა დღეიდან დაიწყება.
16.06.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 08:00
Link: 16.06.2020 - I არხი - მოამბე 08:00
ესტონეთის მთავრობამ ჯანდაცვის სამინისტროს 1500 ლიტრი სადენზიფექციო საშუალება გადასცა. პროცესს ესტონეთის ელჩი პირადად დაესწრო. ტვირთის გადაცემა ჯანდაცვის სამინისტროს დროებით სასაწყობე ტერიტორიაზე მოხდა. დიპლომატმა საწყობის ტერიტორია და ის პირადი დაცვის საშუალებები დაათვალიერა რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს აქვს მომაგარებული.
16.06.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 08:00
Link: 16.06.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 08:00
ტყიბულში მეშახტეების პროტესტი გრძელდება. შახტში დასაქმებულები, რომელთაც რამდენიმე დღის წინ მუშაობაზე უარი განაცხადეს, დღეს მერიის წინ შეიკრიბებიან. აქციის მონაწილეთა მოთხოვნები უცვლელია - უსაფრთხოების ზომების დაცვა და ხელფასების 20%-ით გაზრდა. მათი თქმით, კომისიამ, რომელიც შახტში არსებულ მდგომარეობას სწავლობდა არა დასკვნა, არამედ შესასრულებელი სამუშაოების ოქმი და ვადები გამოსცა.
16.06.2020
მედია საშუალებები: ფორმულა - დილა ფორმულაზე
Link: 16.06.2020 - ფორმულა - დილა ფორმულაზე
მუშაობის უფლება 150 სასტუმროს გადაეცა
16.06.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 10:00
Link: 16.06.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00
ესტონეთის მთავრობამ ჯანდაცვის სამინისტროს 1500 ლიტრი სადეზინფექციო საშუალება გადასცა. ჰუმანიტარული დახმარების გადაცემის ცერემონიალს ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კაი კაარელსონი პირადად დაესწრო. სამინისტროს მხრიდან სადენზინფექციო საშუალებები მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ ჩაიბარა. „მნიშვნელოვანი საჩუქარი მივიღეთ ესტონეთის საელჩოდან.
16.06.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 08:00
Link: 16.06.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 08:00
ესტონეთის მთავრობის დახმარება საქართველოს - ესტონეთმა ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს 1500 ლიტრი სადეზინფექციო საშუალება გადასცა. ჰუმანიტარული დახმარების გადაცემის ცერემონიალს საქართველოში ესტონეთის ელჩი დაესწრო. ტვირთის მიწოდება ჯანდაცვის სამინისტროს დროებით სასაწყობო ტერიტორიაზე მოხდა. თამარ ბარკალაია: "მივიღეთ 1500 ლიტრი სადეზინფექციო საშუალება ესტონეთის ელჩისაგან. ასევე, დავათვალიერეთ ის მარაგები, რომელიც სახელმწიფოს გააჩნია".
16.06.2020
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 08:00
Link: 16.06.2020 - იმედი - ქრონიკა 08:00
ესტონეთის მთავრობამ ჯანდაცვის სამინისტროს 1500 ლიტრი სადეზინფექციო საშუალება გადასცა. ჰუმანიტარული დახმარების გადაცემის ცერემონიალს ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კაი კაარელსონი პირადად დაესწრო. სამინისტროს მხრიდან სადეზინფექციო საშუალებები მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიამ ჩაიბარა. „მნიშვნელოვანი საჩუქარი მივიღეთ ესტონეთის საელჩოდან. როგორც მოგეხსენებათ სადეზინფექციო და ზოგადად დამცავი საშუალებები არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური პრევენციის საშუალება პანდემიასთან ბრძოლაში. "
16.06.2020
მედია საშუალებები: ტვ პირველი - პირველები 11:00
Link: 16.06.2020 - ტვ პირველი - პირველები 11:00
მეშახტეების აქცია ტყიბულში. მერიის წინ შეკრებილები უსაფრთხოების ნორმების დაცვას, ხელფასის გაზრდასა და კორონაპანდემიის დროს მთავრობის მიერ დაბრუნებული საშემოსავლო გადასახადის ჩარიცხვას ითხოვენ. რა ბრალს უყენებენ ისინი მინდელის შახტის ხელმძღვანელობას? უტიტროდ: "ახალი კომპანია, რომელიც შემოვიდა გასულ წელს საქნახშირში, მათ ჰქონდათ დანაპირები მთავრობასთან ერთად, რომ ჩვენი ხელფასები 2020 წლის მეორე დეკადიდან გაიზრდებოდა ეტაპობრივად. ახლა მივმართავ მთავრობას თხოვნით, მივმართავ ეკონომიკის მინისტრს თხოვნით, რომ მოახდინონ ზეწოლა ამ შემოსულ, უსაქმურ კომპანიაზე".
16.06.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი პირდაპირი
Link: 16.06.2020 - რუსთავი 2 - კურიერი პირდაპირი
მარინა ეზუგბაია: "ახალი შემთხვევა არ გვყავს და კვლავ 879 ინფიცირებული გვრჩება. ამასთან, გამოჯანმრთელებულების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა და გუშინდელს შემდეგ 20 გვყავს. აღსანიშნავია, რომ ახალი შემთხვევის არქონა არ ნიშნავს სიმშვიდის მოპოვებას, რეგულაციები არსად არ წასულა. 20 გამოჯანმრთელებული პაციენტიდან 10 ჩვენი ცენტრიდან არის და ყველა მათგანი გუშინ გაეწერა კლინიკიდან. ამ ეტაპზე კი ჩვენთან 31 დადასტურებული პაციენტი მკურნალობს. ჩვენ ასევე გვყავს 1 მძიმე პაციენტი, რომლის დინამიკაც დადებითია და ვიმედოვნებ, რომ ხვალიდან ის მძიმე შემთხვევათა სიიდან ამოღებული იქნება".
16.06.2020
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 11:00
Link: 16.06.2020 - იმედი - ქრონიკა 11:00
"საქართველო გახდა წარმატების ისტორია კავკასიაში კოვიდ 19-ის შეკავების თვალსაზრისით"-ასე აფასებს ატლანტიკური საბჭო საქართველოს ბრძოლას კორონავირუსის წინააღმდეგ, რომლის ორგანიზებითაც, თემაზე "კოვიდ 19 კავკასიაში", ტელეკონფერენცია გაიმართა და მასში: თურქ, აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებთან ერთად, ამირან გამყრელიძეც მონაწილეობდა. კონფერენციის მიზანი იყო, მეზობელი ქვეყნებისთვის საქართველოს გამოცდილების გაზიარება.
16.06.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 12:00
Link: 16.06.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 12:00
არცერთი ინციფირებული ბოლო 24 საათში
16.06.2020
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 11:00
Link: 16.06.2020 - იმედი - ქრონიკა 11:00
საქართველოში კორონავირუსისაგან კიდევ 20 პაციენტი განიკურნა. ინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო 24 საათში არ გაზრდილა. დეტალებზე ამ წუთებში განცხადებას, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია აკეთებს. "არ არის ახალი შემთხვევა, მაგრამ ეს მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს". მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს ურჩია, დეტალებზე სასაუბროდ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს მიმართონ.
