From : Davit Pheikrishvili <DPheikrishvili@moh.gov.ge>
To : mguntsadze@gov.ge
Subject : შევსებული ცხრილი
Cc : Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>
Received On : 11.02.2019 10:52
Attachments :


მოგესალმებით ქალბატონო მაია,


თქვენი მოთხოვნის შესაბამისად, მიმაგრებული ფაილის სახით გიგზავნით შევსებულ ცხრილს.


ცხრილში წარმოდგენილია ძირითადი პროგრამები/მონაცემთა ბაზები და ზოგიერთი პროგრამის შესახებ ინფორმაცია გაერთიანებულია (მაგალითად, დევნილთა საარსებო წყაროების პროგრამები). შესაბამისად, ყველა პროგრამა (პროგრამის ბენეფიციარების შესატყვისი მონაცემთა ბაზა) ცალკე არ არის გამოყოფილი და მითითებულ ბმულებში შეიძლება თითოეულის შესახებ დამატებითი ინფორმაციის ნახვა. ​ 


პასუხისმგებელ უწყებაში მითითებულია სამინისტრო, თუმცა აქ ასევე იგულისხმება სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპები, რაც ნიშნავს, რომ კონკრეტულ მონაცემთა ბაზის წარმოებაზე პასუხისმგებელი შეიძლება იყოს რომელიმე მათგანი.


რაც შეეხება დეზაგრეგაციის (მონაცემთა ჩაშლის) დონეს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის შესაბამისად, მონაცემთა ველები და შესაგროვებელი ინფორმაციის სიზუსტე/მოცულობა განსაზღვრულია კონკრეტული პროგრამის მიზნების შესაბამისად (მაგალითად, დევნილთა მონაცემთა ბაზაში იმ დევნილების შემოსავლების შესახებ მოიპოვება ინფორმაცია, რომლებსაც აქვთ თვეში 1250 ლარზე მეტი დასაბეგრი შემოსავალი, რადგან აღშნული წარმოადგენს კანონით დადგენილ ზღვრულ ოდენობას დევნილის შემწეობის მისაღებად. აქედან გამომდინარე, კონკრეტულ დევნილს აქვს თუ არა ზღვრულ თანხაზე მეტი შემოსავალი, მხოლოდ ეს არის ბაზაში აღიშული).


ქვემოთ წარმოდგენილ ბმულზე ნახავთ საქართველოში ჩატარებული ავტორიტეტული კვლევების ბაზას, რასაც თან ახლავს კვლევების კატალოგი: 


https://drive.google.com/drive/folders/0B7omeSZTkxWDblFxb3QyUm5ZdUU?fbclid=IwAR1AScajhhyzAsBndpRZp0-JavulrDW3PqX5lFFlXRUyLg2G3zQIxrNZuG4


იმის მიხედვით, თუ რა სიხშირით ხდება აღნიშნული ბაზის განახლება, შესაძლოა ზოგიერთი კვლევა არ იყოს ამ ბაზაში ატვირთული.


ცხრილში საკონტაქტო პირად მითითებულია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის კოორდინატები და შევსებულ ცხრილთან დაკავშირებით თუ რამე კითხვა გქონდეთ, მეც მზად ვარ გიპასუხოთ. 


პატივისცემით,

 

დავით ფეიქრიშვილი

 

ანალიტიკის, ადამიანური რესურსების მართვისა და

საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის

ანალიტიკის სამმართველოს უფროსი

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და

 სოციალური დაცვის სამინისტრო

 

მისამართი: 0177, თბილისი, მ. თამარაშვილი ქ. N15ა

 

მობ.: +995 599 49 76 71