From : Mariam Kobaladze <mariam.kobaladze@crrccenters.org>
To :
Subject : შეხსენება | კოვიდ-19 მონიტორის მეექვსე ტალღა
Received On : 10.06.2020 08:18

გამარჯობა,

შეგახსენებთ, რომ კოვიდ-19 მონიტორის მეექვსე და საბოლოო ტალღის შედეგების პრეზენტაცია გაიმართება ხვალ, ხუთშაბათს, 11 ივნისს, 14:00 საათზე.

„კოვიდ-19 მონიტორი“ ყოველკვირეული გამოკითხვაა, რომელიც ექვსი კვირის მანძილზე მიმდინარეობდა  და საქართველოში პანდემიასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხს ფარავდა. მეექვსე ტალღით გამოკითხვების ეს სერია სრულდება.

ხუთშაბათს, 11 ივნისს, პრეზენტაცია შეეხება შემდეგ საკითხებს: ინსტიტუციების შეფასებას, კოვიდ-19-თან დაკავშირებით მიღებული წესების შეფასებას, ეკონომიკურ შედეგებს, ვირუსის მომავლის აღქმას, მოსახლეობის ქცევას, გენდერული თანასწორობისა და სოციალურ ნორმირებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

კვლევა დაფინანსებულია საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ.

კვლევის შედეგები გამიზნულია მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის. ისინი საჯარო გახდება მხოლოდ პროექტის საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, რომელიც შეაჯამებს გამოკითხვის ყველა ტალღას.

პრეზენტაციის სამუშაო ენაა ინგლისური.

თუ გსურთ პრეზენტაციაზე დასწრება, გთხოვთ, მომწეროთ (mariam.kobaladze@crrccenters.org) და დამიდასტუროთ თქვენი ინტერესი დღეს, 10 ივნისს, დღის ბოლომდე.

პატივისცემით,
მარიამი

Mariam Kobaladze | Communications Manager
1 Liziko Kavtaradze Str.Entrance III-IV, First Floor, 0179 Tbilisi, Georgia
Tel: +995 322 505 290; Cell: +995 599 407 403
Follow CRRC: Web | Data | BlogFacebook | Twitter | Github