From : Mariam Kobaladze <mariam.kobaladze@crrccenters.org>
To :
Subject : შეხსენება | კოვიდ-19 მონიტორის მეხუთე ტალღა
Received On : 03.06.2020 07:36

გამარჯობა,

შეგახსენებთ, რომ ხვალ, ხუთშაბათს, 4 ივნისს, 14:00 საათზე გაიმართება კოვიდ-19 მონიტორის მეხუთე ტალღის შედეგების პრეზენტაცია.

ყოველკვირეული გამოკითხვის „კოვიდ-19 მონიტორი“ ფარგლებში ეს იქნება მეხუთე პრეზენტაცია, რომელიც შეეხება კოვიდ-19-თან დაკავშირებულ საკითხებს, მათ შორის: ინსტიტუციების შეფასებას, კოვიდ-19-თან დაკავშირებით მიღებული/გაუქმებული წესების შეფასებას, მოსახლეობის ქცევასა და საფრთხის აღქმას, დამოკიდებულებას ვაქცინაციის მიმართ, შეხედულებებს დემოკრატიაზე.

კვლევა დაფინანსებულია საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ.

კვლევის შედეგები გამიზნულია მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის. ამ ეტაპზე ისინი საჯარო არ არის.

პრეზენტაციის სამუშაო ენაა ინგლისური.

პრეზენტაცია იმართება Zoom პლატფორმის გამოყენებით. თუ გსურთ პრეზენტაციაზე დასწრება, გთხოვთ, მომწეროთ (mariam.kobaladze@crrccenters.org) და დამიდასტუროთ თქვენი ინტერესი დღეს, 3 ივნისს, დღის ბოლომდე.

საუკეთესო სურვილებით,
მარიამი  

Mariam Kobaladze | Communications Manager
1 Liziko Kavtaradze Str.Entrance III-IV, First Floor, 0179 Tbilisi, Georgia
Tel: +995 322 505 290; Cell: +995 599 407 403
Follow CRRC: Web | Data | BlogFacebook | Twitter | Github