16.06.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 12:00
Link: 16.06.2020 - I არხი - მოამბე 12:00
ესტონეთის მთავრობამ ჯანდაცვის სამინისტროს 1500 ლიტრი სადენზიფექციო საშუალება გადასცა. პროცესს ესტონეთის ელჩი პირადად დაესწრო. ტვირთის გადაცემა ჯანდაცვის სამინისტროს დროებით სასაწყობე ტერიტორიაზე მოხდა. დიპლომატმა საწყობის ტერიტორია და ის პირადი დაცვის საშუალებები დაათვალიერა რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს აქვს მომაგარებული.
15 ივნისი
საინფორმაციო სააგენტო
15.06.2020
მედია საშუალებები: ბიეფემ.ჯი
Link: 15.06.2020 - ბიეფემ.ჯი
საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა ის დახურული სივრცეები, სადაც პირბადის ტარება სავალდებულო იქნება, დარღვევის შემთხვევაში კი ფიზიკურ და იურიდიულ პირებს კანონით გათვალისწინებული ჯარიმები დაეკისრებათ. პირბადის ტარება სავალდებულო იქნება საჯარო და კერძო დაწესებულებების მისაღებებში, ე.წ. „ფრონტ ოფისებში“, „ფრონტ“ ნაწილზე, სადაც ყველაზე მეტი შეხებაა მოქალაქეებთან და ადამიანების დიდი რაოდენობა იყრის თავს, ასევე, საჯარო და კერძო დაწესებულებებში გამართულ შეხვედრებზე, თავშეყრისას, სადაც შეუძლებელია 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაცვა.
15.06.2020
მედია საშუალებები: კვირა.ჯი
Link: 15.06.2020 - კვირა.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევათა ის რაოდენობა, რაც ბოლო პერიოდში საქართველოში ფიქსირდება, მოულოდნელი არ ყოფილა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე პანიკის საფუძველი არ არსებობს, თუმცა მნიშვნელოვანია, მოქალაქეებმა სიფრთხილე გამოიჩინონ.
15.06.2020
მედია საშუალებები: პია.ჯი
Link: 15.06.2020 - პია.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევების მატება პროგნოზირებადი იყო. როგორ გამყრელიძემ აღნიშნა, საქართველოში ეპისიტუაცია სრულად კონტროლირებადია. "ზოგადად , რაც ბოლო 4-5 დღის განმავლობაში ხდება 9, 11, 15 შემთხვევა, პრინციპში ეს პროგნოზირებად იყო, ეს არ არის მოულოდნელი. პროგნოზირებად იყო იმ თვალსაზრისით, რომ მოგეხსენებათ ეკონომიკა იხსნება, მეტი მობილობაა და ეს ასე უნდა ყოფილიყო. ეს არ არის არც პანიკის და არც შეშფოთების საფუძველი, თუმცა სიფრთხილე აუცილებლად გვმართებს.
15.06.2020
მედია საშუალებები: პია.ჯი
Link: 15.06.2020 - პია.ჯი
შესაძლებელია, რომ შემოდგომაზე გრიპთან ერთად კორონავირუსული ინფექცია გააქტიურდეს", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა. გამყრელიძემ კოვიდვირუსის მეორე ტალღის შესახებ ისაუბრა. "მსოფლიოში გლობალურად პროგნოზირებენ რომ როგორც ყველა რესპირაციული ვირუსი შეიძლება გააქტიურდეს შემოდგომის პერიოდში აცივების დროს, იმისდა მიხედვით თუ რომელ სარტყელში ვართ. ჩვენთან ძირითადად რესპირაციული ვირუსები აქტიურდებიან ოქტომბრის ნახევრიდან და შესაძლებელია გრიპთან ერთად მოხდეს კორონავირუსული ინფექციის გააქტიურებაც.
15.06.2020
მედია საშუალებები: პია.ჯი
Link: 15.06.2020 - პია.ჯი
სასტუმროების სია, რომლებსაც, რეკომენდაციების დაცვის კუთხით, ჯანდაცვის სამინისტროს შემოწმება უკვე გავლილი აქვთ, დღეს გამოქვეყნდება. ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა. "ყველა ის სასტურმო, რომელიც დარეგისტრირდა ჯანდაცვის სამინისტროს გვერდზე და გამოხატა მზაობა, შემოწმდა. უმეტესმა მათგანმა შემოწმება წარმატებით გაიარა, თუმცა არსებობს ისეთი სასტუმროებიც, რომლეთაც ხარვეზები დაუფიქსირდათ",- აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა. მან მოუწოდა მოქალაქეებს გამოიჩინონ სიფრთხილე და დასასვენებლად აირჩიონ მხოლოდ ის სასტუმროები, რომლებსაც უკვე აქვთ მუშაობის განახლების ნებართვა. დღეიდან საქართველოში შიდა ტურიზმი გაიხსნა. მოქალაქეებს საშუალება აქვთ ქვეყნის ტერიტორიაზე სასურველ ადგილას დაისვენონ.
15.06.2020
მედია საშუალებები: კომერსანტ.ჯი
Link: 15.06.2020 - კომერსანტ.ჯი
დახურულ საჯარო სივრცეებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ტაქსებში პირბადის გამოუყენებლობის შემთხვევაში, მოქალაქეები დღიდან, 15 ივნისიდან დაჯარიმდებიან. როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განმარტა, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილი ცვლილება იურიდიულად უკვე მოქმედებდა, თუმცა პირბადის ტარების კონკრეტული წესები მთავრობის მიერ უნდა განისაზღვროს. მისივე ინფორმაციით, მთავრობის მიერ მომზადებული დოკუმენტი 15 ივნისს გამოქვეყნდება და შესაბამისად, მოქალაქეებს პირბადის ტარების წესის დარღვევაზე სანქციები ამ დღიდან დაეკისრებათ.
15.06.2020
მედია საშუალებები: კომერსანტ.ჯი
Link: 15.06.2020 - კომერსანტ.ჯი
თუ ჩვენ იმ დინამიკით წავედით, რაც დღეს გვაქვს, ეს არავითარ საფრთხეს არ უქმნის არც სწავლის დაწყებას, არც არჩევნების ჩატარებას, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე განმარატებით, თუ ყველა დავიცავთ იმ რეკომენდაციებს, რომლებსაც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები იძლევიან, შესაძლოა, საქართველოში ვირუსის გავრცელების მეორე ტალღა აღარ იყოს.
15.06.2020
მედია საშუალებები: ბიპიენ.ჯი
Link: 15.06.2020 - ბიპიენ.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსზე ტესტირება საქალაქო ტრანსპორტის მძღოლებსაც ჩაუტარდებათ. როგორც გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ტესტირების პროცესში მეტი რისკჯგუფი ჩაერთვება. მისი თქით, კოვიდისა და “ცხელების კლინიკების” თანამშრომლები 2-ის ნაცვლად კვირაში ერთხელ გაიტესტებიან, ხოლო სხვა კლინიკის მედპერსონალს ტესტირება ყოველ 2 კვირაში ჩაუტარდება. „დღეიდან პროცესი კიდევ უფრო ფართოვდება და მეტი რისკჯგუფი ერთვება ტესტირებაში.
