From : stiftung@fesgeo.org.ge
To : tbarkalaia@moh.gov.ge
Subject : ფრიდრიხ ებერტის ფონდი - საზოგადოებრივი აზრის კვლევა მინიმალურ ხელფასზე
Received On : 28.05.2020 13:13

✅ საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს მინიმალური ხელფასის იდეას. ეს შედეგი აჩვენა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის CRRC Georgia და ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ განხორციელებულმა საზოგადოებრივი აზრის კვლევამ.

�� გამოკითხულთა 75% მხარს უჭერს საქართველოში მინიმალური ხელფასის არსებობას.
�� მხოლოდ 12 % ეწინააღმდეგება მინიმალური ხელფასის იდეას.
�� ხოლო დანარჩენ 12 %-ს კი არ აქვს ჩამოყალიბებული აზრი
�� საქართველოს მოქალაქეები გონივრულ მინიმალურ ხელფასად საშუალოდ 854.1 ლარს ასახელებენ, რაოდენობას, რომელიც ოთხჯერ აღემატება დღევანდელ საარსებო მინიმუმს.
�� ქართველები საშუალოდ 1200-დან 1400 ლარამდე დაურიცხავ ხელფასს სამართლიანად მიიჩნევენ.

კვლევა ჩატარდა აპრილის დასაწყისში და მოიცავს 1351 ინტერვიუს.

⤵️ კვლევის ქართულ და ინგლისურ ენებზე ჩამოსატვირთად იხილეთ ბმული

http://www.fes-caucasus.org/news-list/e/minimum-wage-in-georgia-public-perspective/?fbclid=IwAR2MBsjDGUE_OC6WAB3iAI_X3qx79Ky-jlExBAKr3tm1b6FBGPNMMuxMsQM