From : Mariam Kobaladze <mariam.kobaladze@crrccenters.org>
To : Koba Turmanidze <k.turmanidze@crrccenters.org>; David Sichinava <david@crrccenters.org>; Varlam Tchkuaseli <v.tchkuaseli@crrccenters.org>; Dustin Gilbreath <dustin@crrccenters.org>
Subject : შეხსენება: კოვიდ-19 მონიტორის მესამე ტალღის შედეგების პრეზენტაცია
Received On : 20.05.2020 10:01

გამარჯობა,

შეგახსენებთ, რომ ხვალ, ხუთშაბათს, 21 მაისს, 14:00-დან 15:00 საათამდე გაიმართება კოვიდ-19 მონიტორის მესამე ტალღის შედეგების პრეზენტაცია.

„კოვიდ-19 მონიტორი“ ყოველკვირეული გამოკითხვაა, რომელიც ექვსი კვირის მანძილზე გაგრძელდება  და საქართველოში პანდემიასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხს დაფარავს. გამოკითხვის მესამე ტალღა შეეხება მოსახლეობის მიერ ქვეყანაში კოვიდ-19-თან ბრძოლაში ჩართული ინსტიტუციების შეფასებას, მოსახლეობის ცოდნას, დამოკიდებულებასა და ქცევას, კოვიდ-19-ის ეკონომიკურ შედეგებს. ასევე, მესამე ტალღაში დამატებით ყურადღება გამახვილებულია საინფორმაციო უსაფრთხოების საკითხებზე.

კვლევა დაფინანსებულია საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ.

კვლევის შედეგები გამიზნულია მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის. ამ ეტაპზე ისინი საჯარო არ არის.

პრეზენტაციის სამუშაო ენაა ინგლისური.

თუ გსურთ პრეზენტაციაზე დასწრება, გთხოვთ, მომწეროთ (mariam.kobaladze@crrccenters.org) და დამიდასტუროთ თქვენი ინტერესი ოთხშაბათს, 20 მაისს, 18:00 საათამდე.

საუკეთესო სურვილებით,
მარიამი 
 
Mariam Kobaladze | Communications Manager
1 Liziko Kavtaradze Str.Entrance III-IV, First Floor, 0179 Tbilisi, Georgia
Tel: +995 322 505 290; Cell: +995 599 407 403
Follow CRRC: Web | Data | BlogFacebook | Twitter | Github