15.06.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 15.06.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
თუ ჩვენ ეს ეპიდსიტუაცია შეინარჩუნეთ, რაც დღეს ქვეყანაში გვაქვს, მაშინ სწავლის დაწყების საფრთხე არ უნდა იყოს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე სწავლის დაწყების საკითხის შესახებ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, სექტემბერში სწავლა დისტანციურ რეჟიმში დაიწყება თუ ჩვეულებრივ რეჟიმში, ეპიდსიტუაციაზეა დამოკიდებული.
15.06.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 15.06.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
ჩვენი მოქალაქეების ნაწილის ქცევას როცა ვუყურებთ, შეიძლება სიტუაცია გაცილებით უფრო ადრე დაიძაბოს, ვიდრე ამას ველოდებოდით, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, “თუ კარგად მოვიქცევით და დიდი პრობლემები არ შეიქმნება”, ქვეყანას პანდემიასთან ბრძოლა უფრო გაუმარტივდება. რაც შეეხება მატარებლით მგზავრობას, მისი განცხადებით, დღეს მატარებელი, ყველა სხვა ტრანსპორტს შორის, ყველაზე უსაფრთხოა.
15.06.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 15.06.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსზე ტესტირება საქალაქო ტრანსპორტის მძღოლებსაც ჩაუტარდებათ. როგორც გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ტესტირების პროცესში მეტი რისკჯგუფი ჩაერთვება. მისი თქით, კოვიდისა და “ცხელების კლინიკების” თანამშრომლები 2-ის ნაცვლად კვირაში ერთხელ გაიტესტებიან, ხოლო სხვა კლინიკის მედპერსონალს ტესტირება ყოველ 2 კვირაში ჩაუტარდება. „დღეიდან პროცესი კიდევ უფრო ფართოვდება და მეტი რისკჯგუფი ერთვება ტესტირებაში.
15.06.2020
მედია საშუალებები: კვირა.ჯი
Link: 15.06.2020 - კვირა.ჯი
ოქტომბრის მეორე ნახევრიდან, გრიპთან ერთად, შესაძლებელია, კორონავირუსული ინფექციის გააქტიურებაც მოხდეს”, – ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისივე თქმით, მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ვირუსის აგრესიულობა თანდათან იკლებს. „რაც შეეხება მეორე ტალღას, მსოფლიოში ძირითადად გლობალურად პროგნოზირებენ, რომ როგორც ყველა რესპირატორული ვირუსი, შეიძლება, გააქტიურდეს შემოდგომის პერიოდში, აცივების პერიოდში, იმისდა მიხედვით, თუ რომელ სარტყელში ვართ.
15.06.2020
მედია საშუალებები: კვირა.ჯი
Link: 15.06.2020 - კვირა.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ე.წ. მსუბუქ შემთხვევათა რიცხვის მატება შეინიშნება. „დღეს საღამოს ან ხვალ ალბათ გამოქვეყნდება ჩვენი მეორე მიმოხილვა და ნახავთ იქ, რომ შედარებით იმატებს ე.წ მსუბუქ შემთხვევათა რიცხვი, საშუალო და მძიმე შემთხვევებთან მიმართებაში. ახალი დადასტურებული შემთხვევებიც, შემიძლია გითხრათ, რომ კლინიკურად შედარებით უფრო დამაკმაყოფილებლად მიმდინარეობს“, – განაცხადა გამყრელიძემ.
15.06.2020
მედია საშუალებები: კვირა.ჯი
Link: 15.06.2020 - კვირა.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში კარანტინის ინსტიტუტმა კარგად იმუშავა. მისივე თქმით, კარანტინის დატოვების შემდეგ კორონავირუსით ინფიცირებული ბევრი შემთხვევა გამოვლინდა. „კარანტინსა და კარანტინის დატოვების მე-13 და მე-14 დღეს ჩვენ ძალიან ბევრი ინფიცირებული აღმოვაჩინეთ.
15.06.2020
მედია საშუალებები: ონ.ჯი
Link: 15.06.2020 - ონ.ჯი
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, დღეის მდგომარეობით მუშაობის უფლება 150 სასტუმროს მისცეს. ამ თემაზე მან მთავრობის ბრიფინგზე ისაუბრა. "დღეის მდგომარეობით ჩვენ ბაზაში დარეგისტრირებულია 939 კომპანია — სასტუმრო, 150 სასტუმროს უკვე მიენიჭა მუშაობის ნებართვა, 175-მა ამ ეტაპზე ვერ დააკმაყოფილა, ხოლო დანარჩენმა დროებით ითხოვა ვადა იმისთვის, რომ განხორციელდეს ინსპექტირება რამდენიმე დღის შემდეგ, როცა ისინი სრულად დააკმაყოფილებენ მოთხოვნებს", — თქვა ბექა ფერაძემ.
15.06.2020
მედია საშუალებები: ონ.ჯი
Link: 15.06.2020 - ონ.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში ე.წ. მსუბუქ შემთხვევათა რიცხვი იმატებს. ამ თემაზე მან მთავრობის ბრიფინგზე ისაუბრა. "დინამიკა შეიმჩნევა, რომ შედარებით იმატებს ე.წ. მსუბუქ შემთხვევათა რიცხვი, საშუალო და მძიმე შემთხვევებთან მიმართებაში და ეს ახალი დადასტურებული შემთხვევებიც შემიძლია გითხრათ, რომ კლინიკურად შედარებით უფრო დამაკმაყოფილებლად მიმდინარეობს", — თქვა ამირან გამყრელიძემ.
15.06.2020
მედია საშუალებები: ონ.ჯი
Link: 15.06.2020 - ონ.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, უახლოეს ორ დღეში საქართველოს მასშტაბით კორონავირუსის ტესტირებაში 25 პოლიკლინიკა ჩაერთვება. ამ თემაზე მან გაცხადება მთავრობის ბრიფინგზე გააკეთა. "დღეიდან ეს პროცესი კიდევ უფრო ფართოვდება და მეტი რისკჯგუფი ერთვება ტესტირებაში. ეკონომიკის გახსნასთან და შემსუბუქების პოლიტიკასთან ერთად, მეორეს მხრივ, მზადყოფნა უნდა იყოს ჯანდაცვის, რომ ადრეულ ეტაპზე იქნეს გამოვლენილი ყველა ინფიცირებული.
15.06.2020
მედია საშუალებები: ონ.ჯი
Link: 15.06.2020 - ონ.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, თუ მოსახლეობამ ისევ "აიშვა" არსებობს რისკი, რომ ეპიდსიტუაცია გაუარესდეს. "თუ ჩვენ არ მოვუფრთხილდით ამ დიდ ერთობლივ მონაპოვარს, ისევ და ისევ "ავიშვით" და როგორც გვინდა, როგორც შარშან ისეთი თავისუფლება გვექნა, მაშინ, რა თქმა უნდა, არის რისკი ეპიდსიტუაციის გაუარესების", — თქვა ამირან გამყრელიძემ. გამყრელიძემ თქვა, რომ თუ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია ამ დინამიკით წავიდა ის არავითარ საფრთხეს არ უქმნის არც სწავლის დაწყებას, არც არჩევნების ჩატარებას და არც სხვა ღონისძიებებს.
