From : Grigol Samsonadze <gsamsonadze@mes.gov.ge>
To : tsisnami@moesd.gov.ge; tbarkalaia@moh.gov.ge; pjorjoliani@moh.gov.ge; president@gcci.ge; emeladze@tuv-georgia.ge
Subject : შეხვედრა განათლების სამინისტროში
Cc : Natia Zedginidze <nzedginidze@mes.gov.ge>; Irina Tserodze <itserodze@mes.gov.ge>
Received On : 12.03.2019 09:22

ბატონო/ქალბატონო

მოგეხსენებათ, რომ 2018 წლის სექტემბერში ძალაში შევიდა პროფესიული განათლების შესახებ ახალი კანონი, რომელიც მიზნად ისახავს პროფესიული განათლების სისტემის ხარისხისა და მოქნილობის  გაუმჯობესებას. კანონი ხელს შეუწყობს ზოგად, პროფესიულ  და უმაღლეს განათლებას შორის მოქნილი კავშირის დამყარებას, ზრდასრულთა განათლების სისტემის განვითარებას და სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებას. ახალი კანონის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით შესაძლებელი გახდება  პროფესიული განათლების, მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამისა და სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამის დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში კერძო სამართლის იურიდიულ პირ − საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სახელმწიფო პოლიტიკისა და პრიორიტეტების შესაბამისად.

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ კანონის დანერგვის ძირითადი ღონისძიებების განხორციელება დაგეგმილია  2019 წელს. შესაბამისად, სამინისტროსათვის ასევე პრიორიტეტულია 2019 წლიდანვე დაიწყოს აქტიური მუშაობა სახელმწიფოს მიერ დადგენილ პრიორიტეტულ სფეროებში კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსების მიმართულებით, რაც არის ძალიან დროული და კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს შრომის ბაზრის საჭიროებებზე მორგებული ადამიანური რესურსის მომზადებას.

 

მოგეხსენებათ, რომ ზემოაღნიშნული ინიციატივის განხორციელების მიზნით საწყის ეტაპზე საჭიროა ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით ჩამოყალიბდეს შრომის ბაზრის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად პრიორიტეტული სფეროები, სადაც გათვალისწინებული იქნება ქვეყნის სოციო-ეკონომიკური განვითარების ძირითადი ასპექტები. ამდენად, პრიორიტეტული სფეროების იდენტიფიცირების პროცესში თითოეული მხარის მონაწილეობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. შესაბამისად გთხოვთ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობას  მიმდინარე წლის 14 მარტს 17 საათზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში,ოთახი 218.

 

პატივისცემით,

გრიგოლ სამსონაძე

 

ადმინისტრაციის უფროსი

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

საქართველო, თბილისი, უზნაძის ქ. 52

ტელ.:  + 995 32  220 02 20 (1190)  ოფისი

            + 995  591 19 00 99  მობილური