| From : | Irma Gelashvili <igelashvili@moh.gov.ge> |
| To : | Zakaria Shvelidze <z.shvelidze@hotmail.com> |
| Subject : | ცვლილებათა პაკეტი |
| Cc : | Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; tatia.khabeishvili@gmail.com; Lika Klimiashvili <lklimiashvili@moh.gov.ge> |
| Received On : | 01.04.2020 13:29 |
ზაქარია, როგორც შევთანხმდით, გიგზავნით შენიშვნებს კანონპროექტებთან დაკავშირებით.
შრომის
კოდექსი
1. მუხლი 27–ზეგანაკვეთური სამუშაო.
მე–2 პუნქტში ზეგანაკვეთურის ანაზღაურებისას ჯერ მითითებული გვაქვს ხელფასი, ხოლო მეორე წინადადებაში შრომის ანაზღაურება. გამომდინარე იქიდან, რომ შრომის ანაზღაურება უფრო ფართო ცნებაა, ვიდრე ხელფასი, გადასაწყვეტია 125%–ს საიდან ვითვლით ხელფასიდან თუ შრომის ანაზღაურებიდან.
2. მუხლი 24–სამუშაო დრო
მე–11 პუნქტში მითითებულია, რომ სამუშაო დროის აღრიცხვის წესი განისაზღვრება სამინისტროს მიერ. უნდა იყოს სამინისტროს მიერ მტკიცდება სამუშაო დროის აღიცხვის ფორმა.
3. მუხლის 49–მასობრივი დათხოვნა
ჩასამატებელია დამსაქმებელსა და დასაქმებულებთან კონსულტაციების შედეგად მიღწეული შეთანხმებაც რომ უნდა გადმოიგზავნოს სამინისტროში.
საგადასახადო კოდექსი
არსებულ რედაქციაში 39–ე მუხლის მე–2 პუნქტის "ო" ქვეპუნქტში მითითებულია, რომ საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელის შესახებ ინფორმაცია გადასცეს "საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს
და მის სისტემაში შემავალ ადმინისტრაციულ ორგანოებს–საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების მიზნით." აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ წარმოდგენილი სახით საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანა საჭირო აღარ იქნება.
პროფესიული კავშირების შესახებ კანონი
მიუხედავად იმისა, რომ ILO–ს ექსპერტთა კომიტეტის დასკვნების მიხედვით არის ეს ცვლილება მომზადებული, ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია პროფესიული კავშირების დასაფუძნებლად ინიციატორ პირთა რაოდენობის შემცირება.
პატივისცემით,
ირმა გელაშვილი