15.06.2020
მედია საშუალებები: ნიუპოსტს.ჯი
Link: 15.06.2020 - ნიუპოსტს.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განაცხადებით, მეცნიერთა გარკვეული ჯგუფი ემხრობა იმ აზრს, რომ თანდათანობით ვირუსის აგრესიულობა და ვირულენტობა იკლებს. გამყრელიძის თქმით, ზოგადად, შემთხვევების მატება პრონოზირებადი იყო და მოულოდნელობა არ არის. „ეს პანიკისა და შეშფოთების საფუძველი არ არის, თუმცა გვმართებს სიფრთხილე. ხაზგასმით მინდა გითხრათ, რომ ეპიდსიტუაცია ქვეყანაში კონტროლირებადია და ამ სვლით პრობლემა ჯანდაცვის სისტემაში არ შეგვექმნება.
15.06.2020
მედია საშუალებები: მედიანიუს.ჯი
Link: 15.06.2020 - მედიანიუს.ჯი
საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა ის დახურული სივრცეები, სადაც პირბადის ტარება სავალდებულო იქნება, დარღვევის შემთხვევაში კი ფიზიკურ და იურიდიულ პირებს კანონით გათვალისწინებული ჯარიმები დაეკისრებათ. პირბადის ტარება სავალდებულო იქნება საჯარო და კერძო დაწესებულებების მისაღებებში, ე.წ. „ფრონტ ოფისებში“, „ფრონტ“ ნაწილზე, სადაც ყველაზე მეტი შეხებაა მოქალაქეებთან და ადამიანების დიდი რაოდენობა იყრის თავს, ასევე, საჯარო და კერძო დაწესებულებებში გამართულ შეხვედრებზე, თავშეყრისას, სადაც შეუძლებელია 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაცვა.
15.06.2020
მედია საშუალებები: კომერსანტ.ჯი
Link: 15.06.2020 - კომერსანტ.ჯი
საკარანტინო ზონებს ჯერჯერობით ქვეყანა ვერ გააუქმებს,-ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში შემოსული პირებისთვის კარანტინი ჯერჯერობით ძალაში რჩება.
15.06.2020
მედია საშუალებები: კვირა.ჯი
Link: 15.06.2020 - კვირა.ჯი
გორის მუნიციპალიტეტის მერი – კონსტანტინე თავზარაშვილი გორის მოსახლეობას სახლში დარჩენისა და მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების სრული დაცვისკენ მოუწოდებს. მერის განცხადებით, ამ დრომდე გორის მუნიციპალიტეტში “კოვიდ 19”-ით დაინფიცირების მხოლოდ 7 შემთხვევა იყო დადასტურებული, რომელიც გორის სამხედრო ჰოსპიტალში მომუშავე კორონავირუსით დაინფიცირებული უმცროსი მედდის კონტაქტებს წარმოადგენდა. „ძვირფასო გორელებო! სამწუხაროდ, ჩვენს მუნიციპალიტეტში “კოვიდ-19” – ის დადასტურებული 3 ახალი შემთხვევა გვაქვს. შედეგად, ამ ეტაპზე 37 მოქალაქე თვითიზოლაციაში იმყოფება.
15.06.2020
მედია საშუალებები: ბიემ.ჯი
Link: 15.06.2020 - ბიემ.ჯი
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, დღეის მდგომარეობით მუშაობის უფლება 150 სასტუმროს მისცეს. ამ თემაზე მან მთავრობის ბრიფინგზე ისაუბრა. "დღეის მდგომარეობით ჩვენ ბაზაში დარეგისტრირებულია 939 კომპანია — სასტუმრო, 150 სასტუმროს უკვე მიენიჭა მუშაობის ნებართვა, 175-მა ამ ეტაპზე ვერ დააკმაყოფილა, ხოლო დანარჩენმა დროებით ითხოვა ვადა იმისთვის, რომ განხორციელდეს ინსპექტირება რამდენიმე დღის შემდეგ, როცა ისინი სრულად დააკმაყოფილებენ მოთხოვნებს", — თქვა ბექა ფერაძემ.
15.06.2020
მედია საშუალებები: კვირა.ჯი
Link: 15.06.2020 - კვირა.ჯი
კახეთის რეგიონიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 84 ტესტის პასუხი კოვიდ 19 – ზე უარყოფითია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა განაცხადა. ასევე, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, რეგიონში 4 საკარანტინე ლოკაციაზე კი 129 მოქალაქე რჩება. ” ნიმუშების აღება გრძელდება როგორც კლინიკებიდან, ასევე, კარანტინის სივრცეებიდან.
15.06.2020
მედია საშუალებები: ნეტგაზეთი.ჯი
Link: 15.06.2020 - ნეტგაზეთი.ჯი
თუ ჩვენ ეს ეპიდსიტუაცია შეინარჩუნეთ, რაც დღეს ქვეყანაში გვაქვს, მაშინ სწავლის დაწყების საფრთხე არ უნდა იყოს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე სწავლის დაწყების საკითხის შესახებ განაცხადა.
15.06.2020
მედია საშუალებები: ნეტგაზეთი.ჯი
Link: 15.06.2020 - ნეტგაზეთი.ჯი
შემთხვევების მატება მოსალოდნელი იყო, თუმცა ეპიდსიტუაცია კონტროლირებადია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ეკონომიკის გახსნასთან ერთად მოსალოდნელი იყო, რომ შემთხვევები მოიმატებდა. „ზოგადად, ის, რაც ამ დღეებში ხდება, როცა გვაქვს შემთხვევების მატება, პროგნოზირებადი იყო, ეს არ არის მოულოდნელობა. ეკონომიკა იხსნება, მეტი მობილობაა და ეს ასე უნდა ყოფილიყო, თუმცა ეს არ არის არც პანიკის, არც შეშფოთების საფუძველი, მაგრამ სიფრთხილე აუცილებლად გვმართებს.
15.06.2020
მედია საშუალებები: პრაიმთაიმ.ჯი
Link: 15.06.2020 - პრაიმთაიმ.ჯი
მეცნიერთა გარკვეული ჯგუფი ემხრობა იმ აზრს, რომ თანდათანობით ვირუსის აგრესიულობა და ვირულენტობა იკლებს – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ კორონავირუსი ნელ-ნელა ძალას კარგავს და შესაძლოა ვაქცინის შექმნამდე ის ასეთი საშიში აღარც იყოს? ამ კითხვაზე მეცნიერულად დადასტურებული პასუხი ჯერ არ არსებობს, თუმცა ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ საქართველოში ბოლო დროს გამოვლენილი შემთხვევები მსუბუქ ფორმებში, კლინიკურად დამაკმაყოფილებლად მიმდინარეობს.
