From : Dimitri Tskitishvili <dimitrits@parliament.ge>
To : dimitri tskitishvili <dimitrits@gmail.com>
Subject : შრომის კოდექსის რეფორმა
Received On : 21.08.2019 14:44
Attachments :

​​​

ძვირფასო მეგობრებო,

 

როგორც მოგეხსნებათ, შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების  დაცვა დღესდღეობით განიხილება ადამიანის უფლებების ფუნდამენტურ ნაწილად და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. სამწუხაროდ საქართველო ამ მიმართულებით ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას.

 

მიმდინარე წელს, ხანგრძლივი განხილვებისა და დისკუსიების შედეგად, ჩვენ მივიღეთ შრომის უსაფრთხოების შესახებ ორგანული კანონი, რომელიც შეიძლება ითქვას მნიშვნელოვანი გარდამტეხი მომენტი გახდა ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული პრობლემების მოგვარების მიმართულებით, თუმცა ამ კანონის აღსრულება, და იმავდროულად შრომითი უფლებების სფეროში არსებული მდგომარეობა ჯერ კიდევ მოითხოვს ჩვენგან განსაკუთრებულ ყურადღებას და ძალისხმევას.

 

შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტების შექმნა და მათი ეფექტური აღსრულება წარმოადგენს ასევე ჩვენს საერთაშორისო ვალდებულებებსაც. კერძოდ, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და აშშ-სთან ვაჭრობის გენერალური პრეფერენციების სისტემა (Generalise System of Preferences) საქართველოს ავალდებულებს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას და დასაქმებულთა დაცვის სტანდარტების მნიშვნელოვან გაუნჯობესებას.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით მინდა გაცნობოთ, რომ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (International Labor Organization - ILO) და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით,  შემუშავდა საკანონმდებლო ცვლილებები შრომის კოდექსში და მომზადდა ახალი კანონპროექტი შრომის ინსპექციის შესახებ, რომლთა განხივლა და მიღება დაგეგმილია მიმდინარე წლის საშემოდგომო სესიების ფარგლებში.

 

ამჯერადაც, ჩვენი ამოცანაა კანონ პროექტების განხივლა განხორციელდეს ინკლუზიურ ფორმატში, სადაც თითოეულ დაინტერესებულ მხარეს, როგორც დამსაქმებლების ისე დასაქმებულების ინტერესთა დამცველებს მიეცემათ შესაძლებლობა ჩაერთონ განხილვებში და გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები. 

 

კანონპროექტების გახილვების პირველი შეხვედრა გაიმართება 7-8 სექტემბერს, ქალაქ ბორჯომში, სადაც წარმოგიდგენთ აღნიშნულ ინიციატივას და გვექნება შესაძლებლობა პრინციპების დონეზე განვიხილოთ ისინი.

 

სექტემბერ-ოქტომბრის განმავლობაში დაგეგმილია კიდევ ოთხი თემატური სამუშაო შეხვედრის გამართვა, სადაც შესაძლებლობა გვექნება უფრო დეტალურად განვიხილოთ კანონპროექტები და შევეცადოთ პოზიციების კიდევ უფრო დაახლოებას კონკრეტულ ნორმებთან დაკავშირებით (აღნიშნული შეხვედრების ზუსტ თარიღსა და სხვა დეტალებს დამატებით გაცნობებთ).

 

აქვე, გიგზავნით საკანონმდებლო პაკეტს: შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებსა და კანონპროექტს შრომის ინსპექციის შესახებ, ასევე ცვლილებების მოკლე მიმოხილვასა და იმ ევროპული დირექტივების ჩამონათვალს რომლებიც ასახულია წაროდგენილ კანონპროექტში.

 

გთხოვთ, დაგვიდასტუროთ თქვენი ან თქვენი წარმომადგენლის დასწრება 7-8 სექტემბრის ღონიზძიებზე ბორჯომში და ასევე მოგვაწოდოთ თქვენი შენიშვნები წარმოდგენილ კანონპროექტებთან დაკავშირებით მიმდინარე წლის 1 სექტემბრამდე.

 

პატივისცემით,

 

Dimitri Tskitishvili | დიმიტრი ცქიტიშვილი

Deputy Chair of the Foreign Relations Committee 
Member of Gender Equality Council
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე
გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი

Cell: +995 599 109066
E-mail: dimitrits@gmail.com