From : Tamar Beridze <tberidze@moh.gov.ge>
To : Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>
Subject : შეხვედრაზე მონაწილეობის თაობაზე
Cc : Mariana Mkurnali <mmkurnali@moh.gov.ge>
Received On : 19.11.2019 08:33
Attachments :

მოგესალმებით ქალბატონო თამილა,

გიგზავნით თქვენს სახელზე დარეგისტრირებულ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის 2019 წლის 12 ნოემბრის GOV 8 19 00045274 წერილს, რომელიც ეხება 2019 წლის 12 დეკემბერს სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბატონი გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით დაგეგმილ დონორთა ყოველწლიურ ფორუმს.

ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს მთავრობის წევრები, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დონორი ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები. ღონისძიების თანათავმჯდომარეა გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში ქალბატონი საბინე მახლი.

გთხოვთ, შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში, დაგვიდასტუროთ თქვენი მონაწილეობა აღნიშნულ ღონისძიებაში. მადლობა.

 

 

საუკეთესო სურვილებით

თამუნა ბერიძე

ადმინისტრაციის საერთაშორისო ურთიერთობებისა და

პროტოკოლი სამმართველოს უფროსი სპეციალისტი

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

 

ტელ.: +995 555 373747;

ელ.ფისტა: tberidze@moh.gov.ge