15.06.2020
მედია საშუალებები: ინფო9
Link: 15.06.2020 - ინფო9
რაც ბოლო 4-5 დღის განმავლობაში ხდება პრინციპში პროგნოზირებადი იყო, ეს არ არის მოულოდნელობა. პროგნოზირებადი იყო იმ თვალსაზრისით, რომ ეკონომიკა იხსნება, მეტი მობილობაა და ეს ასე უნდა ყოფილიყო, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ბოლო დღეებში ახალი ინფიცირებულების რაოდენობაზე საუბრისას განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია კონტროლირებადია .
15.06.2020
მედია საშუალებები: ინფო9
Link: 15.06.2020 - ინფო9
საკარანტინო ზონებს ჯერჯერობით ქვეყანა ვერ გააუქმებს,-ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში შემოსული პირებისთვის კარანტინი ჯერჯერობით ძალაში რჩება. „საკარანტინო ზონებს ჯერჯერობით ქვეყანა ვერ გააუქმებს, მითუმეტეს ჩვენს ირგვლივ, საიდანაც დღეს შემოდიან საქართველოში საქართველოს მოქალაქეები ან სხვა, ორმაგი მოქალაქეობის მქონე ადამიანები, მათთვის კარანტინი ჯერჯერობით ძალაში რჩება. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი მექანიზმი, რომლითაც ჩვენ დაავადების ფართოდ გავრცელების პრევენციას ვახდენთ“,-განაცხადა გამყრელიძემ.
15.06.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 15.06.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
მადლობა უნდა გადავუხადოთ აშშ-ს, მათ გარეშე ლუგარის ლაბორატორია ვერ შეიქმნებოდა საქართველოში , - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, კახეთში განაცხადა. გიორგი გახარიას თქმით, გვესმის ის პასუხისმგებლობა, უნდა შეიქმნას სისტემა, რომელიც სწრაფად გამოავლენს ინფიცირების ფაქტს, სწრაფად უმკურნალებს მოქალაქეს და დააბრუნებს ნორმალურ ცხოვრებაში.
15.06.2020
მედია საშუალებები: ტაბულა.ჯი
Link: 15.06.2020 - ტაბულა.ჯი
ჯანდაცვის სამინისტრომ ბოლო ორ დღეში 26 კაფე შეამოწმა და მათგან 16 დააჯარიმა. მათ შორის, დაჯარიმდნენ ფაბრიკის სივრცეში განთავსებული კაფეები – თონე, მულენი და სამაგიდო თამაშების კლუბი წიბახა. თითოეული – 10 000 ლარით. როგორც მათი მენეჯერები და დამფუძნებლები ტაბულასთან ამბობენ, მიზეზი უსამართლოა, ამასთან, შესაძლოა, ამან ბიზნესების გაკოტრებაც გამოიწვიოს. "დაგვაჯარიმეს, რადგან დეზობარიერთან არ გვქონდა გაკრული სტიკერი, რომ აქ სტუმრებმა ფეხები უნდა გაიწმინდონ.
15.06.2020
მედია საშუალებები: ჯიეიჩენ.ჯი
Link: 15.06.2020 - ჯიეიჩენ.ჯი
ქვეყანაში ეპიდსიტუაცია კონტროლირებადია, თუმცა მოქალაქეებს სიფრთხილე გვმართებს, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ. მისი თქმით, ინფიცირებულების უმეტესობა მსუბუქ შემთხვევებს მიეკუთვნება. „ის, რაც ბოლო 4-5 დღის განმავლობაში ხდება, როდესაც ჩვენ გვაქვს 9, 11, 13, 14, 15 შემთხვევა ყოველდღიურად, ეს პრინციპში პროგნოზირებადი იყო, ეს არ არის მოულოდნელობა.
15.06.2020
მედია საშუალებები: ჯიეიჩენ.ჯი
Link: 15.06.2020 - ჯიეიჩენ.ჯი
ქვეყანაში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეებისთვის ორკვირიანი კარანტინი კვლავ ძალაშია, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ. მისი თქმით, ეს დაავადების ფართოდ გავრცელების პრევეცნიისთვის, ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი მექანიზმია.
15.06.2020
მედია საშუალებები: ნეტგაზეთი.ჯი
Link: 15.06.2020 - ნეტგაზეთი.ჯი
საქართველოს პრემიერის, გიორგი გახარიას თქმით, მთავრობის გეგმაა, რომ წლის ბოლოს საქართველოს ყოველდღიურად შეეძლოს 10 ათას „პისიარ“ ტესტის გაკეთება. „პისიარ“ ტესტები კორონავირუსის დადგენის თვალსაზრისით ე.წ. ოქროს სტანდარტად მიიჩნევა. გახარიამ ელჩებთან შეხვედრაზე თქვა: „დღეს თუ ჩვენ გვაქვს ინფიცირების შემთხვევების ოდნავი ზრდა, ჩვენი ამისთვის მზად ვიყავით“. შემდეგ კი დაამატა: „თუ NCDC ეპიდემიის დაწყების პირველ დღეებში აკეთებდა 100-150 ტესტს, დღეს მას 4 500 ტესტის გაკეთება შეუძლია.
15.06.2020
მედია საშუალებები: ლაივპრეს.ჯი
Link: 15.06.2020 - ლაივპრეს.ჯი
Print დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, 15 ივნისიდან რისკჯგუფების ჩამონათვალი ფართოვდება და უფრო მეტ ადამიანს ჩაუტარდება პისიარ ტესტი. ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსზე ტესტირების ჩატარება უფრო მეტ ადგილზე იქნება შესაძლებელი, მათ შორის პოლიკლინიკებში. "დღეს ნებისმიერი ტემპერატურით ადამიანმა აუცილებელია მიმართოს ცხელების ცენტს.
16 ივნისი
ინტერნეტ სააგენტო
16.06.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 16.06.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
ვარკეთილის ბაზრობის ტერიტორიაზე ორი პირი დაშავდა, ერთი კლინიკაშია გადაყვანილი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს, დაშავებულებს შორის ერთი პოლიციელია. „ერთი დაშავებული მოქალაქე ფეხის ტრავმით გადაყვანილია „ოპტიმა მედში“. პოლიციელს რაც შეეხება, მან უარი განაცხადა ჰოსპიტალიზაციაზე. მას დაკვამლიანებისგან ჰქონდა მსუბუქი სუნთქვის უკმარისობა“, - განაცხადეს უწყებაში.
16.06.2020
მედია საშუალებები: ჯიეიჩენ.ჯი
Link: 16.06.2020 - ჯიეიჩენ.ჯი
საქართველოს მასშტაბით 25 პოლიკლინიკაში covid-19-ზე ტესტის ჩატარება იქნება შესაძლებელი, - ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში კორონავირუსზე ტესტირება ფართოვდება და კიდევ უფრო მეტი უნდა იყოს.
16.06.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 16.06.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სამი თვის განმავლობაში შესყიდული, კორონავირუსის სადიაგნოსტიკო ტესტების ჯამური ღირებულება 1.2 მილიონ ლარს აჭარბებს. პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯების შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსმა“ ჯანდაცვის სამინისტროდან გამოითხოვა. უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ტესტების შეძენაზე მარტის, აპრილის და მაისის განმავლობაში 1 211 526 ლარი დაიხარჯა.
