ქალბატონო თამილა, მოგესლამებით,
გვსურს გაცნობოთ, რომ „ფიზიკური რეაბილიტაციის პროექტის" ფარგლებში ა.წ.14 ივნისს დაგეგმილი გვაქვს პროექტის პრეზენტაცია დაინტერესებული აუდიტორიისა და ორგანიზაციებისთვის.
შეხვედრაში მონაწილეობენ ემორის უნივერსიტეტის, აშშ განვითარების სააგენტო USAID-ის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და პროექტის განმახორციელებელი პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
გთხოვთ, მონაწილეობას შეხვედრაში, პროექტის პრეზენტაციაში, რათა აუდიტორიას პროექტის მნიშვნელობისა და სახელმწიფოს მხრიდან ამ მიმართულებით დასახულ გეგმებზე მიაწოდოთ მოკლე ინფორმაცია.
შეხვედრის დრო: 14 ივნისი, 13:00 საათზე.
ხანგრძლივობა: 13-15 საათამდე
შეხვედრის ადგილი: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი, 1-ლი სართული, საბჭოების სხდომათა დარბაზი.
მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზირი #33
შეხვედრის განრიგის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის, გთხოვთ, იხილოთ თანდართული დოკუმენტი.
მადლობას მოგახსენებთ თანამშრომლობისთვის და გაწეული დახმარებისთვის!
პატივისცემით,
ნინი ზარდიაშვილი
კორპორაცია "პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისათვის"
საქართველოს წარმომადგენლობის
დირექტორი
ფიზიკური რეაბილიტაციის პროექტი
კოორდინატორი
ქ. წამებულის გამზ. 65
თბილისი 0144
593 51 55 32