| From : | Rusudan Chkhubianishvili <rusudan.chkhubianishvili@caritas.cz> |
| To : | Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; nodisharia@moh.gov.ge |
| Subject : | ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის აუტიზმის პროექტის განხორციელება დაიწყო |
| Cc : | Nino Jinjolava <njinjolava@moh.gov.ge>; Ekaterine Meskhrikadze <ekaterine.meskhrikadze@caritas.cz>; Sofia Kamushadze <sofiakamushadze@gmail.com> |
| Received On : | 24.06.2019 19:37 |
| Attachments : |
მოგესალმებით, ქალბატონო თამუნა და ნუცი,
პატივი მაქვს, შეგატყობინოთ, რომ ჩეხეთის მთავრობის მიერ ოფიციალურად დამტკიცდა პროექტი "საქართველოში აუტიზმის სპექტრის მქონე პირებისთვის სერვისების გაფართოება და გაუმჯობესება". პროექტის დიზაინი სრულად პასუხობს იმ პრიორიტეტებს, რომელიც შეთანხმდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და საციალური დაცვის სამინისტროსა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს შორის 2018 წელს. ასევე პროექტი მიზნად ისახავს ამ სფეროში სპეციალისტთა პროფესიული სტანდარტების და უწყვეტი განათლების სისტემის ჩამოყალიბებას. პროექტის განმახორციელებელია ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი. პროექტის პარტნიორები არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი (დირექტორი ნინო ცინცაძე), საქართველოს ბავშვთა ასაკის შეზღუდული შესაძლებლობების აკადემია (ხელმძღვანელი მაია გაბუნია), საქართველოს ქცევის ანალიტიკოსთა ასოციაცია (პასუხისმგებელი პირი თინათინ ჭინჭარაული).
პროექტი დაიწყო 2019 წლის ივნისში და დასრულდება 2021 წლის ივნისში.
გიგზავნით პროექტის შესახებ მოკლე ინფორმაციას ქართულ ენაზე და ასევე პროექტის ლოგიკურ ჩარჩოს ინგლისურ ენაზე. სიამოვნებით ვუპასუხებთ თქვენს შეკითხვებს პროექტით გათვალისწინებული საქმიანობების შესახებ.
პროექტის განხორციელების პროცესში ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო აქტიურად იქნება ჩართული პროექტის შედეგების მონიტორინგში და გვაქვს სამინისტროს მხარდაჭერის იმედი.
პირველ რიგში გვსურს, გავიგოთ თქვენი აზრი გურიასა და სამცხე-ჯავახეთში აუტიზმის ცენტრების დაარსებასთან დაკავშირებით. ხომ არ გვირჩევთ, რომელი ადგილობრივი ორგანიზაცია შეიძლება გახდეს ჩვენი პარტნიორი ამ რეგიონებში და რომელთანაც სამინისტრო გაგვიწევდა შუამდგომლობას?
ასევე სახელმიწიფო პროტოკოლის ტრენინგზე ოჯახის ექიმების მობილიზებასთან დაკავშირებით გვექნება თქვენი თანადგომის იმედი.
პატივისცემით,
Rusudan Chkhubianishvili, MD, MPH
Projects Manager
Caritas Czech Republic in Georgia
Humanitarian Aid and Development Cooperation
8 Kartozia St., Bldg.IV, Ent.1., Apt. 24, Tbilisi 0177
Cell: +995 593 68 86 09
E-mail: rusudan.chkhubianishvili@caritas.cz
www.caritasczech.org / www.svet.charita.cz
www.facebook.com/CCRGeorgia2015/