ქალბატონებო და ბატონებო, კადნიერებაში ნუ ჩამომართმევთ იმ გაბედულებას, რომლის საფუძველზე გადავწყვიტე თქვენთვის მომემართა. ვფიქრობ, რომ ზუსტად იმ ადრესატებს მივმართავ, ვისაც გული შესტკივა და ხელეწიფება შრომის უსაფრთხოების პრობლემების მოგვარება საქართველოში. ვერც მე დავრჩები გულგრილად არსებული პრობლემებისადმი, რადგან ამ სფეროში ინტენსიური მუშაობის 23 წლის გამოცდილება უფლებას არ მაძლევს დუმილი ავირჩიო მაშინ, როცა ყველაზე მეტად შემიძლია სარგებლის მოტანა საერთო საქმისათვის.
ღრმა პატივისცემით,
ვიქტორ დოლიძე.
კომპანია "სეიფტი ქინსალტინგ"-ის ექსპერტი-ანალიტიკოსი შრომის უსაფრთხოებისა
და გარემოს დაცვით საკითხებში.