16.06.2020
მედია საშუალებები: ბიპიენ.ჯი
Link: 16.06.2020 - ბიპიენ.ჯი
ჯანდაცვის სამინისტრომ STOP COVID მობილური აპლიკაციის შესყიდვაზე, რომელიც COVID 19-ის ადრეული გამოვლენის მიზნით ორი თვის წინ ამოქმედდა, 400 ათას ლარზე მეტი დახარჯა. „ინტერპრესნიუსმა“ პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯების შესახებ ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროდან გამოითხოვა. უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული მობილური აპლიკაციის შესყიდვაზე 412 116 ლარია დახარჯული.
16.06.2020
მედია საშუალებები: ბიპიენ.ჯი
Link: 16.06.2020 - ბიპიენ.ჯი
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სამი თვის განმავლობაში შესყიდული, კორონავირუსის სადიაგნოსტიკო ტესტების ჯამური ღირებულება 1.2 მილიონ ლარს აჭარბებს. პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯების შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსმა“ ჯანდაცვის სამინისტროდან გამოითხოვა. უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ტესტების შეძენაზე მარტის, აპრილის და მაისის განმავლობაში 1 211 526 ლარი დაიხარჯა.
16.06.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 16.06.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
ჯანდაცვის სამინისტრომ STOP COVID მობილური აპლიკაციის შესყიდვაზე, რომელიც COVID 19-ის ადრეული გამოვლენის მიზნით ორი თვის წინ ამოქმედდა, 400 ათას ლარზე მეტი დახარჯა. „ინტერპრესნიუსმა“ პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯების შესახებ ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროდან გამოითხოვა. უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული მობილური აპლიკაციის შესყიდვაზე 412 116 ლარია დახარჯული. შეგახსენებთ, STOP COVID აპლიკაცია, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მომხმარებლებს გაიგოს იმყოფებოდა თუ არა კონტაქტში COVID 19-ით ინფიცირებულ პირთან, საქართველოში ორი თვის წინ, 16 აპრილს ამოქმედდა.
16.06.2020
მედია საშუალებები: ნეტგაზეთი.ჯი
Link: 16.06.2020 - ნეტგაზეთი.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დადასტურებულა. „დღეს დილისთვის ბოლო 24 საათში არ გვყავს ახალი ინფიცირებული,“ – უთხრა წერილობით პასუხში გამყრელიძემ ნეტგაზეთს. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, ბოლო 24 საათში, კორონავირუსისგან საქართველოში 20 ადამიანი გამოჯანმრთელდა. გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა 724-ს მიაღწია. საქართველოში სულ კორონავირუსის 879 შემთხვევა დასტურდება, აქედან 724 გამოჯანმრთელდა, 14 კი გარდაცვალა. რაც შეეხება სხვა მონაცემებს, კარანტინის რეჟიმში 2710 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 267.
16.06.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 16.06.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
ესტონეთის მთავრობამ ჯანდაცვის სამინისტროს 1500 ლიტრი სადეზინფექციო საშუალება გადასცა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ჰუმანიტარული დახმარების გადაცემის ცერემონიალს ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კაი კაარელსონი პირადად დაესწრო. „ვთვლი რომ საქართველოს მთავრობა ძალიან კარგად ართმევს თავს კორონავირუსთან დაკავშირებულ კრიზისს და მართავს არსებულ სიტუაციას.
16.06.2020
მედია საშუალებები: პია.ჯი
Link: 16.06.2020 - პია.ჯი
ესტონეთის მთავრობამ ჯანდაცვის სამინისტროს 1500 ლიტრი სადეზინფექციო საშუალება გადასცა. ჰუმანიტარული დახმარების გადაცემის ცერემონიალს ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კაი კაარელსონი პირადად დაესწრო. როგორც დიპლომატმა აღნიშნა საქართველოს მთავრობა ძალიან კარგად ართმევს თავს კორონავირუსთან დაკავშირებულ კრიზისს. "ვთვლი რომ საქართველოს მთავრობა ძალიან კარგად ართმევს თავს კორონავირუსთან დაკავშირებულ კრიზისს და მართავს არსებულ სიტუაციას.
16.06.2020
მედია საშუალებები: ბიემ.ჯი
Link: 16.06.2020 - ბიემ.ჯი
ესტონეთის მთავრობამ ჯანდაცვის სამინისტროს 1500 ლიტრი სადეზინფექციო საშუალება გადასცა. ჯანდაცვის სამინიტროს ინფორმაციით, ჰუმანიტარული დახმარების გადაცემის ცერემონიალს ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კაი კაარელსონი პირადად დაესწრო. როგორც დიპლომატმა აღნიშნა საქართველოს მთავრობა ძალიან კარგად ართმევს თავს კორონავირუსთან დაკავშირებულ კრიზისს. „ვთვლი რომ საქართველოს მთავრობა ძალიან კარგად ართმევს თავს კორონავირუსთან დაკავშირებულ კრიზისს და მართავს არსებულ სიტუაციას.
16.06.2020
მედია საშუალებები: ბიემ.ჯი
Link: 16.06.2020 - ბიემ.ჯი
საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა მთავრობის დადგენილება ნომერ №368, რომელიც ქვეყანაში პირბადეების სავალდებულო წესით ტარებას განსაზღვრავს. დოკუმენტის მიხედვით, ნებისმიერი კერძო თუ საჯარო დაწესებულების თავშეყრის ადგილებში, სადაც შეუძლებელია ადამიანებს შორის 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა, პირბადის ტარება სავალდებულოა. ასევე სავალდებულოა პირბადის ტარება დაწესებულებების ლიფტებში.
16.06.2020
მედია საშუალებები: ბიპიენ.ჯი
Link: 16.06.2020 - ბიპიენ.ჯი
„საქნახშირის“ განცხადებით, თანამშრომელთა ნაწილის მხრიდან დესტრუქციული ქმედებები უარყოფით ზეგავლენას ახდენს შახტის განვითარებაზე. “საქნახშირი”ტყიბულში მიმდინარე აქციას ეხმაურება და აცხადებს, იქიდან გამომდინარე, რომ სისტემურად არ სრულდება საწარმოო გეგმური მოპოვება, ხელფასების ნამატის გაკეთება შეუძლებელია.
16.06.2020
მედია საშუალებები: ინფო9
Link: 16.06.2020 - ინფო9
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სამი თვის განმავლობაში შესყიდული, კორონავირუსის სადიაგნოსტიკო ტესტების ჯამური ღირებულება 1.2 მილიონ ლარს აჭარბებს. პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯების შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსმა“ ჯანდაცვის სამინისტროდან გამოითხოვა. უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ტესტების შეძენაზე მარტის, აპრილის და მაისის განმავლობაში 1 211 526 ლარი დაიხარჯა.
