From : Dimitri Tskitishvili <dimitrits@parliament.ge>
To : dato.laghidze.1@iliauni.edu.ge
Subject : ცვლილებები შრომის კოდექსში - სამუშაო შეხვედრა
Cc : Ana Robakidze <anrobakidze@parliament.ge>
Received On : 16.10.2019 15:35
Attachments :

 

ძვირფასო მეგობრებო,


როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტზე, რომლის მიზანიცაა შრომითი უფლებების უფრო ეფექტური სამართლებრივი და ინსტიტუციური მექანიზმების შექმნა ქვეყანაში.


საკთხის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე აუცილებელ​ად ვთვლით კანონპრექტების განხილვა წარიმართოს დაინტერესებულ მხარეთა მაქსიმალური ჩართულობით და მოხდეს დამსაქმებელთა და დასაქმებულთა პოზიციების მაქსიმალრი დაახლოება. აღნიშნულთან დაკავშირებით კანონის ინიციატორების მიერ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერთი გაიმართება მრგვალი მაგიდები, რომლის დროსაც მოხდება შემუშავებული საკანონმდებლოს ციცვლილებების დეტალურ მუხლობრივი განხილვა და მხარეთა მიერ წარმოდგენული შენიშვნების მოსმენას.

საჯარო განხილვები გაიმართება მიმდინარე წლის 22, 24, 28 ოქტომბერს და 6 ნოემბერს.

 

პრიველი შეხვედრა გაიმართება 22 ოქტომბრს, სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში და განხილვის თემა იქნება სამუშაო, შესვენების და დასვენების დრო (კანონპრექტის V თავი).

 

შეხვედრის პროგრამა თან ერთვის.

 

თანდართული ფაილის სახით ასევე გიგზავნით კანონპორექტების დღეისათვის არსებულ ვერსიას, რომელშიც უკვე ასახულია რამდენიმე სამუშაო შეეხვედრის ფარგლებში გამოთქმული შენიშვნები და რეკომენდაციები.           

გთხოვთ, 20 ოქტომბრის ჩათვლით შეგვატყობინოთ ვინ მიიღებს მონაწილეობს თქვენი ორგანიზაციის სახელით 22 ოქტომბრის შეხვედრაზე.

 

დეტალურ ინფორმაციას 24 ოქტომბრისთვის დაგეგმილი საჯარო განხილვის შესახებ მოგაწვდით ცოტა მოგვიანებით.

 

პატივიცემით,


დიმიტრი ცქიტიშვილი