From : konstantine eristavi <eristavi.koto@gmail.com>
To : Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; bperadze@moh.gov.ge
Subject : ტყიბულის კრიზისი
Received On : 13.03.2020 13:12

ქალბატონო თამუნა, ბატონო ბექა


დღეს ტყიბულში, ძიძიგურის შახტის მეშახტეებმა უარი განაცხადეს სამუშაოს შესრულებაზე იძულებითი მოცდენის მიზეზით, რაც შრომითი პირობების გაუარესებითაა გამოწვეული. ამავე მიზეზით მეშახტეები ერთი კვირის განმავლობაში თებერვლის თვეშიც ამბობდნენ უარს მუშაობაზე. თუმცა კომპანიასთან წარუმატებლი მოლაპარაკებების შემდეგ მუშაობის გაგრძელება მოუწიათ.

საქმე ის არის, რომ ძიძიგურის შახტის დახურვის გამო, ყოველდღიურად მეშახტეებს სამუშაო ადგილამდე მისასვლელად უწევთ ორკილომეტრიანი გზის გავლა, მათ შორის, სავენტილაციო გვირაბის გამოყენებით. გვირაბში დაგროვილი მხუთავი აირების გამო, იქ გადაადგილება მეშახტეების სიცოცხლესა და ჯანმრთლობას უქმნის საფრთხეს. რამდენიმე დღის წინ 5 მეშახტე მოიწამლა აღნიშულ გვირაბში და ჩვენი ინფორმაციით, კომპანიამ საკუთარი მანქანით, 112-ში დარეკვისა და ამბის გახმაურების გარეშე, მოწამლულები ტყიბულის საავადმყოფოში გადაიყვანა.

მოგეხსენებათ, რომ 2018 წლის ტრაგიკული შემთხვევების შემდეგ, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეიტლებით, შესაბამისი ექსპერტიზის დასრულებამდე, ტყიბულის შახტები დაიხურა. ჯერ კიდევ 2019 წლის იანვარში მომზადებული იყო ჯანდაცვის სამინისტროს დაკვეთით ჩატარებული აუდიტის დასვკნა. თუმცა აღნიშნული დასკვნის არსებობის შესახებ მეშახტეებმა ჩვენგან სულ რამდენიმე კვირის წინ შეიტყვეს. 
ნახშირმოპოვებითი სამუშაობი ისე განახლდა, რომ დღემდე უცნობია სახელმწიფოს პოზიცია დასკვნის მძიმე რეკომენდაციების შესახებ.

მნიშვნელოვანია, რომ თვენმა სამინისტრომ უზრუნველყოს აღნიშული დასკვნის პირველ რიგში ტყიბულელებისთვის გაცნობა, მათი ჩართვა ტყიბულის შახტების ოპტიმიზაციის გეგმის შემუშავებაში და სარემონტო სამუშაოების მონიტორინგში.

ასევე, ამ ეტაპზე, შექმნილი კრიზისული მდგომარეობის გამო, მნიშვნელოვანია თქვენმა სამინისტრომ უზრუნველყოს კომპანიასა და მეშახტეებს შორის მოლაპარაკებების გამართვა, შეცვლილი სამუშაო პირობების ინსპექტირება და მეშახტეების შრომითი უფლებების დაცვა.



ღრმა პატივისცემით,
კოტე ერისთავი