16.06.2020
მედია საშუალებები: ბიემ.ჯი
Link: 16.06.2020 - ბიემ.ჯი
“მთავრობამ მოამზადა ჯანდაცვის კანონმდებლობაში ცვლილებების ისეთი პაკეტი, რომელიც 520-ე დადგენილების ლოგიკური გაგრძელებაა და რომლებიც კიდევ უფრო გააღრმავებს ფინანსურ პრობლემებს ჯანდაცვის სისტემაში, აუცილებლად გამოიწვევს სამედიცინო დაწესებულების გაკოტრება-დახურვა-შერწყმას, სამედიცინო პესონალის უმუშევრობას და/ან შემოსავლის შემცირებას, გაზრდის კორუფციის რისკს მაკონტროლებელ ორგანოებში. ეს ყველაფერი გადატყდება პაციენტზე, მის ჯანმრთელობასა და ჯიბეზე,” - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე “ევროპული საქართველოს” წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.
16.06.2020
მედია საშუალებები: ინფო9
Link: 16.06.2020 - ინფო9
მთავრობამ ჯანდაცვის კანონმდებლობაში ცვლილებების ისეთი პაკეტი მოამზადა, რომელიც კიდევ უფრო გააღრმავებს ფინანსურ პრობლემებს ჯანდაცვის სისტემაში, აუცილებლად გამოიწვევს სამედიცინო დაწესებულების გაკოტრება-დახურვა-შერწყმას, სამედიცინო პესონალის უმუშევრობას ან შემოსავლის შემცირებას და გაზრდის კორუფციის რისკს მაკონტროლებელ ორგანოებში,- ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მომზადებული ცვლილებებით ჯანდაცვის სამინისტრო არ სჯერდება მარეგულირებლისა და მაკონტროლებლის ფუნქციებს და იმ ფუნქციებსაც ითავსებს, რასაც აქამდე სასამართლო ახორციელებდა.
16.06.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 16.06.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
ატლანტიკის საბჭოს ევრაზიის ცენტრის (Atlantic Council Eurasia Center) ინიცირებითა და ორგანიზებით, 15 ივნისს, საერთაშორისო ვებინარი გაიმართა თემაზე: სამხრეთ კავკასიის ქვეყნები COVID-19 პანდემიასთან ბრძოლაში. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ვებინარში სპიკერებად მონაწილეობა მიიღეს საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის წარმომადგენლებმა პანდემიასთან ბრძოლაში ქვეყნების გამოცდილების გაზიარების მიზნით.
16.06.2020
მედია საშუალებები: ბიეფემ.ჯი
Link: 16.06.2020 - ბიეფემ.ჯი
ესტონეთის მთავრობამ ჯანდაცვის სამინისტროს 1500 ლიტრი სადეზინფექციო საშუალება გადასცა. ჰუმანიტარული დახმარების გადაცემის ცერემონიალს ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კაი კაარელსონი პირადად დაესწრო. როგორც დიპლომატმა აღნიშნა საქართველოს მთავრობა ძალიან კარგად ართმევს თავს კორონავირუსთან დაკავშირებულ კრიზისს. „ვთვლი რომ საქართველოს მთავრობა ძალიან კარგად ართმევს თავს კორონავირუსთან დაკავშირებულ კრიზისს და მართავს არსებულ სიტუაციას.
16.06.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 16.06.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
ტყიბულში მუნიციპალიტეტის მერიასთან მინდელის და ძიძიგურის სახელობის შახტების მეშახტეები საპროტესტო აქციას მართავენ. მეშახტეების მოთხოვნა შახტში უსაფრთხოების ნორმების დაცვა და ხელფასების მომატება. როგორც მეშახტეებმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, ისინი მოითხოვენ პრემიერის დანაპირების შესრულებას - დასაქმებულებისთვის ხელფასიდან დაქვითული 20 პროცენტი საშემოსავლო გადასახადის უკან დაბრუნებას
პრესა
16.06.2020
მედია საშუალებები: მესინჯერი
Link: 16.06.2020 - მესინჯერი
თუ ჩვენ იმ დინამიკით წავედით, რაც დღეს გვაქვს, ეს არავითარ საფრთხეს არ უქმნის არც სწავლის დაწყებას, არც არჩევნების ჩატარებას, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე განმარატებით, თუ ყველა დავიცავთ იმ რეკომენდაციებს, რომლებსაც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები იძლევიან, შესაძლოა, საქართველოში ვირუსის გავრცელების მეორე ტალღა აღარ იყოს.
16.06.2020
მედია საშუალებები: რეზონანსი
Link: 16.06.2020 - რეზონანსი
“ჩვენთან ინფექციის გავრცელების მაჩვენებლი არის შედარებით დაბალი, ვიდრე ჩვენს ირგვლივ მყოფ ქვეყნებში” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. “ყველამ დავიცვათ რეკომენდაციები, რასაც იძლევა ჯანდაცვის სექტორი და თუ ყველა დავიცავთ ამ რეკომენდაციებს, დიდი ალბათობით, ჩვენ ამ მეორე ტალღაში, შეიძლება, არ შევიდეთ თუ არ იქნება ის მდგომარეობა, რასაც ახლა ზოგიერთ რესტორანში, პლაჟებზე ვუყურებთ და დაცული იქნება ის რეკომენდაციები, რასაც იძლევიან ჩვენი სამსახურები ანუ გამოვიყენებთ პირბადეს საჯარო დაწესებულებებში.
16.06.2020
მედია საშუალებები: რეზონანსი
Link: 16.06.2020 - რეზონანსი
გადაიდება თუ არა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და რა სახის ეპიდემიოლოგიური სიტუაცია უნდა იყოს ქვეყნაში, რომ ამის აუცილებლობა გახდეს. ეს კითხვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თუ კი ოქტომბერში მეორე ტალღა იქნება, მაშინ, შესაძლოა არჩევნების დეკემბრისთვის გადაიდოს. თუმცა დაავადებათა კონტროლისა ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე ჯერჯერობით არჩევნების გადადების აუცილებლობა არ არის. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა სერიოზულ ნაბიჯებს დგამს იმისთვის, რომ არჩევნებისას ვირუსის გავრცელება მინიმიზირებული იყოს.
16.06.2020
მედია საშუალებები: რეზონანსი
Link: 16.06.2020 - რეზონანსი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსზე ტესტირება საქალაქო ტრანსპორტის მძღოლებსაც ჩაუტარდებათ. როგორც გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ტესტირების პროცესში მეტი რისკჯგუფი ჩაერთვება. მისი თქით, კოვიდისა და “ცხელების კლინიკების” თანამშრომლები 2-ის ნაცვლად კვირაში ერთხელ გაიტესტებიან, ხოლო სხვა კლინიკის მედპერსონალს ტესტირება ყოველ 2 კვირაში ჩაუტარდება. „დღეიდან პროცესი კიდევ უფრო ფართოვდება და მეტი რისკჯგუფი ერთვება ტესტირებაში.
16.06.2020
მედია საშუალებები: რეზონანსი
Link: 16.06.2020 - რეზონანსი
კორონავირუსის პანდემიის გამო დიდი მიგრაციული პროცესები დაიწყო. თუკი წლების განმავლობაში სოფლებიდან ხალხი დედაქალაქში გამორბოდა ან სამუშაოდ სხვა ქვეყნებში მიემგზავრებოდა, ტენდენცია საპირისპიროდ შეიცვალა. შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში უკუმიგრაციაა და ხალხი ვირუსისგან დაცვის თუ პროდუქტების მოყვანის მიზნით საცხოვრებლად სოფელს ირჩევს.
