From : Lela Akiashvili <lakiashvili@gov.ge>
To : Lela Akiashvili <lakiashvili@gov.ge>
Subject : შშმ თემის საჭიროებები და COVID19
Cc : Ana Buchukuri <abuchukuri@gov.ge>; Tamar Robakidze <trobakidze@gov.ge>
Received On : 22.04.2020 00:20
Attachments :

ძვირფასო კოლეგებო, 


უპირველესად, ბოდიში 10 აპრილის უწყებათაშორისი სამუშაო შეხვედრის ოქმის გაზიარება აქამდე რომ ვერ მოვახერხეთ. გიზიარებთ სხდომის ოქმს მიმაგრებულ დოკუმენტად. 


ასევე, გვსურს მოგაწოდოთ მოკლე ინფორმაცია მიმდინარე საქმიანობის შესახებ: 


1. გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, მეტი და მეტი ვიდეო სუბტიტრებითა და ჟესტური ენით ემატება ჩვენს საინფორმაციო ვიდეოთა კოლექციას როგორც ქართულ, ასევე სომხურ (სუბტიტრები რუსულ) და აზერბიაჯანულ (სუბტიტრები რუსულ) ენებზე. გიზიარებთ რამდენიმე მათგანს: 





2. როგორც შეხვედრისას აღვნიშნე, იყო ხარვეზი მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-ბრიფინგების ლაივში ჟესტური ენით გადაცემის პროცესში. საზოგადოებრივ მაუწყებელთან და გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით ხარვეზი აღმოიფხვრა და ყველა ბრიფინგი გადაიცემა სურდო-თარჯიმნის თანდასწრებით. ბრიფინგების ტრანსკრიპტი (ტექსტური ვარიანტი) კი რამდენიმე წუთშივე იდება მთავრობის სოციალური მედიის გვერდზე. 


3. განვიხილავთ ინფორმაციის მაკოორდინირებელი ჯგუფის შექმნის საჭიროებას და მალე დაგიბრუნდებით ამ გადაწყვეტილებით. 


4. ვმუშაობთ COVID19-ით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური შედეგების შემსუბუქების გზებზე, მათ შორის შშმ თემისთვის. იმედია ამ კვირის ბოლოს ან იმ კვირის დასაწყისში შევძლებთ დამატებითი ინფორმაციის მოწოდებას.


5. ჯანდაცვის სამინისტროს თაოსნობით, მიმდინარეობს მუშაობა რეკომენდაციებზე ხანდაზმულთათვის ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების დროს და რეკომენდაციებზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების დროს, რომელნიც მალე დამტკიცდება. თემის ჩართულობით მუშაობა მიმდინარეობს ორ დამატებით პროტოკოლზე. 


6. მადლობა უსინათლოთა კავშირს იმ ადამიანების შესახებ ინფორმაციის მოწოდებისთვის, ვისაც ესაჭიროება მხარდაჭერა პოდუქტების შეძენასა და სახლში მიწოდებაში. ინფორმაცია გადაცემულია ჩვენი პარტნიორი ორგანიზაცია - საქართველოს წითელი ჯვრისათვის, რომელიც უახლოეს მომავალში დაიწყებს მუშაობს ამ ადამიანებთან. ჩვენ ჩვენისმხრივ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ კომუნიკაციას და საჭიროების შემთხვევაში ჩავერთვებით აქტიურად. 


ამ ეტაპზე სულ ესაა. ვმუშაობთ სხვა საკითხებზეც, რომელთა შესახებ ეტაპობრივად  გაგიზიარებთ ინფორმაციას. ვრჩებით ხაზზე და ვაგრძელებთ გამოწვევების ნაბიჯ-ნაბიჯ გადაჭრას. 


საუკეთესო სურვილებით, 

უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი 



photo GOV.GE

http://e.gov.ge/sig/images/f.png  http://e.gov.ge/sig/images/t.png  http://e.gov.ge/sig/images/y.png

ლელა აქიაშვილი

პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებების და გენდერული თანასწორობის საკითხებში 

მთავრობის ადმინისტრაცია
ინგოროყვას . 7, თბილისი 0114

M: 599914323
T:  032990900

QR-Code Generator