| From : | Gender Equality Council/გენდერული საბჭო <gendercouncil@parliament.ge> |
| To : | |
| Subject : | შეხსენება: თემატური მოკვლევის ჯგუფების ანგარიშების პრეზენტაცია - 26 სექტემბერი, 12:00 საათი |
| Received On : | 23.09.2019 15:16 |
| Attachments : |
მოგესალმებით,
გვაქვს პატივი მოგიწვიოთ, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ფარგლებში შექმნილი თემატური მოკვლევის ჯგუფების მიერ მომზადებული ანგარიშების პრეზენტაციაზე.
თემატური მოკვლევების პროცედურა, რომელიც აქტუალური საკითხის შესწავლასა და შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისთვის რეკომენდაციების მომზადებას ისახავს მიზნად, 2019 წლის პირველ ნახევარში მიმდინარეობდა შემდეგი ორი ჯგუფის ფარგლებში:
- „სახელმწიფო ეკონომიკურ პროგრამებში ქალთა მონაწილეობა“ (ჯგუფის მთავარი მომხსენებელი: ნინო წილოსანი)
- „პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ (ჯგუფის მთავარი მომხსენებელი: გუგული მაღრაძე)
პრეზენტაცია გაიმართება 26 სექტემბერს, 12:00 საათზე
(რეგისტრაცია 11:30 საათიდან), სასტუმროში „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“
(მისამართი: თბილისი, თელავის ქ. 20).
თემატური მოკვლევის პროცესი გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობის ფარგლებში ხორციელდებოდა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.
გთხოვთ, იხილოთ თანდართული დღის წესრიგი და დაგვიდასტუროთ თქვენი დასწრება.