From : Tea Gvaramadze <tgvaramadze@moh.gov.ge>
To : mmaghlapheridze@moh.gov.ge; ialadashvili@moh.gov.ge; nberikashvili@moh.gov.ge; Tamar Gotsadze <tgotsadze@moh.gov.ge>
Subject : ცვლილება რეაბილიტაციის პროგრამაში
Cc : Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; giorgi chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge>; Nato Chapidze <nchapidze@moh.gov.ge>
Received On : 05.03.2020 14:48
Attachments :

კოლეგებო, მოგესალმებით,

 

გიგზავნით სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვზე ზრუნვის პროგრამაში ცვლილებების პროექტს, რომელიც უსწრაფესად უნდა გავუშვათ. ცვლილების პროექტი მოიცავს შემდეგ საკვანძო საკითხებს:

 

1. კრიზისულ პროგრამაში ზრუნვის სააგენტოს თხოვნით კონკრეტდება საკვები პროდუქტების მიმღები ბავშვიანი ოჯახების თანმიმდევრობა;

2. ადრეული განვითარების ქვეპროგრამას ემატება ცალსახა განმარტებები ვინ არის პროფესიული ზედამხედველი (სუპერვაიზორი) და სუპერვიზიის შემოღება გადაიწევს 2020 წლის 1 ივნისამდე;

3. ფსიქიკური დღის ცენტრებში ამოვიღეთ ოჯახის წევრების/მზრუნველების ფსიქოგანათლება” რადგანაც პრაქტიკულად ვერ ხორცილდება;

4. დღის ცენტრებში, მცირე საოჯახო ტიპის სახლებში და მიუსაფრებში დავამატეთ სურვილის შემთხვევაში მოხალისეობრივ პროგრამებში ჩართვა, ბავშვის უფლებათა კოდექსიდან;

5. ამოღებულია კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფა, თუმცა ჯანდაცვის პროგრამაშია ჩასაწერი და პროექტი გვჭირდება სასწრაფოდ, რომ ამ მასალას გავაყოლოთ

6. ემატება სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული 18-21 წლამდე ახალაგაზრდების მხარდაჭერის და კვებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამები;

7. კორონავირისის გამო შეჩერებული მომსახურებების ანაზღაურების პირობები მათ შორის: ადრეულში ვთქვით, რომ თუ მინიმუმ 8 სეანსიდან 6 ჩაატარებს დარჩენილ პერიოდში ანუ 15 დღეში, ავანაზღაურებთ სრულად, რეაბილიტაცია-აბილიტაცია უფრო მოქნილია, კურსებს შორის შუალედი 10 დღე უნდა იყოს და ვთქვითმ რომ შესაძლებელია მარტის თვეში დაწყებულიან დასრულებულ და მომდევნო დაგეგმილ კურსს შორის 10 დღეზე ნაკლები ვადა იყოსო, დღის ცენტრებზე, რადგანაც სამუშაო დღეებზეა მიბმული ვთქვით, რომ მარტში 21 სამუშაო დღეა, 12 დღემდე ისედაც საპატიოა და  8 სამუშაო დღე „იზულებითი არდადეგები“. შესაბამისად, თუ 7 დღე ანუ სამუშაო დღეების მესამედი მაინც მიიღო მომსახურება ანაზღაურდება სრულად, სხვა შემთხვევაში მიღებული მომსახურების დღეების მიხედვით.

 

 

გთხოვთ, მომაწოდოთ თქვენი პოზიცია და წინადადებები.

ძალიან სასწრაფოა და თუ დროულად მომაწვდით ხვალვე ავტვირთავ.

 

 

პატივისცემით,

 

Tatia Gvaramadze

 

Head of Social Protection Policy Division

 

Policy Department

 

144 Ak. Tsereteli ave., 0159

Tbilisi, Georgia

 (Tel: (+995 32) 251 00 37 (0512)

Mob: (+995577)222805

E-mail: tgvaramadze@moh.gov.ge, tatiagvaramadze@gmail.com