16.06.2020
მედია საშუალებები: ქრონიკა+
Link: 16.06.2020 - ქრონიკა+
"ქართლი ოცნების" ხელისუფლების სათავეში მოსვლისას "ონკოლოგიის ეროვნული ცენტრის" იმდროინდელმა დირექტორმა, რევაზ გაგუამ, საქართველოს ხელისუფლებას მიმართა და სთხოვა, რომ ჰაერში გამოკიდებული ცენტრი სახელმწიფოს თავის მმართველობაში დაებრუნებბინა. სახელმწიფომ 2015 წელს ონკოცენტრი "საპარტნიორო ფონდს" გადასცა სოლიდური ფინანსური უზრუნველყოფით და ყველას რომ ეგონა, დავით საგანელიძე მიხედავდა ონკოლოგიურ ცენტრს; დიდი პრობლემები სწორედ აქიდან დაიწყო.
რადიო
16.06.2020
მედია საშუალებები: რადიო პალიტრა - რადიო პალიტრა 11:00
Link: 16.06.2020 - რადიო პალიტრა - რადიო პალიტრა 11:00
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. 24 საათში საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 20 ადამიანი გამოჯანმრთელდა და სულ ვირუსისგან 724 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამ დროის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 879-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმშია 2710 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 267 პირი. ჯანდაცვის სამინისტრომ STOP COVID მობილური აპლიკაციის შესყიდვაზე, რომელიც COVID 19-ის ადრეული გამოვლენის მიზნით ორი თვის წინ ამოქმედდა, 400 ათას ლარზე მეტი დახარჯა.
16.06.2020
მედია საშუალებები: რადიო პალიტრა - რადიო პალიტრა 10:30
Link: 16.06.2020 - რადიო პალიტრა - რადიო პალიტრა 10:30
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სამი თვის განმავლობაში შესყიდული, კორონავირუსის სადიაგნოსტიკო ტესტების ჯამური ღირებულება 1.2 მილიონ ლარს აჭარბებს. პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯების შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსმა“ ჯანდაცვის სამინისტროდან გამოითხოვა. უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ტესტების შეძენაზე მარტის, აპრილის და მაისის განმავლობაში 1 211 526 ლარი დაიხარჯა.
16.06.2020
მედია საშუალებები: რადიო იმედი - რადიო იმედი–ქრონიკა ეფემ 11:00
Link: 16.06.2020 - რადიო იმედი - რადიო იმედი–ქრონიკა ეფემ 11:00
საქართველოში კორონავირუსისაგან კიდევ 20 პაციენტი განიკურნა. ინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო 24 საათში არ გაზრდილა. დეტალებზე ამ წუთებში განცხადებას, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია აკეთებს. "არ არის ახალი შემთხვევა, მაგრამ ეს მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს". მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს ურჩია, დეტალებზე სასაუბროდ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს მიმართონ.
16.06.2020
მედია საშუალებები: რადიო მაესტრო - რადიო მაესტრო–ახალი ამბები 13:00
Link: 16.06.2020 - რადიო მაესტრო - რადიო მაესტრო–ახალი ამბები 13:00
ტყიბულში მეშახტეების პროტესტი გრძელდება. შახტში დასაქმებულები, რომელთაც რამდენიმე დღის წინ მუშაობაზე უარი განაცხადეს, დღეს მერიის წინ შეიკრიბებიან. აქციის მონაწილეთა მოთხოვნები უცვლელია - უსაფრთხოების ზომების დაცვა და ხელფასების 20%-ით გაზრდა. მათი თქმით, კომისიამ, რომელიც შახტში არსებულ მდგომარეობას სწავლობდა არა დასკვნა, არამედ შესასრულებელი სამუშაოების ოქმი და ვადები გამოსცა. მეშახტეები გეგმავენ პროტესტი მათი მოთხოვნების შესრულებამდე გააგრძელონ.
16.06.2020
მედია საშუალებები: რადიო პალიტრა - რადიო პალიტრა–საქმე
Link: 16.06.2020 - რადიო პალიტრა - რადიო პალიტრა–საქმე
2 დღის განმავლობაში 26 კვების ობიექტი შემოწმდა. როგორ ასრულებს სამასპინძლო ბიზნესი იმ რეკომენდაციებს, რომელიც კოვიდ 19-ისთვის არის გაწერილი? გადაცემის სტუმრები არიან შრომის ინსპექტირების სამართველოს უფროსი მაია მიქაია და შემომყვან ტუროპერატორთა ასოციაციის თავჯდომარე ია თაბაგარი. მაია მიქაია:"ყველა ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც არის ნებადართული, აუცილებელია ხორციელდებოდეს ამ რეკომენდაციების დაცვით. ჩვენ შექმნილი რეალობიდან გამომდინარე იძულებული გავხდით მოგვეხდინა რეაგირება და მოხდა 26 ობიექტის შემოწმება 2 დღის განმავლობაში.
16.06.2020
მედია საშუალებები: საქართველოს რადიო - საქართველოს რადიო 15:50
Link: 16.06.2020 - საქართველოს რადიო - საქართველოს რადიო 15:50
"დღესათვის, კომპანია საქნახშირი ხელფასსებს ხელფასებს სრულად, 100%-ით იხდის 2018 წლის გამომუშავების მიხედვით, როდესაც მაქსიმალური მოოვება ხდებოდა და ეს 7-8 000 ტონას შეადგენდა." - ამბობს ერთერთი რესპონდენტი. კომპანია „საქნახშირის“ ადმინისტრაციასა და მეშახტეებს შორის შეთანხმება შედგა. მეშახტეების პროფკავშირების გაერთიანების ხელმძღვანელის, გაგა ისაკაძის ინფორმაციით, მეშახტეები სამუშაო პროცესს ხვალ დაუბრუნდებიან.
16.06.2020
მედია საშუალებები: რადიო პალიტრა - რადიო პალიტრა 13:00
Link: 16.06.2020 - რადიო პალიტრა - რადიო პალიტრა 13:00
ტყიბულში მუნიციპალიტეტის მერიასთან მინდელის და ძიძიგურის სახელობის შახტების მეშახტეები საპროტესტო აქციას მართავენ. მეშახტეების მოთხოვნა შახტში უსაფრთხოების ნორმების დაცვა და ხელფასების მომატება. ისინი მოითხოვენ პრემიერის დანაპირების შესრულებას - დასაქმებულებისთვის ხელფასიდან დაქვითული 20 პროცენტი საშემოსავლო გადასახადის უკან დაბრუნებას. „საქნახშირის“ განცხადებით, თანამშრომელთა ნაწილის მხრიდან დესტრუქციული ქმედებები უარყოფით ზეგავლენას ახდენს შახტის განვითარებაზე. “საქნახშირი”ტყიბულში მიმდინარე აქციას ეხმაურება და აცხადებს, იქიდან გამომდინარე, რომ სისტემურად არ სრულდება საწარმოო გეგმური მოპოვება, ხელფასების ნამატის გაკეთება შეუძლებელია.