ქალბატონო თამილა,
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების სახელით, გვსურს მოგიწვიოთ შრომის
საერთაშორისო ორგანიზაციის (შსო) პატონაჟით ორგანიზებულ საერთაშორისო
კონფერენციაზე „შსო-ს 144-ე კონვენციის ეფექტური გამოყენება სამმხრივი
სოციალური დიალოგის გაძლიერებასა და შრომის საერთაშორისო სტანდარტების
ხელშეწყობის მიზნით“. ღონისძიება გაიმართება მიმდინარე წლის 3-4 მაისს,
დარბაზში „რესპუბლიკა“ (სასტუმრო რადისონის კომპლექსი, „პირველი
რესპუბლიკის მოედანი“).
კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ შსო-ს მშრომელთა აქტივობების ბიუროს
ხელმძღვანელი ქ-ნი მარია ჰელენა ანდრე და შსო-ს სხვა წარმომადგენლები.
კონფერენციაში აგრეთვე მონაწილეობენ საქართველოს მთავრობის, პარლამენტის და
დამსაქმებელთა ორგანიზაციების წარმომადგენლები.
თქვენი მონაწილეობის დადასტურების შემთხვევაში, მოგაწვდით ღონისძიების
დაწვრილებით დღის განრიგს. გთხოვთ, უმოკლეს ვადებში გვამცნოთ თქვენი
პოზიცია ელექტრონულ მისამართზე info@gtuc.ge
პატივისცემით,
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება